ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუ-რული
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2010



გაფითრებულა მთვარე.
გათეთრებულა მიწა.
სისხლი ხეთქავდა თვალებს,
ძილში ცოდვისფრად წვიმდა.

თითქოს უკვირდა მთვარეს,
თითქოს ჰკვირობდა მიწაც,
საწოლზე, ბავშვის მხარეს,
სიცარიელე იწვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები