ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2010


ჩვენს ქალაქში დღეს უთუოდ მოთოვს

ფიქრებს თავზე მოეხვიათ ნისლი.
ჩვენს ქალაქში დღეს უთუოდ მოთოვს.
ჩემი გრძნობა იბადება შენში,
ემსგავსება ახალშობილს – თოთოს

და იმდენად იუცხოვე ბედიც,
თითქოს მქონდეს შენს წინაშე ბრალი.
მე ხომ ასე, სულ არაფერს გწერდი
და შენც ასე სურვილების ავლით –

გაათენებ დღესაც ისევ ღამეს,
იმიზეზებ დეპრესიულ ნოტას.
მოუკიდებ სიგარეტს და მერე,
კვამლთან ერთად ღამეს აწვდი შფოთვას

სულისა და... სიმძიმეს და სიღრმეს
დააბრალებ, თავზე დამტყდარ მუზებს.
ჩვენს ქალაქში დღეს უთუოდ მოთოვს,
ცა ფიფქების ჩამოუშვებს ღუზებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები