ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტ___ა___ი
ჟანრი: პროზა
18 დეკემბერი, 2010


მონოლოგი ალანისთვის

განა მე შემეძლო მეცხოვრა სანახევროდ? ინტელექტუალური
თავშეკავებულობით, ყოველგავრი ეტიკეტის და ეთიკის დაცვით, ამ მორალურ და კანონიკურ ქაოსში! დამეწვა ყველა სიგიჟე, დამელია ნახევარი ბოთლი ღვინო, თვითმკველობისთვის გამეწირა ყველა ჩემი გმირი, დამეხია ყველა სასიყვარულო წერილი,რომელთაც ოცნებების ნაგლეჯებივით ვინახდი. მომესმინა მუსიკა და უკვდავობის შეგრძნებით არ აღვსილიყავი, საზოგადოებრივი სამსჯავროს წინაშე,საკუთარი ვნებების უნიჭო აპოლოგეტად ვქცეულიყავი. წინ გადადგმული ნაბიჯები, გამეაზრებინა ლოგიკის ეფემერული სარგებლიანობით და არასდროს მეგრძნო ბრმად და თრობით. მოხალისედ წავსულიყავი ბეტონის სოცილურ კედელში ჩასატნევად ,რათა შთაგონებითი ფუნდამენტი ჩამეყარა ამ საუკუნეობრივი სენისთვის! მეთამაშა დიალოგობანა უმნიშვნელო ტყულების ხათრით? მეგროვებინა ფული მეგობრების მაგივრად და მდიდარ მონად მოვმკვდარიყავი? შეცდომებისთვის შეცდომები დამერქმია, წარმატებებისთვის წარმატება და არა პირიქით... მზის სინათლე დენდების მსახურებაში გამეფლანგა და მისწრაფებებისათვის წვიმიანი შაბათ-კვირა დამეთმო? მიწაზე მყარად მდგომი პრაგმატ პოზიციონერის სერიოზულად სასაცილო სახით მევლო და არ გამომეცადა, რაციონალური ინდივიდის ნგრევისგან ზეცაში მოხვედრის ბედნიერება,ანგელოზთა თმების სურნელება გამეცვალა ბრიყვულ დედაკაცურ მორჩილებაში, შემეძლო? სიამოვნება მეპოვა თავგადასავლებისგან დაცლილ ცხოვრებაში,რომლიც შეუმჩნეველი კადრივით გაივლიდა მარტოობისგან თავისდასაღწევად ჩართულ ტელევიზორში... განა მე შემეძლო ვქცეულიყავი უბიოგრაფიო ინსტრუმენტად ხანგძლივ პროცესში.? არა! ჩემმი რწმენის აქტი შედგა.
მოგწონვარ ასეთი?
ეხლა მაინც მოგწონვარ ასეთი?
...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები