 | ავტორი: თენგიზი ჟანრი: პოეზია 2 დეკემბერი, 2010 |
შაითან ბაზრად გადაიქცა მთელი ქვეყანა და ჰეროინით დაბანგული, სად აღარ ჰყრია, ერთ დროს ჯანსაღი მუხის ფოთლები... ცრუ მონდომებით, შთამბეჭდავი თავგამოდებით, იცავენ სინდისს, კარგა ხნის წინ ვერცხლზე გაყიდულს, ნაანდერძევი მორჩილებით, მლიქვნელურ სახით, შესციცინებენ ერთურთს თვალებში... ჩამოსცვივდება მუხას ფოთლები, გამოზაფხულზე წამოუვა ახლით კვირტები, ნუ გაკვირდებით, თუ ის კვირტებიც, ჰეროინით ისულდგმულებენ. და ისევ თვალში შეაყრიან ერთმანეთს ნაცარს, და ათას ხრიკებს და ოინებს, ახალს, თუ ნაცადს, მოიმარჯვებენ, რომ შეიქმნას საერთო აზრი, რომ არ მოადგეს შემთხვევით ბრაზი ჩვენს ინტელიგენტ, ელიტურ ფენას და რომ მოთმენას ჰქონდეს საზღვრები... შაითან ბაზრად გადაიქცა მთელი ქვეყანა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მოსაწონია ლექსიც და კომენტარებიც, +2 მოსაწონია ლექსიც და კომენტარებიც, +2
19. ოოო ! კარგია, რომ თქვენს კომენტარს შემოვყევი. :) ლექსიც კარგია და ტკივილიც ნაცნობი. მომეწონა, რასაკვირველია. :)
პატივისცემით: ტენდი :) ოოო ! კარგია, რომ თქვენს კომენტარს შემოვყევი. :) ლექსიც კარგია და ტკივილიც ნაცნობი. მომეწონა, რასაკვირველია. :)
პატივისცემით: ტენდი :)
18. მე შენი ლექსი ხშირად მაფიქრებს, ხშირადაც ძალით მავსებს და მკაჟავს, როგორც მწყურვალი, დავწაფებივარ, სიყვარულის და სიკეთის ნაზავს... ეჰ ჩემო ძმაო, რა გითხრა მეტი, - მეც ამ ბაზარში ფუსფუსით ვტკბები, მომტვრეული მაქვს არწივის ფრთები, ვარ უსახლკარო, სევდის პოეტი. მხოლოდ ოცნებებს გულს ვუდებ ბინად, ვიბრძვოდი, ვჭედდი, მეც ვხნავდი წინათ... ეეჰ, ნეტავ მართლა გამაგებინა, ჩემი სამშობლო რომ არ ღირს ჩირად. მე შენი ლექსი ხშირად მაფიქრებს, ხშირადაც ძალით მავსებს და მკაჟავს, როგორც მწყურვალი, დავწაფებივარ, სიყვარულის და სიკეთის ნაზავს... ეჰ ჩემო ძმაო, რა გითხრა მეტი, - მეც ამ ბაზარში ფუსფუსით ვტკბები, მომტვრეული მაქვს არწივის ფრთები, ვარ უსახლკარო, სევდის პოეტი. მხოლოდ ოცნებებს გულს ვუდებ ბინად, ვიბრძვოდი, ვჭედდი, მეც ვხნავდი წინათ... ეეჰ, ნეტავ მართლა გამაგებინა, ჩემი სამშობლო რომ არ ღირს ჩირად.
17. ჩემი მოწონება პოეტს!!! :) :-* ჩემი მოწონება პოეტს!!! :) :-*
16. ვხედავ, ტკივილი ერთი გვქონია, ლამის წაგვლეკოს ბაზრის გნიასმა, სატანის დახლზე ვერცხლში იცვლება უფლის მირონი და აიაზმა, ვაი, სადამდის გვეყოფა ძალა ჩვენივე სულის ვმდუღროთ ფესვები, ან რა მოგველის, თუ ამ მორევში, ყველაზე ბოლოს გადავეშვებით? ისიც ბაზარში დადის, მათხოვრობს, ვინც მორწმუნეა და ნეტარია, ქვენა გრძნობებით და იმედებით მთავარ ხმას ამბობს ბაზრის არია! მგონი გათენდა, ცისკრის ვარსკვლავი უბიწო სხივით ბნელში კამკამებს, სუფთა ჰაერით ვირძნოთ უფალი, სანამ ბაზარი შეგვაკანკალებს!
ვხედავ, ტკივილი ერთი გვქონია, ლამის წაგვლეკოს ბაზრის გნიასმა, სატანის დახლზე ვერცხლში იცვლება უფლის მირონი და აიაზმა, ვაი, სადამდის გვეყოფა ძალა ჩვენივე სულის ვმდუღროთ ფესვები, ან რა მოგველის, თუ ამ მორევში, ყველაზე ბოლოს გადავეშვებით? ისიც ბაზარში დადის, მათხოვრობს, ვინც მორწმუნეა და ნეტარია, ქვენა გრძნობებით და იმედებით მთავარ ხმას ამბობს ბაზრის არია! მგონი გათენდა, ცისკრის ვარსკვლავი უბიწო სხივით ბნელში კამკამებს, სუფთა ჰაერით ვირძნოთ უფალი, სანამ ბაზარი შეგვაკანკალებს!
15. აბა რა გითხრა ჩემო ქართველო, რით გაგახარო აქ ყოფნის იქით?! ამ საუკუნეს სურს რომ გათელოს, სული, რაიც კი შთავბერე ტრიპტიქს. ხელდასმულთაგან ქვესკნელთმპყრობელის, რაი გვეკვირვის, ბრალში რა ჰყრია, რაც კი გვჭირს, მაინც, ასე მგონია, ჩვენგანვე არის, მიტომ ახია. და გულში ვიკლავ ტკივილს და ასე, ვცდილობ ვემკლავო დარდს და კაეშანს, შესაქებს ვაქებ და ვუჯაგრდები, ყველა მამაძაღლს და სულნაეშმარს. და როცა ყელში მადგება ბურთი, შაითან ბაზრის ჭუჭყ-ტალახ-შმორით, ვეძებ სიმშვიდეს ფურცლების მკერდზე, ცრემლად დადენილ სტრიქონებს შორის. გარბიან წლები, მე არ ვბერდები, შევრჩი ამ ფიქრებს ჭაბუკი მარად, ვგავარ მეთაურს, მხოლოდ ლექსები, ბრძოლის ველზე რომ შემორჩა ჯარად. აბა რა გითხრა ჩემო ქართველო, რით გაგახარო აქ ყოფნის იქით?! ამ საუკუნეს სურს რომ გათელოს, სული, რაიც კი შთავბერე ტრიპტიქს. ხელდასმულთაგან ქვესკნელთმპყრობელის, რაი გვეკვირვის, ბრალში რა ჰყრია, რაც კი გვჭირს, მაინც, ასე მგონია, ჩვენგანვე არის, მიტომ ახია. და გულში ვიკლავ ტკივილს და ასე, ვცდილობ ვემკლავო დარდს და კაეშანს, შესაქებს ვაქებ და ვუჯაგრდები, ყველა მამაძაღლს და სულნაეშმარს. და როცა ყელში მადგება ბურთი, შაითან ბაზრის ჭუჭყ-ტალახ-შმორით, ვეძებ სიმშვიდეს ფურცლების მკერდზე, ცრემლად დადენილ სტრიქონებს შორის. გარბიან წლები, მე არ ვბერდები, შევრჩი ამ ფიქრებს ჭაბუკი მარად, ვგავარ მეთაურს, მხოლოდ ლექსები, ბრძოლის ველზე რომ შემორჩა ჯარად.
14. გამოზაფხულზე წამოუვა ახლით კვირტები, ნუ გაკვირდებით, თუ ის კვირტებიც, ჰეროინით ისულდგმულებენ. და ისევ თვალში შეაყრიან ერთმანეთს ნაცარს, და ათას ხრიკებს და ოინებს, ახალს, თუ ნაცადს, მოიმარჯვებენ, რომ შეიქმნას საერთო აზრი, რომ არ მოადგეს შემთხვევით ბრაზი ჩვენს ინტელიგენტ, ელიტურ ფენას და რომ მოთმენას ჰქონდეს საზღვრები... შაითან ბაზრად გადაიქცა მთელი ქვეყანა.
წამო, ვესტუმროთ შაითან ბაზარს, ჩვენ იქ ვიხილავთ ცხოვრების ნაზავს, რაც ფეხქვეშ ასე უღვთოდ გათელეს და რაც ჯერ კიდევ გულს მწარედ ხაზავს. ასე რომ ცდილობს სახლში შემოჭრას, შაითან ბაზრის ბილწი ხმებია, მამათმავალი მუშტარს აქეზებს, მეძავი ქალწულს ჩახუტებია. რა სიწმინდე და სინდის-ნამუსი, რა კაცობა და პატიოსნება, გაყიდულია ვერცხლის ჩხრიალზე ყველა ნატვრა და ყველა ოცნება. ბორგავს, დგანდგარებს ურცხვი ბაზარი, დგას ჰერიონის, თრობის აურა, აბა, რას იტყვით, ბატონო ჩემო, ხომ არ დაგღალათ ბაზრის ხმაურმა?
გამოზაფხულზე წამოუვა ახლით კვირტები, ნუ გაკვირდებით, თუ ის კვირტებიც, ჰეროინით ისულდგმულებენ. და ისევ თვალში შეაყრიან ერთმანეთს ნაცარს, და ათას ხრიკებს და ოინებს, ახალს, თუ ნაცადს, მოიმარჯვებენ, რომ შეიქმნას საერთო აზრი, რომ არ მოადგეს შემთხვევით ბრაზი ჩვენს ინტელიგენტ, ელიტურ ფენას და რომ მოთმენას ჰქონდეს საზღვრები... შაითან ბაზრად გადაიქცა მთელი ქვეყანა.
წამო, ვესტუმროთ შაითან ბაზარს, ჩვენ იქ ვიხილავთ ცხოვრების ნაზავს, რაც ფეხქვეშ ასე უღვთოდ გათელეს და რაც ჯერ კიდევ გულს მწარედ ხაზავს. ასე რომ ცდილობს სახლში შემოჭრას, შაითან ბაზრის ბილწი ხმებია, მამათმავალი მუშტარს აქეზებს, მეძავი ქალწულს ჩახუტებია. რა სიწმინდე და სინდის-ნამუსი, რა კაცობა და პატიოსნება, გაყიდულია ვერცხლის ჩხრიალზე ყველა ნატვრა და ყველა ოცნება. ბორგავს, დგანდგარებს ურცხვი ბაზარი, დგას ჰერიონის, თრობის აურა, აბა, რას იტყვით, ბატონო ჩემო, ხომ არ დაგღალათ ბაზრის ხმაურმა?
13. მომეწონა,მაგარია,მწარეა,სიმართლეა +777 მომეწონა,მაგარია,მწარეა,სიმართლეა +777
11. ასე მგონია კარგად დაწერთ პროზას..ნუ მცირე მოცულობის პროზას.. ადოლფთან ვნახე თქვენი ''წერილი'' და:)
ასე მგონია კარგად დაწერთ პროზას..ნუ მცირე მოცულობის პროზას.. ადოლფთან ვნახე თქვენი ``წერილი`` და:)
10. სისხლის გუბესი უდგია ფესვი მუხას, და მავანს ჰგონია ულხინს...:) სისხლის გუბესი უდგია ფესვი მუხას, და მავანს ჰგონია ულხინს...:)
9. მართალია, ჩემო თენგიზ, ბაზრად გადაიქცა მთელი ქვეყანა, საშინელებაა ამხელა ბაზარი!.. ეს სპობს და აკნინებს ნაღდ კაცობას, ადამიანობას... წმინდა გულის კაცი ხარ შენ, ამიტომ გაწუხებს და გძაგს ეს ბაზარი... ღმერთმა გაძლება მოგვცეს... მართალია, ჩემო თენგიზ, ბაზრად გადაიქცა მთელი ქვეყანა, საშინელებაა ამხელა ბაზარი!.. ეს სპობს და აკნინებს ნაღდ კაცობას, ადამიანობას... წმინდა გულის კაცი ხარ შენ, ამიტომ გაწუხებს და გძაგს ეს ბაზარი... ღმერთმა გაძლება მოგვცეს...
8. ვეთანხმები დაისს და მოგიკითხეთ 5 ვეთანხმები დაისს და მოგიკითხეთ 5
7. რომ შეიქმნას საერთო აზრი, რომ არ მოადგეს შემთხვევით ბრაზი
შაითან ბაზრად გადაიქცა მთელი ქვეყანა.
რეალისტური და დრამატული სურათია... გრიშაშვილისდროინდელი შაითანი თანამედროვე ბაზარს კი ჯობდა რომ შეიქმნას საერთო აზრი, რომ არ მოადგეს შემთხვევით ბრაზი
შაითან ბაზრად გადაიქცა მთელი ქვეყანა.
რეალისტური და დრამატული სურათია... გრიშაშვილისდროინდელი შაითანი თანამედროვე ბაზარს კი ჯობდა
6. შაითან ბაზრად გადაიქცა მთელი ქვეყანა და ჰეროინით დაბანგული, სად აღარ ჰყრია, ერთ დროს ჯანსაღი მუხის ფოთლები... ცრუ მონდომებით, შთამბეჭდავი თავგამოდებით, იცავენ სინდისს, კარგა ხნის წინ ვერცხლზე გაყიდულს,
ჭეშმარიტებას ღაღადებთ ბატონო თენგიზ, ჭეშმარიტებას + + + შაითან ბაზრად გადაიქცა მთელი ქვეყანა და ჰეროინით დაბანგული, სად აღარ ჰყრია, ერთ დროს ჯანსაღი მუხის ფოთლები... ცრუ მონდომებით, შთამბეჭდავი თავგამოდებით, იცავენ სინდისს, კარგა ხნის წინ ვერცხლზე გაყიდულს,
ჭეშმარიტებას ღაღადებთ ბატონო თენგიზ, ჭეშმარიტებას + + +
5. სასტიკი,მაგრამ სიმართლეა:( სასტიკი,მაგრამ სიმართლეა:(
4. სამწუხაროდ,ასეა! სამწუხაროდ,ასეა!
3. და რომ მოთმენას ჰქონდეს საზღვრები...
თენგო :) მეტკინა ახლა მე ეს ლექსი... უფრო ის, რაც ამ ლექსის მიღმა იკითხება, მეტკინა ძალიან... და რომ მოთმენას ჰქონდეს საზღვრები...
თენგო :) მეტკინა ახლა მე ეს ლექსი... უფრო ის, რაც ამ ლექსის მიღმა იკითხება, მეტკინა ძალიან...
2. შაითან ბაზრად გადაიქცა მთელი ქვეყანა.
მართალია! იოსებ გრიშაშვილი ცოცხალი რომ იყოს და ამას რომ კითხულობდეს, დაგეთანხმებოდათ! შაითან ბაზრად გადაიქცა მთელი ქვეყანა.
მართალია! იოსებ გრიშაშვილი ცოცხალი რომ იყოს და ამას რომ კითხულობდეს, დაგეთანხმებოდათ!
1. სამწუხარო რეალობაა ლექსში ასახული. სამწუხარო რეალობაა ლექსში ასახული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|