ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევროპელი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2011


ჩემს სასთუმალთან

ჩემს სასთუმალთან

თვალებს დავხუჭავ სიმშვიდე მინდა
სხეულს მაცლიან ღვინის ფიალებს
მუხლებს ჰკვეთავენ ჩემს სასთუმალთან
და მიღრმავებენ სულში იარებს

ვაი რა ძლიერ შეგყვარებივარ
დედა სამშობლოს მდუმარე მთებო
ჩემს სასთუმალთან ნიაღვარებით
რატომ წამლეკეთ ნეტავ ცრემლებო

ბედნიერი ვარ როგორ ვერ ხედავთ
აქ ნაძვით მოსილს რა მშვიდად მძინავს
ნუ ამატირებთ დარდმა შემიპყრო
თვალები თრთიან ტუჩები გმინავს

თურმე რა ძლიერ შეგყვარებივარ
მე კი სხეული ყორნებს დავუთმე
თოვლის ფიფქებმა გადამიარა
მიჯნურთ გულები ვეღარ გავუთბე

ჩემს სასთუმალთან სანთლები დნება
ქარი ამ ფიქრებს შორით წაიღებს
სიზმრებად მოვალ ამ ღამეს წუთით
ღმერთი ჩემს თხოვნას თუკი გაიგებს

გადმომეყრება გულზე ვარდები
მერე სასმისი თუკი აიღე
ჩემს სასთუმალთან ნუ დაემხობი
ჩემი კვნესა თუ ისევ გაიგე

ამეტირება ჩუმად სევდიანს
შენი თვალები დამინახავენ
ნუ დაბრუნდები ჩემს სასთუმალთან
დარდები ფიქრებს შემილახავენ


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები