ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2010


ღმერთი სახლდება დედის ძალაში

                            დედაშვილობა ღმერთმა შეჰქმნა დედამიწაზე,
                            მიუწვდომელი და უცვლელი გრძნობაა ქვეყნად!

როდესაც ქალი თავის სხეულში,
პაწაწა თოთო ნაყოფს შეიგრძნობს,
აღარ არსებობს მასზე ძლიერი,
გრძნობა, სანამდე პირმშოს შეიცნობს.

ო , მასზე თბილი, მასზე სათუთი,
ამ ქვეყანაზე არაფერრია,
\ყველა ტკივილი გაივლის მალე,
ხელში შერჩება თეთრი ფერია.

მკერდზე მიკრული პატარა პირმშო,
ხელისცეცებით მხოლოდ დედას გრძნობს,
დედაა მისი მფარველი ძალა,
მათ ვერასოდეს ვერავინ გაყოფს.

უმანკო ჩვილის მტრედის ღუღუნი,
ნელ-ნელა ბავშვის ატიკტიკება,
დედის გული ხომ მაშინა ხარობს,
როცა პატარა აჭიკჭიკდება.

როდესაც პირველ ნაბიჯს გადადგამს,
სამშობლო მიწის სურნელს შეიგრძნობს,
დედა ზეცაში მაინც მაღლდება,
როცა პატარას სირბილს შეიტყობს.

ხელჩაკიდული მიჰყავს სკოლაში,
რომ დაეწაფოს იქ ცოდნის წყაროს,
დედა ფიქრებით ზეცაში ფრინავს,
მას დაუჩოქებს მთელი სამყარო.

დედის და პირმშოს თბილი გულები,
გადაბმულია უხილავ ძალით,
დედის შემცვლელი ჯერ არ შობილა
და არ ნახულა არავის თვალით.

თუ მის შვილს უჭირს, დედა შეიგრძნობს,
მაშინვე შეჰკრავს ვეფხვის კამარას,
აბობოქრებულ ზღვებსაც დააშრობს,
ვეფხვს შეებმება ხელით თამამად.

თვით ხის ტოტებსაც ხმლად გადააქცევს,
ზღვებს გადასცურავს დაუღალავად,
ოღონდაც მის შვილს არ გაუჭირდეს,
სამყაროს შესძრავს დაუფარავად.

თუ მოტაცებას გაბედავს ვინმე,
ცაში არწივსაც გაეჯიბრება,
დედა ყველაფერს დაბლა დაამხობს,
უძლეველსაც კი დაეჯიბრება.

დედის გრძნობაში სახლდება ღმერთი,
მის ძალას ქვეყნად ვერვინ შეარყევს,
დედა შვილისთვის თავსაც გასწირავს,
პირმშოს დაჩაგვრას არვის შეარჩენს.

მაგრამ თუ შვილმა დაუწყო ბრძოლა,
დედის ნათქვამი არ დაიჯერა,
თუ დარიგება მას აღარ ესმის,
დედა საბრალო უძლური ხდება...

შვილი ჭაობში თუ ჩაიძირა,
დედის ხელები იქცევა თოკად,
მაინც ჩასტაცებჰს ნაზ თმებში თითებს,
ამოიყვანს და თვითონ შებოჭავს.

თუ შვილი რწმენას დაკარგავს უკვე,
უიმედობით ძირს დაემხობა,
მას ძალას ვინმე თუ გამოაცლის
და ნირწამხდარი სხვას დაემონა.

დედა პლანეტებს შესძრავს იმ წამში,
თვით უდაბნოში წყალს ამოაფრქვევს,
დედა ქვესკნელში ჩაჰყვება პირმშოს,
დედა ბნელეთში შუქს ამოანთებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები