ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2011


მე

თუ პოეზია ზედმეტის წერით მოკვდა ან  მოკლეს,
სუფთა სისხლი გაქვს შემორჩენილი სულ ერთი მუჭა
მისი და გყოფნის..
                                        მე.

იქ, სადაც ტირიან მტრედები

თენდება...
სახეზე ხელები...
თენდება...
მზეა და სისხლია...
მე ვიცი, რომ მომეშველები
ყოველთვის, როდესაც იხლიან
ცხელ ტყვიას დამწყდარი ნერვები,
სამყარო კადრი და ფირია,
რა ვქნა თუ ცრემლებს ვერ ვერევი,
იქ სადაც მტრედები ტირიან
მხოლოდ და ყოველთვის გლახავენ
სიტყვებით, ძალით კი ვერასდროს...
მეცხრე ცას ვერ გადალახავენ
ფიქრები, რომ გავაფერადო
სამყარო... ისედაც ჭრელია...
და თოვლი?! ეს თოვლი სად არი?!
ჩვენს ლექსებს ღრუბლები ელიან
და მერე წამოვა ზამთარი
მშრალი და ფერმკრთალი ფანტელით
დაფარავს ქვეყანას სითეთრე,
მოგონილ იარაღს დავტენი
როდესაც ღრუბელი იფეთქებს...
და ახლა...
ნერვები იხლიან...
როგორც ვთქვი...
და მომეშველები...
თენდება...
მზეა და სისხლია...
თენდება...
სახეზე ხელები...


გიორგი არაბიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები