ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
5 დეკემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

ყველაზე დებილობა და დებილობის ყველი, ერთი წველა, ძველი.

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამით, მერე,
მერე არ მახსოვს რა მოხდა კარგო,
სხვა პოეტებმა სულ ვეღარ წერეს,
ადოლფა როცა ტალანტი დარგო

იმ წელს სოფელში და მოსავალზე,
მოიმკა ბევრი გენიოსმანი,
სანამ ლიტ,ჯედან ზღვაში ჩავა მზე,
მანამ ურაკზე დაკლავს ოსმანი

ვერლიბრს და როცა დაიწყებს თოვას,
იმ ღამით მოვალ ჩემო თენგიზავ
და ვინც ჩვენ ძმაო მაყუთი გვთხოვა,
რომ აღარ მოგვცეს რამეს ვერ ვიზამთ,

რადგან გვკიდია ჩვენ კაპიკები,
ჩვენ ხომ დოლარებს ვკბიჩავთ ვაშინგტონს,
ჩვენ შემოვდივართ უცხო ნიკებით
და მახსოვს წუხელ ძმაო ტაშით რომ

შემოგვეგება ჩვენი ჯემალი,
ჩვენც მივაგებეთ ტაში მარჯვნიდან,
რატომ მოვწიეთ ისე ქამელი,
რა გვინდოდა ან ძმაო რა გვრჯიდა.

მაგრად თვითონაც დაილეწება,
ჰოდა იხელთოს მაშინ დრო იმან
ვინც კი აფრენს და შენს ქმარს რომ შევხვდი,
უბრალოდ თავი დაიგოიმა.

მოდი მომხვიე ხელი ჭრილობას,
კარგად გათლილი რკინის ხიშტებით,
წუხელ დაკარგე ქალიშვილობა
და ხელმეორედ ქალიშვილდები.

ამ თვეში ჩემი ლექსის კრებულად,
რაღაც სხვაგვარი წიგნი მეგულვის
და მე ავტირდი როგორც ველური,
ყველა ქალისგან მიტოვებული.

გულზე სხვაგვარი დარდი მექაჩა,
წავალ და მოვალ მორიგ ხარჭამდი
და ეს ნიჭი რომ არ დამეხარჯა
ახლა... ვერასდროს ვერ დავხარჯავდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები