| ავტორი: გუ-რული ჟანრი: პოეზია 16 დეკემბერი, 2010 |
ლანდად ძლივს მოსჩანს პირველი გორა, ამაოდ ებრძვის მგონი ახლა მეორეც სივრცეს, მესამე თითქოს შერევია უკვე ნაცრისფერს, შთანთქმულა სრულად. ნისლით შექმნილი მისტიური უსასრულობა, ჯვარით შემკული პირველი მთის მაღალი წვერი, ბუნების სახის მგლოვიარე უსახურობა, ქარით აშლილი და აწეწილი ყინვის თმა-წვერი. ისევ ბეთანია. ისევ ზამთარი. თითქოს მეძახიან... თითქოს ტრადიცია იქმნება რაღაც, კვლავ იანვარი. ღამდება. ღამდება, მაგრამ საიდან მოქრის უმეტესი სუსხით სიბნელე? გვჭირდება? მართლა? --ამ კითხვებზე თუ ვუპასუხებ ვფიქრობ, რომ არა. თუმცა, თუმცა რატომაც არა. ............................................................................ ბნელა. ორ საათში ინათებს კიდეც, ირიჟრაჟებს, კელიაში ვარ. მიჭირს დუმილი. ვსაუბრობ ცეცხლთან. ვსაუბრობ და... ბრაზდება, ქრება, (ალბათ მოშივდა) ვაწვდი ულუფას, ვაწვდი შეშას, ერთად, ნედლს ხმელთან. ისევ ხალისობს, ისევ მღერის, ისევ ვსაუბრობთ, კმაყოფილებით აცმაცუნებს მხურვალე ენებს, გემრიელია ულუფა, იცის. მუცელზე ისვამს ალისფერ ხელებს და უსაყვარლეს ბუბუნა ენით იძახის „იფ-იფ“-ს
9 იანვარი, 2010 წელი ბეთანია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. გურულ + ორს ვწერ მეორე ლექს სადხღაც წანაკითხი მაქვს მაგრამ ვერ ვიხსენებ.... გურულ + ორს ვწერ მეორე ლექს სადხღაც წანაკითხი მაქვს მაგრამ ვერ ვიხსენებ....
10. რაღაც ძალაა ამ ლექსში... სათნო! 55 რაღაც ძალაა ამ ლექსში... სათნო! 55
9. ალაგ-ალაგ თითქოს კონვენციაა ზოგგან(უმეტესწილად)წაუვერლიბრებს..დასალაგებელია ტექსტი...შინაარსობრივადაც ვერ მოვიხიბლე.. ალაგ-ალაგ თითქოს კონვენციაა ზოგგან(უმეტესწილად)წაუვერლიბრებს..დასალაგებელია ტექსტი...შინაარსობრივადაც ვერ მოვიხიბლე..
8. გადავიფიქრე გახსენება. არ მინდა ცოდვაში ფეხი ჩავიდგა : ) ) მე როგორ ორი ლექსი ისე წავიკითხე. მაშინ ასე ვიტყვი, მეორე ნაწილი შედარებით კარგია : ) გადავიფიქრე გახსენება. არ მინდა ცოდვაში ფეხი ჩავიდგა : ) ) მე როგორ ორი ლექსი ისე წავიკითხე. მაშინ ასე ვიტყვი, მეორე ნაწილი შედარებით კარგია : )
7. თამარქალი
ორი ლექსი არაა ერთია:) და მხოლოდ ჩემია. სხვა ვარიანტი თუა სადმე ვიღაცას მოვკლავ:) თამარქალი
ორი ლექსი არაა ერთია:) და მხოლოდ ჩემია. სხვა ვარიანტი თუა სადმე ვიღაცას მოვკლავ:)
6. ვახ... რაც კარგები ვართ გურულები ვართოოოო ..... >} ვახ... რაც კარგები ვართ გურულები ვართოოოო ..... >}
5. მიყვარს გურულები. ეს ზოგადად და მეორე ლექსი მომეწონა შედარებით , თან მეორე ლექსის სხვანაირი ვარიანტი მაქვს აქ წაკითხული. ავტორს გავიხსენებ, ყოველშემთხვევაში ვეცდები. პირველი ლექსი პიეზაჟურია და ამ დროს მეტი სილამაზე მინდა,რაც ვერ დაამანახე : ) მიყვარს გურულები. ეს ზოგადად და მეორე ლექსი მომეწონა შედარებით , თან მეორე ლექსის სხვანაირი ვარიანტი მაქვს აქ წაკითხული. ავტორს გავიხსენებ, ყოველშემთხვევაში ვეცდები. პირველი ლექსი პიეზაჟურია და ამ დროს მეტი სილამაზე მინდა,რაც ვერ დაამანახე : )
3. გურულ + ორს ვწერ :) გურულ + ორს ვწერ :)
1. ჯვარით შემკული პირველი მთის მაღალი წვერი, ბუნების სახის მგლოვიარე უსახურობა, ქარით აშლილი და აწეწილი ყინვის თმა-წვერი. ისევ ბეთანია. ისევ ზამთარი. თითქოს მეძახიან... თითქოს ტრადიცია იქმნება რაღაც, კვლავ იანვარი.
55555555555555555555555555555555555555 ჯვარით შემკული პირველი მთის მაღალი წვერი, ბუნების სახის მგლოვიარე უსახურობა, ქარით აშლილი და აწეწილი ყინვის თმა-წვერი. ისევ ბეთანია. ისევ ზამთარი. თითქოს მეძახიან... თითქოს ტრადიცია იქმნება რაღაც, კვლავ იანვარი.
55555555555555555555555555555555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|