ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი.ჯ.
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2011


''უსამართლო ციხის კარი''

მინდა გადმოვცე და დავწერო ჩემი ტკივილი,
თუ როგორ მოხდა რამ შემიშრო სახეს ღიმილი,
მაგრამ ძნელია, როგორც არასდროს, დღეს რამე ვწერო,
არ მინდა სევდით გაგახარო შენ,ჩემო მტერო!

ციხის კარები უსამართლობის ბუნაგი გახლავთ,
''მე, ის დამინდობს?'' საკითხავი აი, ეს გახდა.
არვინ ინდობა,არვის ტკივა შენ გამო გული,
ფულსაც იღებენ, რომ შეგიქმნან ცხოვრება რთული.

ის,დღეს მათ გამო უნდა იჯდეს ციხეში მარტო
და 4 კედელში გამოკეტილს უჭირდეს, რატომ?
ჩვენ ვერ ვხედავდეთ და ვერ გვხედავდეს? მითხარით რატომ?
ცრემლები მომდის, რომ ვიხსენებ და ნახვას ვნატრობ.

                                                                                                                            23/08/09

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები