ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2011


  ჩამოტვირთვა

MON SIGNORE... (მორიგი წერილი)

MON SIGNORE,
თქვენ გახსოვთ, დაგპირდით სიჩუმეს,
რატომღაც მეგონა შევძლებდი ადვილად,
რავუყოთ გრძნობებმა თუ ისევ იურჩეს,
თუ ისევ უშენო ქუჩებში დავდივარ
წარსულთან
ხელკავით და მოხეტიალე,
ფიქრები წყალივით ჯებირებს აწყდება
სხეულში, ძნელია წვიმა იქ ინატრო,
სადაც ცა დუმს, მარტოობა კი არ წყდება.
წერილად გიყვები:
რომ გუშინ დავხატე,
მორიგი ღამე და ზედ შენი პორტრეტი,
გრძნობებს რა ხანია ფარდები ავხადე,
ვზივარ, თან წინ მიდევს მორიგი კონვერტი...
ხელახლა
გადმოვალ სიტყვებით რთულ საზღვრებს,
უთუოდ მიხვდები იმ ქალის ნაბოდვარს,
სხვებისთვის უბრალოდ უცნაურ მეზღაპრეს,
თვალებით ნაცნობი სევდა რომ დაჰქონდა,
როგორც მანდ
მდინარეს ცალობით გონდოლი,
(სიჩუმე ჩემიდან ხმამაღლა წავიდა),
ვყვირი რომ უპოვონ აქ წვიმას დონორი,
შენთან ხომ უჩემოდ ისედაც გაწვიმდა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები