ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2010


ბოლოს... (მიეძღვნა ემიგრანტ ნატალი პაპიაშვილს)

                              ბოლოს...
გაიღო კარი სასახლისა, წინ დახვდნენ მცველნი,
მის უბრწყინვალეს დედოფლობას ეახლენ მყისვე,
მოჩუქურთმებულ მარმარილოს საფეხურებზე,
ნაზად ჩამოდის, იცქირება სუყველა მისკენ.

ედემ-ბაღნარის ჩუქურთმებით მორთულ კარს ხსნიან,
ტბისპირას მიდის დედოფალი ირგვლივეთს ფარავს,
ყელმოღერილი გედებიც კი თავებს უხრიდნენ
და თოლიების გუნდი მის წინ კამარას ჰრავდა.

ფოთოლთ შრიალის უნაზესი ნიავი ჰქროდა,
დედოფლის სულში წამონაბერ სიოსა ჰგავდა,
მილულა თვალნი ჩაძირულმა ფიქრთა მორევში,
დადიანების სასახლეში დაჰქროდა ნაზად...

სწრაფლ გამოფხიზლდა ოკეანის გადაღმა მყოფი,
თუ რამ არსებობს სამყაროში სანატრი არ აქვს,
ცისკაბადონზე მჯდომს, რაღაცა აკლია მაინც,
გულის სიღრმიდან უცაბედად აღმოხდა ნატვრა...

ბედნიერების სამოსელში გულს დარდი აწევს,
მარტო სიმდიდრე და სიუხვე არ არის მხოლოდ,
ძალა მიხდილი სავარძელში ჩაეშვა დარდით,
სამშობლოვ, ჩემო საქართველოვ! - აღმოხდა ბოლოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები