ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2011


არსებობის ალუზია(გუდა)

სხეულზე სიზმრები გამაკარი,
ძილი მომიტანე წეროების.
მრჩება სიყვარული დასაკარგი,
სიტყვებს ყურებით წინ ვეღობები.

მრჩება შეგრძნებების გარეკანი,
მრჩება არსებობის ალუზია
მოდი, ჩემს სურვილებს გაეკარი,
ყოფას მკერდზე თაფლი წაუსვი და

გზაზე დააბნიე სიცილები,
ნუ გადაიქცევი მითად ისევ.
ადრე გულს ადვილად ვიციებდი,
ახლა აგრესიას ვითავისებ.

მოდი, სიხარული მომიტანე,
წყენა მოვიშოროთ, გავაცილოთ.
გავქრეთ საკუთარი ომიდანვე,
ყველა ომი არის სასაცილო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები