ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2011


*** (ჩავუთქვი სურვილი)

ჩავუთქვი სურვილი
და ხეს ჩამოვკიდე
თეთრი ხელსახოცი,
ცა იყო ცისფერი
და ნამი ცურვილი
ჩემს ცოდვებს რეცხავდა.
ვიგრძენი როგორი
მძიმე იყო ჩემი ხორცი
და ვითომ მორცხვი...
მგელივით დავეწაფე
ყველაფერს უმანკოს
და ერთი ცოდვილი
და არა უნაკლო
გამთელა ყველაფრის
რიდმა და თაკილმა.
მერე ჩავიმუხლე და
ასე ურცხვი-
სულის მოძახილმა
და ტკივილმა
მაკივლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს