ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათა შველიძე
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2010


მე იმ იმედებს და ფიქრებს...

მე იმ იმედებს და ფიქრებს აღარ ვეტრფი,
და ცივ ალიონზე ცეცხლად შეგეხები,
კვლავ ამ სიყვარულის ალში მიწვები და,
წასულ სიმღერებს და ლექსებს შევერევი,

მე იმ იმედებს და ფიქრებს აღარ ვეტრფი,
ცაზე ბეღურებმა მზეც რომ გადარიონ,
ლამაზ დალალებში ჩაწნულს გვირილებად,
ველის თეთრათებზე ცრემლად გადავითოვ,

ღალატს არ ვეჩვევი მინდა იცოდე და,
გულის რექვიემის წყდება აკორდები,
მე რომ ვერ აგაწყე ლამაზ სიმფონიად,
ნანატრ სიყვარულის ცეცხლად ავგორდები,

მე იმ იმედებს და ფიქრებს აღარ ვეტრფი,
რადგან ათასჯერ და მეტჯერ უარმყავი,
შენის მოწყვეტილის ცრემლის ნაკვალევზე,
დარდი მომერევა კვლავაც უთვალავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები