ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაან
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 დეკემბერი, 2010


სულ --- ერთია..

მეფიქრები.. უუფლებოდ..

შენმა სხვისობამ დღეები მომიშავთეთრა..

ყველა ფერი ვცადე სათბობად..__

ვერა...

ერთი სულ__ი მაქვს,

სულ - ერთია, __უფერობა...

მარტო ვიმშვიდებ მზერას  დეკემბრის ესკიზებით..

ართქმა საშველია- ხანდახან მეჩვენება..

მ ე ჩ ვ ე ნ ე ბ ა მხოლოდ..

მხრებიდან ვეღარ ვიხსნი ნათენებ ღამეებს..

მოგინატრე, მოგი-შორ-ე..



კრთება მარცხენა თვალთან ნაწარსულარი

და ჩემი არათითი გრძნობს შენს სიახლოვეს...



(-გეყოს, ვინმე რამეს იფიქრებს...

-იფიქრებს? მერე რა... მე სულ ვფიქრობ...

იფიქროს...

მერე რა?!.....

მერე რა.......)



ჩემი არათითი ისევ გრძნობს შენს სიახლოვეს...

მიყვარხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები