იდეალურის ძიებაში დრო გადის და ხშირად შედეგს ვერ ვიღებთ...შედეგი ბედნიერებაა და ამისთვის ყველა ადამიანი შეძლებისდაგვარად თავის მაქსიმუმს აკეთებს, თუმცა ის ერთადერთი, იდეალური რომ ჰქვია არ ჩნდება. ხშირად გამჩენია კითხვა, არიან კი იდეალურები სამყაროში? თითოეული ჩვენთაგანისთვის მცნება "იდეალური ადამიანი" სხვადასხვანაირად იყოფა, ვიღაცის იდეალი გამდიდრებულია დადებითი მხარეებით და ვიღაც მინიმალური მოთხოვნით ძერწავს თავისას. ჩემი ერთი ნაცნობი თავის იდეალს ეძებს, ბევრი ეგრედწოდებული კარგი დაიწუნა და წლებია მარტოობაში ობი ედება და ქართული ამაყი სახით ზის და ეძებს მას, მისდასამწუხაროდ, ვერ უპოვია დღემდე, თუმცა არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ ბედნიერს მოუხლია ჩემთვის რომ მგონი იპოვა და ეს "მგონი" კვლავაც მისი იმედგარუების საწინდარი იყო. არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ერთ ადამიანში ჰპოვებენ მეორე ნახევარს და ხმამაღლა აცხადებენ რომ მის გარდა სხვა არავინ სურთ...რამდენად ამართლებთ ამას მკითხველო? ჩემი ერთი ნაცნობთაგანი მეგობრებს ჩამოშორდა იმის გამო, რომ მისი შეყვარებული სრულიად აკმაყოფილებდა როგორც პარტნიორი, როგორც მეგობარი და ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება... თუმცა სხვისი, თუნდაც ჩემი დასანახით ეს არის სისუსტე და მსგავსი ადამიანები ცხოვრებაში ბევრს ვერ მოითხოვენ, მათ აუკრძალეს საკუთარ თავს საზოგადოების მოთხოვნა, მეგობრობა. ერთმა მეორე მხარეს კატეგორიული მოთხოვნა წაუყენა რომ ის იქნებოდა მხოლოდ მისი და არავისი მეტი და ამასაც, ისღა დარჩენოდა რომ იგივე კუთხით დაევალდებულებინა და მათ ეს გააკეთეს ერთმანეთისთვის, ვაშა! ახლა ცოტა სასაცილო დასანახია ერთიც და მეორეც, ეს ჩემი ნაცნობი ჩუმად ცდილობს ადამიანების წრეში იტრიალოს და მისი პარტნიორის მალულად მოქმედებს და ალბათ ისიც ასეა, ოდესღაც ხომ ორივეს ჰყავდა მეგობრები,დღეს კი ორივესთვის მეგობრობა აკრძალულია. რა არის ეს თუ არა ეგოიზმისა და მაზოხიზმის ნაზავი... ნამდვილად რთული სათქმელია, რომელი მათგანია იდეალური. აი, ჩემთვის - არცერთი. და მაინც,ყველა ინდივიდუალურად იღებს იდეალურს, ვისთვის როგორია ის, ვისთვის წითელი,ვისთვის ცისფერი, ვისთვის ვარდისფერი და ზოგისთვის მწვანე...გადახვევა გამომივიდა აშკარად, ჩემი მერწყულური დომხალი ჩაირთო, მოდის და მოდის, რაც მძაფრად მოაქვს, მით მეტი გაურკვეველი წინადადება იწერება. ამბობენ ფერები ადამიანის ფსიქოტიპთან კავშირშიაო, მელანქოლიკებს მუქი ფერები იზიდავთ, მე ნათელ ფერებზე გავაკეთე არჩევანი, თუმცა ჩაცმულობით შავზე არასდროს ვამბობ უარს, მაგრამ არც მთლად გადაშავებული ვარ, ცისფერ თვალებს ლურჯი ქუდი უხდება და მახურავს კიდეც, მერე რა თუ შავი "ტყავის კურტკის" ტრადიცია დავარღვიე და მზად ვარ მკვეთრად ნათელი ფერები ჩავიცვა, არ მაინტერესებს რას იტყვიან, თუმცა ამ სიტყვებით ვიღაც იფიქრებს საზოგადოების მიმართ პროტესტს გამოთქვავს ეს ბიჭიო, მაგრამ არაფერი მაქვს მათდამი საპირისპირო, ვინც მიყვარს, ესეც ჩემს კაცთმოყვარე დოქიანს დავაბრალოთ... ვცდილობ, ჩემი პიროვნება გამოვკვეთო, ახლა უკვე ვიღაცისთვის აღარ ვარ იდეალური, თავიდან სტანდარტულად დავიწყე, მერე ჩემი თავისუფალი ბუნების სულისკვეთება ჩავაქსოვე და ვიღაცისთვის ლიბერალი გავხდი.აქ ხომ ლიბერალებს დიდად არ წყალობენ, თუმცა ქართველები თავისუფლებამოყვარე ერი ვართ, ზედმეტადაც კი, მაგრამ ყოველთვის არის ხოლმე რაღაც, რაც გვაბრკოლებს, გვეუბნება - "სდექ!" და ჩვენც ვასრულებთ მყისვე,მაგრამ თავისუფალ ეგოს რა ვუყოთ... დააკვირდით, იქით მივექანებით სადაც თითქოს არ ვარგა, მაგრამ ჩვენ მოგვწონს, მუდმივად იდეალურის ძიებაში ვართ, არამარტო ადამიანის, ზოგადად, ვეძებთ იდეალურ ფუფუნებას, იდეალურ კომფორტს, იდეალურ გარემოცვას, იდეალურ სამსახურს და სხვა.რა ცუდია, რომ ხშირად შედეგი არცთუ ისე იდეალურია,მაგრამ არ ვჩერდებით და კვლავაც ვაგრძელებთ. ფსიქო-ფილოსოფიურში რომ არ გადავიდე არ გამოდის, უნებლიედ მოაქვს და მეც ვაწკაუნებ თითებს ჩემს ახალ შენაძენზე, რომელიც მუხლებს მითბობს და ცოტა მიყვარს კიდეც, სახელიც კი შევურჩიე, ყველგან თან დავათრევ ლოლიტას და ვფიქრობ რომ ის ედეალურია, იმიტომ რომ სასარგებლოა, ბევრს არაფერს ითხოვს, მაგრამ მინდა მოვუფრთხილდე ხოლმე რომ დიდხანს ვიყოთ ერთად.თურმე, როცა შენთვის იდეალურთან გაქვს შეხება, მასზე ზრუნავ კიდეც, ანუ ადამიანზეც იგივე შეიძლება ითქვას, ვზუნავ იმიტომ რომ ის ჩემთვის მისაღებია, სასარგებლო, მასიამოვნებს, მჭირდება, რამდენადაც ცუდად უნდა ჟღერდეს... მაგრამ ასეთ იდეალურს, სრული უფლება აქვს იგივე მომთხოვოს მეც, ავუსრულებ უთქმელად,რამდენად სიამოვნებით არ ვიცი, მაგრამ ვალდებულების გრძნობა ჩნდება. მე არ მინდა ვწერო, რომ მივიღო წერო, წეროს თავის საქმეები აქვს, ამობენ ბავშვევს არიგებსო...დაახლოებით, ჩემთვის იდეალურის ტიპაჟი დახატული მაქვს, ისღა დამრჩენია "დავსერჩო". განწყობა როგორი ჯობია მქონდეს, ამაზე დამავალებთ თუ მეტყვით...სადაც ლეპტოპის სიყვარული შეიძლება,იქ ადამიანს შეუძლია გადამრიოს, ოღონდ - იდეალურთან ახლოს, ანუ იდეალურს.უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის იდეალურთან ახლო,უკვე იდეალურია. იდეალური უნდა მოiპოვო, თავად რომ მოგძებნოს, არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება...იდეალური ალბათ თევზივით უნდა იყოს, ჭიჭყინას ამოგდებას რომ ელი და ამ დროს კალმახი იჩითება... მაგრამ კალმახი მთლად იდეალურია, ასე რომ არ მინდა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. :)
რა დაჟინებით არ ვთმობთ იდეას რომ მოგვართმევენ თეთრ ორქიდეას. სხვაში ვიხილავთ ჩვენს იმ იდეალს, რომელიც რეალურს გახდის ირეალს. რა დაჟინებით ვეძებთ ნახევარს რომ ჩვენს ნახევარს მიესადაგოს. ვეძებთ სრულყოფილ ღმერთის ნახელავს, რომელიც მთლიანად გვიქცევს სამყაროს.
:) :)
რა დაჟინებით არ ვთმობთ იდეას რომ მოგვართმევენ თეთრ ორქიდეას. სხვაში ვიხილავთ ჩვენს იმ იდეალს, რომელიც რეალურს გახდის ირეალს. რა დაჟინებით ვეძებთ ნახევარს რომ ჩვენს ნახევარს მიესადაგოს. ვეძებთ სრულყოფილ ღმერთის ნახელავს, რომელიც მთლიანად გვიქცევს სამყაროს.
:)
5. არ უნდა გაგეცინა, ყველაფერში სასაცილოს ნუ ეძებთ... ჩარლი ჩაპლინს რომ ვუყურებ საერთოდ არ მეცინება, ჰა ჰაააა გავიღიმო და ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მე არ მაქვს იუმორი, ან ჩაპლინი ვერ ქაჩავს... სალომე(ჯან), შეგეძლო საერთოდ არაფერი დაგეპოსტა, მაგრამ მაინც გმადლობ, რომ ჩემი ანტიიუმორისტული მონათხრობი ჩაიკითხე :) არ უნდა გაგეცინა, ყველაფერში სასაცილოს ნუ ეძებთ... ჩარლი ჩაპლინს რომ ვუყურებ საერთოდ არ მეცინება, ჰა ჰაააა გავიღიმო და ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მე არ მაქვს იუმორი, ან ჩაპლინი ვერ ქაჩავს... სალომე(ჯან), შეგეძლო საერთოდ არაფერი დაგეპოსტა, მაგრამ მაინც გმადლობ, რომ ჩემი ანტიიუმორისტული მონათხრობი ჩაიკითხე :)
4. სად უნდა გამეცინა, მითხარით რა ვინმემ ;;) სად უნდა გამეცინა, მითხარით რა ვინმემ ;;)
3. მადლობთ, იგი ძლიან საყვარელია დეიდა პოლ.
ამას მამრობითი სქესის წარმომადგენელი წერს. მადლობთ, იგი ძლიან საყვარელია დეიდა პოლ.
ამას მამრობითი სქესის წარმომადგენელი წერს.
2. ავტორო, შენს სქესს ვერ მეტყვი? :) ავტორო, შენს სქესს ვერ მეტყვი? :)
1. გილოცავ ახალ სიყვარულს-ლეპტოპს!:)
გილოცავ ახალ სიყვარულს-ლეპტოპს!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|