ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2010


უჩემობა-უშენობის განაჩენი

ამინდია გაცვეთილი შალის ჩოხა,
ხასიათი-გარღვეული ახალუხი
გულთან,ქარი ხის ტოტებში ჩაიჩეხა,
მიწყნარდა და  შეატოვა რახა-რუხი.
სუსხი ჩემში ფოთლებივით იმ დროს ახმობს,
თითებიდან  ფრჩხილებად რომ ნერვებს ვკვნეტდი
ცხოვრებას და მათგან ერთიც არ მაქვს ახლოს,
რაც აქამდე მეგონა,რომ მქონდა მეტი.
როგორც ჩიტი პატარა ბავშვს აივნიდან,
მეც ისევე ამიფრინდა მოსვენება,
შემოდგომა თუკი ასე გაივლიდა,
ვიტყოდი,რომ იყო მხოლოდ მოჩვენება.

.....
უჩემობა-უშენობის განაჩენი,
ვრჩებით ახლაც ერთმანეთის გარდა, მიღმა,
ნოემბერის  ბოლოში ვარ დანარჩენი,
და ფოთლები არსებობის გადამიხმა.




                                                        03.12.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები