ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2010


მდადე ( მთის ხმაზე)

ცა ელვას უშენს კლდეებს, გაავდა,
ჯანღი დააწვათ მკერდზე ფერდობებს,
აღარ დამინდო არცა ავდარმა,
დარდად ჩამოწვიმს სახლის ერდოზე.
მაყრები ეზოს მიდი-მოდიან,
არ ვუსმენ დიაცთ მხიარულ კისკისს,
ფიქრად გაგევლო არამგონია,
რომ ერთის ნაცვლად სხვა გულიც გიცდის.
ვდგავარ, თვალებით გზის სიგრძეს ვზომავ,
(წელს თუ გარტყია ქამარი ვერცხლის...)
საცაა უნდა ამოჩდე, მოხვალ,
ტყუპივით შეზრდილ ლურჯაის ცხენით.
უმალ მაჰხელავ ვაჟო გულის სწორს,
ერთას, ამაღამ დაიწინდებით,
რამის თქმას ალბათ დუმილი მიჯობს,
ტრფობას ბალღივით მალვით გირწევდი.
სასაყვედურო არცარა მეთქმის,
ჯანღს შევატოვებ მოხვეულ დარდებს,
დღეიდან სულ სხვა სახელი მერქმის,
შენი საცოლის ერთგული მდადე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს