ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2011


ქრისტეშობის ღამეს...

მე თბილისის ერთ კუთხეში,
ვერის უბნის კოხტა სახლში,
ერთი გოგო მიყვარს დღესაც
ვეღარ ვმალავ უკვე ხალხში.
თავი როგორ მოგაწონო,
შესადარად ქურციკს გევხარ,
შენს ფანჯრებთან “ნიკოლაძეს”,
დღე და ღამე ასფალტს ვთელავ.
მხოლოდ ერთხელ გადამომხედე,
შემიცოდე, გარეთ ყინავს,
შენი უნახაობისგან,
მთელს სხეულში რაღაც გმინავს.
შენთან ენა მებორკება,
არ გეგონო მართლა მუნჯი,
ტელეფონზეც საუბრისას,
ენას ადევს ფერი ლურჯი.
ჰოდა,
თორმეტს რომ არ გადამიცდეს,
მოლოცვა და გარეთ დგომა,
მიჯობს ლექსად მოგასალმო
კარს მომდგარი ქრისტეშობა:
“მოგილოცავ შობის ღამეს,
სანთლის შუქზე შემოფრენილ,
მოფარფატე ანგელოზს,
ღმერთი მუდამ დაგაპენტავს,
ზეცის მადლს და, ყველა ხატთან
სანთელს შენთვის დანთებულს”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები