ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2010


გუდამაყარი (მთის ხმაზე)

მოთოვდა იქათ...
ამბობს ბაბო და დამშრალ თოლებს,
მალ-მალე იწმენდს,
ამინდს უდის თოვლის სურნელი,
ფიფქებმა, ალბათ ცირასები სულ თეთრად მორთეს,
საჯიხვეს ისევ მხრებით დააქვს ნისლის სურები.
დათვივით ლოკენ ცერა თათზე შემომჯდარ ზამთარს,
ბარისკენ ცქერით დამღაულნი დგანან ქოხები,
ქვენამთა თვეებს ფერდობებზე ნიავით ართავს,
შავი არაგვი თეთრს მოხელავს მაინც მოხელვით.
ძნელია, გულზე აჩენილი დარდი აჰყარო
მთას, მარტოობას რომ ავედრებს ჩოხის პირიმზეს,
მოხუცს თუ მოჰგავს ახლა ჩემი გუდამაყარი,
კერიასთან რომ ჩამოჯდება საღამოს პირზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს