საწვავს, როგორც წესი, ქალაქიდან გასვლისას ვიმატებდი. გზა იქით მქონდა და ქალაქში ხეტიალსაც ვარიდებდი თავს. გასასვლელი გზის ახლოს, ერთადერთი ბენზინგასამართი იყო, რომელიც გამსვლელებსაც ემსახურებოდა და შემსვლელებსაც. შემსვლელები შემხვედრი ავტოების ნაკადს უნდა დალოდებოდნენ, ზურგს უკან მოგროვილთა ჭყვიტინი მოესმინათ და ისე შესულიყვნენ სადგურზე. უფრო ამიტომაც ვამჯობინებდი საწვავის ჩამატებას გასვლისას, ჭყვიტინი თუ შესაძლო საფრთხე თავიდან რომ ამეცილებინა. სადგურის მწვანეფორმიან-ყვითელზოლებიანმა თანამშრომლებმა რამდენჯერმე მითხრეს შეწუხებული გამომეტყველებით, - შენი მანქანის ავზი მეორე მხარესაა, შლანგი ვერ სწვდება და სხვა დროს მეორე მხრიდან შემოდიო. მათი თხოვნა ერთხელაც ყურად ვიღე და ბენზინგასამართ სადგურზე ქალაქში შესვლისას შევგორდი. ოცდამეოთხე მოდელის რუხი, აქა-იქ განაფითხნი ,,ვოლგა” იტვირთებოდა. ქალაქის მხრიდან შემოსულიყო. ავზი საწვავის ჩასასხმელ მხარეს ჰქონდა და, ცხადია, სადგურის თანამშრომლებს მომსახურებისას სირთულეს არაფრით შეუქმნიდა. ჩემი ,,ფიესტა” ,,ვოლგას” ცხვირწინ, მარჯვენა მხრიდან ისე ჩავუყენე, გამოსვლისას ხელი რომ არ შეშლოდა და თავადაც იოლად შევგორებულიყავი სადგომზე. მოლოდინის რეჟიმში მყოფმა ძრავა გამოვრთე. ,,ვოლგა” რამდენიმე წუთში საჭირო ოდენობის საწვავით შეივსო. სადგურის მწვანეფორმიანმა თანამშრომელმა ,,პისტოლეტი” საკიდარზე ჩამოკიდა, ,,ვოლგის” შუახანს გადაცილებულმა მძღოლმა კი ავზი მოხუფა და ჩასაჯდომად გასწია. ის იყო დაქოქა და ნელ-ნელა შეუდგა სადგომიდან გადმოსვლას, რომ ქალაქის მხრიდან მგზავრებით სავსე 190-ე მოდელის ძველი ,,მერსედესი” შემოვარდა დიდი სისწრაფით, სადგომიდან ჯერ კიდევ არგამოსული ,,ვოლგის” უკან დაამუხრუჭა, მანქანის სადავეები როგორღაც დაიმორჩილა და გამომავალ ავტოს მოხერხებულად გამოჰყვა უკან. დაქოქვა რაა, განძრევაც კი ვერ მოვასწარი. კოსტიუმიანი, ორმოციოდე წლის სახეგაუპარსავი კაცი, დიდ გულზე მყოფის თუ ძალიან გაბრაზებულის იერით უსწრაფესად გადმოვიდა სალონიდან, მანქანას ჩქარი ნაბიჯებით და ბეჭების თამაშ-თამაშით უკნიდან მოუარა და ხუფის მოხდას შეუდგა. ისევ ის მწვანეფორმიანი გამოეგება, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ ,,ვოლგა” ჩატვირთა. ,,მერსედესის” მძღოლი თავაწეული იდგა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ეს-ესაა ოკეანის ზედაპირზე ამოეყვინთოს და ახლა აქეთ-იქით მხოლოდ იმისათვის იყურება, რომ დააზუსტოს - რომელ გრძედსა და განედზე მოხვდა. მის საქციელში მთავარი კი მაინც ის იყო, რომ ამ ზედაპირის ქვემოთ რა ხდებოდა, თითქოს არ იცოდა და არც აინტერესებდა. გული მომივიდა. ვიფიქრე: გადავალ და ვეტყვი ორიოდ სიტყვას არაქართულად, როგორც ერთხელ, პურის გრძელ რიგში, ვიღაც რუსეთელს ვუთხარი საჭირო სამი სიტყვა ქართულად. იმ რუსეთელის დაბნეული და გაოგნებული გამომეტყველება რამ დამავიწყოს - მიხვდა რაღაც საშინელი და დიდი საფრთხის შემცველი სიტყვები რომ ვუთხარი, მაგრამ თუ რა, ეს ვერ გაეგო ვერაფრით. და რომ ვერ გაარკვია, პასუხის მოცემა გაუჭირდა, - იდგა ჩემ წინ ენაგადაყლაპულივით და რა ეთქვა და მით უმეტეს, რა მოემოქმედა, ამისი არა იცოდა რა.
ახლა თავი შევიკავე. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ისე სწრაფად შეუდგნენ საწვავის ჩატვირთვას, პროცესის შეჩერებას მახარაშვილივით მკვლავის გაშლა თუ უშველიდა. ეს ყველაფერი კი, ამად არ ღირდა. ამიტომაც, მოსალოდნელ შეხლა-შემოხლას თუ დავიდარაბას თავდაპირველი სიმშვიდე ვამჯობინე, ფანჯარა ჩამოვწიე, თავი გადავყავი და მწვანეფორმიანებს გავსძახე, - მაგ თქვენს უცხოურ საწვავს მომსახურების იქაური წესი და რიგი თან არ მოჰყოლია-მეთქი. პასუხი არავინ გამცა. სადგომის ორივე მხარეს ორი ახალგაზრდა თანამშრომელი ქუჩური ყაიდის სიზანტით და ჯერ კიდევ ვერ შეძენილი საქმიანი იერით აგრძელებდნენ თავიანთ მარტივ საქმიანობას. ,,მერსედესის” მძღოლი კი კვლავ საბარგულთან იდგა, ისევ მაღლა-მაღლა იყურებოდა და ჩატვირთვის დასრულებას ელოდა. ბლომად ჩაისხა. ჯერ დამთავრებულიც კი არ ჰქონდა, როცა ქალაქის მხრიდან მიკროავტობუსი შემოგორდა სადგურის ჩვენ სადგომზე და ,,მერსედესის” პარალელურად დადგა. მძღოლმა ავტობუსი სწრაფი ნაბიჯებით მიატოვა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. პარალელურად-მეთქი, ვთქვი, თორემ ისე გააჩერა, ,,მერსედესს” გასასვლელ გზას უკეტავდა. ალბათ, ესეც მისნაირი იყო, - დაუდევარი, ,,მე ვარ და ჩემი ნაბადი,” მაგრამ ეს მეორე დაუდევარი, ახლა, ღმერთმა მე გამომიგზავნა. ერთი მხრით, ,,მერსედესს” მე ვკეტავდი ჩემი ,,ფიესტით,” მეორე მხრით, - მიკროავტობუსი. ,,მერსედესის” მძღოლმა ჩასხმის პროცედურა მოათავა, მოხუფა, საბარგულს მოუარა და ვითომც აქ არაფერი, საჭეს მიუჯდა. ალბათ ,,მერსედესის” მესაჭის რანგში უფრო ეადვილებოდა სიტუაციაში გარკვევა. ცნობისმოყვარეობამ, მოვლენების დაჩქარებულად განვითარების ხილვის სურვილმა ზომაზე მეტად ამიტანა, - მაინტერესებდა აწი რას მოიმოქმედებდა. ვიდრე დაქოქავდა, ახალთახალი შავი ,,ჯიპი” მიადგა უკნიდან და საბარგულთან სულ ახლოს მიუყენა მანქანა. ,,მერსედესი” ძველი ავტომობილებისათვის დამახასიათებელი ტორტმანით შეინძრა, - მივხვდი დაიქოქა. მძღოლმა საქარე მინა შიგა მხრიდან სწრაფი მოძრაობებით გაწმინდა, მერე ვითომც არაფერი სცოდნოდეს, წინ გამოიხედა და სიტუაციის შეფასებას შეუდგა; შემდეგ სალონის სარკეში ჩაიხედა, საიდანაც, წესით, შავი ,,ჯიპი” უნდა დაენახა. ვინ იცის, თუ რა გაიფიქრა, ისე კი არჩევანი ,,ფიესტის” უკან დახევაზე გააკეთა. ამჯერად ჩემკენ გამოიხედა და მარჯვენა ხელის მტევნის ზურგისმიერი მოძრაობით მანიშნა, - უკან დაიხიეო. ვერ ვიტყვი, თხოვნა იყო ეს თუ მოთხოვნა. ძრავაგამორთული ,,ფიესტის" საჭესთან მჯდომს ხელები მუხლებზე მეწყო. უკან დახევის თხოვნისა თუ მოთხოვნის შემდეგ ხელები საჭის ზედა ნაწილზე გადავიტანე, ტანიც და სახეც ოდნავ წინ გადავწიე და ახლად გამომცხვარ მთხოვნელს გაოცებულის იერით მივაშტერდი. ისევ გამიმეორა ხელის მოძრაობა - უკან დაიხიეო! ალბათ, ჩემი თავდაპირველი გაოცება ვერ აღიქვა სათანადოდ. პოზა არ შემიცვლია, მხოლოდ სიმძაფრე შევმატე წინანდელ გაოცებას და რაო-რაოს გამომეტყველებით კიდევ ერთხელ მივაშტერდი. ისევ გამომიქნია ხელის მტევანი უკან დახევის ნიშნად, მაგრამ იგი უკვე ხელის ჩაქნევას უფრო ჰგავდა. ,,ჯიპმა” სიგნალი მისცა, - გადი თუ გადიხარო. ალბათ, ურიგოდ მომსახურების მორიგი მსურველი თუ იყო. ,,მერსედესის” მძღოლმა ავტოს კარი გააღო, სალონიდან სანახევროდ გადაიხარა, თავი უკან მიაბრუნა, ,,ჯიპის” პატრონს გახედა და ხელის მოძრაობით ანიშნა, - იქნებ გამატაროო. ,,ჯიპი” დამორჩილდა და მანქანა უკან დახია. ,,მერსედესი” უკუსვლით კვალდაკვალ მიჰყვა. მანქანა დავქოქე და სადგომზე ნელი სვლით შევგორდი. საწვავის ჩამომსხმელებს მშვიდად მივესალმე, საჭირო თანხა მივაწოდე და საწვავის მარკა დავუსახელე; თან დავაყოლე - ,,პისტოლეტი” ისე ამოიღეთ, არ გადმოღვაროთ-მეთქი. კი ბატონოო - იყო პასუხი. ,,პისტოლეტი” ამოიღო, თავად მოხუფა და გზა მშვიდობისა მისურვა. მადლობა გადავუხადე და მანქანა დავძარი. უკან დახეული ,,ჯიპი” მარცხენა მხარეს იდგა და სადგომიდან ჩემ გასვლას ელოდა, ,,მერსედესი” კი აღარსად იყო. გზატკეცილზე გასვლის წინ, აქეთ-იქით გავიხედ-გამოვიხედე, მერე კი, საქარე მინის შიგა სარკიდან ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიასაც მოვავლე თვალი - ,,ჯიპი” სადგომზე შედიოდა, მიკროავტობუსი კი ისევ ისე იდგა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. გმადლობთ მისტერ ღიმილა.
გმადლობთ მისტერ ღიმილა.
17. თქვენი პროზაც ძალიან საინტერესო საკითხავია თქვენივე პოეზიასთან ერთად...
პატივისცემით თქვენით მოხიბლული მისტერ ღიმილა :) თქვენი პროზაც ძალიან საინტერესო საკითხავია თქვენივე პოეზიასთან ერთად...
პატივისცემით თქვენით მოხიბლული მისტერ ღიმილა :)
16. გმადლობთ ბ-ნო მიშა!
თქვენ თითქმის ყოველთვის ინტერესდებით ამ გვერდით, ვიდრე მე თქვენი გვერდით.
კიდევ ერთხელ მადლობა. გმადლობთ ბ-ნო მიშა!
თქვენ თითქმის ყოველთვის ინტერესდებით ამ გვერდით, ვიდრე მე თქვენი გვერდით.
კიდევ ერთხელ მადლობა.
15. 5555 სხვათაშორის, ძალიან საინტერესო და ყოველმხრივ გამართული ნაწერია! პრობლემა დიდი მწერლური ოსტატობითაა დანახულიც, აღწერილიც და მკითხველამდე მიტანილიც! მიუხედავად იმისა, რომ მე-კალ-მე-ს, როგორც მკითხველს, დიდად ვაფასებ, ამ შემთხვევაში, ის ავტორთან მთლად მართალი ვერ არის! ავტორმა დაწერა ისე და სათქმელი თქვა იმ დოზით, რაც ამ პატარა ჩანახატს სრულიად კმარა! დაუდევრობა და უდისციპლინობა კი, ეს ჩევნი საზიზღარი ნაცინალური თვისება, მეც ძალიან მიშლის ნერვებს და შანთითაა ამოსაწვავი ქართველის ცნობიერებიდან, რადგან, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, ის ჩვენს განვითარებას საკმაოდ უშლის ხელს! 5555 სხვათაშორის, ძალიან საინტერესო და ყოველმხრივ გამართული ნაწერია! პრობლემა დიდი მწერლური ოსტატობითაა დანახულიც, აღწერილიც და მკითხველამდე მიტანილიც! მიუხედავად იმისა, რომ მე-კალ-მე-ს, როგორც მკითხველს, დიდად ვაფასებ, ამ შემთხვევაში, ის ავტორთან მთლად მართალი ვერ არის! ავტორმა დაწერა ისე და სათქმელი თქვა იმ დოზით, რაც ამ პატარა ჩანახატს სრულიად კმარა! დაუდევრობა და უდისციპლინობა კი, ეს ჩევნი საზიზღარი ნაცინალური თვისება, მეც ძალიან მიშლის ნერვებს და შანთითაა ამოსაწვავი ქართველის ცნობიერებიდან, რადგან, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, ის ჩვენს განვითარებას საკმაოდ უშლის ხელს!
14. ოცდაათი წამი მარსამდე და ...!
ღიმილის ადრესატსაც თუ იტყოდით, კარგი იქნებოდა. იყავით უფრო თამამი. ოცდაათი წამი მარსამდე და ...!
ღიმილის ადრესატსაც თუ იტყოდით, კარგი იქნებოდა. იყავით უფრო თამამი.
12. წარსულის კვალდაკვალ!
მადლობას მოგახსენებთ შეფასება-კომენტარისთვის, გაიხარეთ.
წარსულის კვალდაკვალ!
მადლობას მოგახსენებთ შეფასება-კომენტარისთვის, გაიხარეთ.
11. ამის წაკითხვა ნამდვილად ღირდა +2 ამის წაკითხვა ნამდვილად ღირდა +2
10. მადლობა დათო_777-ს შემოხედვისა და შეფასებისათვის. მადლობა დათო_777-ს შემოხედვისა და შეფასებისათვის.
9. ძალიან მომეწონა +2 ძალიან მომეწონა +2
8. სწორად მოიქცა მე-კალ-მე, როცა სხვას მოუხმო საქმის გასარკვევად და კარგია, რომ ქ-ნი თამარი შემობრძანდა. სამწუხაროდ, წუხელ ჩვენს ქალაქში შუქი არ იყო, თორემ უფრო ადრე გიპასუხებდით. ,,მწვანეფორმიან-ყვითელზოლიანი” უფრო მომწონს და საბოლოოდ ალბათ, ასეც შევცვლი. გმადლობთ. გაბრაზება ცხადია, ემოციურად უფრო მაღალი დონის მდგომარეობაა, ვიდრე გულის მოსვლა. სწორედ ამიტომ ვთქვი, კონტექსტში ვერ ჩაჯდება-მეთქი. გაბრაზებული მანქანიდან გადავიდოდა და შეეპასუხებოდა მერსედესის მძღოლს, რაც ავტორის მიზანს არ წარმოადგენდა და არც მომხდარა რეალურად. აქაც მადლობას მოგახსენებთ. ახლა მთავარი: აქაც და მეზობელ საიტზეც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გაუჩნდათ ამ ნაწერის გამო, ზოგს მისი გაგრძელების, რაც ალბათ, ასევე დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ გააჩინა? შესაძლებელია, ეს ჩვენი ტემპერამენტის ზოგადად და კონკრეტულად, ბოლო წლების სულიერი შეჭირვების გამო იყოს, როცა საზოგადოებაში ანგარიშსწორება ჩვეულებრივ მოთხოვნილებად იქცა. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ნაგულისხმევის ახსნა, თუმცა როგორც ვატყობ, მთლად უმისობაც არ იქნება. ცხადია, ყოფითი ისტორიები უამრავია და მათი დიდი უმრავლესობა არაფრის მთქმელია. რა მოხდა აქ? მკითხველმა უ.ყ. ყურადღება უნდა მიაქციოს სათაურს. ამ პატარა ისტორიაში ოთხი დაუდევარი გამოვლინდა - თანამშრომელი, მერსედესის მძღოლი, მიკროავტობუსის მძღოლი და ჯიპის მძღოლი, რომელსაც ასევა სურდა ურიგოდ გასვლა. ჩემთვის საინტერესო ეს ისტორია იმით კი არ არის, რომ თავგადასავალი აღვწერო, არამედ იმით, რომ გავარკვიო, რა ხდება, როცა დაუდევრების (ან სხვების) რიცხვი იზრდება საზოგადოებაში, შევეპასუხოდ უნდა თუ არა ყოველ წვრილმანზე ვიღაც ავყიას თუ დაუდევარს, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებულებმა ზოგჯერ (ზოგჯერ!) დამკვირვებლის ფუნქციაც შევითავსოთ. აქ ჩვეულებრივი ისტორიაა - სადგურზე შესვლა, თავად ისტორია, გამოსვლა. შევიდა, ნახა,გამოვიდა. ჩემი აზრით, აქ დუნე არსად არ არის. თუ თქვენ შეეცდებით დამანახოთ, მრავალგზის მოგისმენთ. ისე, მეზობელ საიტზე, ერთმა შემფასებელმა თავისებურად დაინახა, როგორც ცივილობის მშვიდობიანი დანერგვის მცდელობა. ავტორის სიხარული სწორედ აქაა, ისე თქვას, რომ მკითხველს საფიქრალი მისცეს და აღმოჩენა გააკეთებინოს. დაემთხვევა თუ არა ეს აღმოჩენა ავტორისას, უკვე მეორეხარისხოვანია. ორივეს გაგიმარჯოთ. მობრძანდით ყოველთვის.
ახლა მთავარი: სწორად მოიქცა მე-კალ-მე, როცა სხვას მოუხმო საქმის გასარკვევად და კარგია, რომ ქ-ნი თამარი შემობრძანდა. სამწუხაროდ, წუხელ ჩვენს ქალაქში შუქი არ იყო, თორემ უფრო ადრე გიპასუხებდით. ,,მწვანეფორმიან-ყვითელზოლიანი” უფრო მომწონს და საბოლოოდ ალბათ, ასეც შევცვლი. გმადლობთ. გაბრაზება ცხადია, ემოციურად უფრო მაღალი დონის მდგომარეობაა, ვიდრე გულის მოსვლა. სწორედ ამიტომ ვთქვი, კონტექსტში ვერ ჩაჯდება-მეთქი. გაბრაზებული მანქანიდან გადავიდოდა და შეეპასუხებოდა მერსედესის მძღოლს, რაც ავტორის მიზანს არ წარმოადგენდა და არც მომხდარა რეალურად. აქაც მადლობას მოგახსენებთ. ახლა მთავარი: აქაც და მეზობელ საიტზეც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გაუჩნდათ ამ ნაწერის გამო, ზოგს მისი გაგრძელების, რაც ალბათ, ასევე დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ გააჩინა? შესაძლებელია, ეს ჩვენი ტემპერამენტის ზოგადად და კონკრეტულად, ბოლო წლების სულიერი შეჭირვების გამო იყოს, როცა საზოგადოებაში ანგარიშსწორება ჩვეულებრივ მოთხოვნილებად იქცა. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ნაგულისხმევის ახსნა, თუმცა როგორც ვატყობ, მთლად უმისობაც არ იქნება. ცხადია, ყოფითი ისტორიები უამრავია და მათი დიდი უმრავლესობა არაფრის მთქმელია. რა მოხდა აქ? მკითხველმა უ.ყ. ყურადღება უნდა მიაქციოს სათაურს. ამ პატარა ისტორიაში ოთხი დაუდევარი გამოვლინდა - თანამშრომელი, მერსედესის მძღოლი, მიკროავტობუსის მძღოლი და ჯიპის მძღოლი, რომელსაც ასევა სურდა ურიგოდ გასვლა. ჩემთვის საინტერესო ეს ისტორია იმით კი არ არის, რომ თავგადასავალი აღვწერო, არამედ იმით, რომ გავარკვიო, რა ხდება, როცა დაუდევრების (ან სხვების) რიცხვი იზრდება საზოგადოებაში, შევეპასუხოდ უნდა თუ არა ყოველ წვრილმანზე ვიღაც ავყიას თუ დაუდევარს, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებულებმა ზოგჯერ (ზოგჯერ!) დამკვირვებლის ფუნქციაც შევითავსოთ. აქ ჩვეულებრივი ისტორიაა - სადგურზე შესვლა, თავად ისტორია, გამოსვლა. შევიდა, ნახა,გამოვიდა. ჩემი აზრით, აქ დუნე არსად არ არის. თუ თქვენ შეეცდებით დამანახოთ, მრავალგზის მოგისმენთ. ისე, მეზობელ საიტზე, ერთმა შემფასებელმა თავისებურად დაინახა, როგორც ცივილობის მშვიდობიანი დანერგვის მცდელობა. ავტორის სიხარული სწორედ აქაა, ისე თქვას, რომ მკითხველს საფიქრალი მისცეს და აღმოჩენა გააკეთებინოს. დაემთხვევა თუ არა ეს აღმოჩენა ავტორისას, უკვე მეორეხარისხოვანია. ორივეს გაგიმარჯოთ. მობრძანდით ყოველთვის.
ახლა მთავარი:
7. ჩაგერევით პოლემიკაში. მაწილობრივ მე-კალ-მეა მართალი და ნაწილობრივ - ანანია ბროველი. :) კერძოდ, - მე-კალ-მე მართალია, როცა "მწვანეფორმიანსა და ყვითელზოლებიან თანამშრომლებში" ორი სხვადასხვა ფერის ფორმა იგულისხმა. ხომ შეიძლება, რომ ერთ ნაწილს თანამშრომლებისას მწვანე ფორმა სცმოდა და მეორე ნაწილს - ყვითელზოლიანი? და თუ აქ ერთი და იმავე სახის უნიფორმაზეა საუბარი, უნდა ყოფილიყო: "ყვითელზოლიან-მწვანეფორმიანი თანამშრომლები"... :) თუმცა "ქვეყნის დაქცევა" შეცდომა არც ისეა, როგორც წერია. :))))
"გულის მოსვლა" კი - სრულიად ნორმალურად წერია ტექსტში. გაბრაზება - უფრო მეტია, ვიდრე გულის მოსვლა. გულმოსული კაცი - ადვილად მშვიდდება, გაბრაზებულს - მეტი დრო სჭირდება დასამშვიდებლად. :) "გულის წასვლა", "გონების დაკარგვა", - ვიცით ასეთი ტერმინები, მაგრამ... არც გული მიდის სადმე და არც გონება იკარგება გაუვალ ტყეში. ასე არაა?
მთავარი ის არის, რომ გამართული ქართულით წერია და... ეს ძალიან მომეწონა. აი, შინაარსი კი... ფაბულა ვითარდება ძალიან დუნედ. ამას თუ გამოასწორებ, კარგი იქნება. :))) ჩაგერევით პოლემიკაში. მაწილობრივ მე-კალ-მეა მართალი და ნაწილობრივ - ანანია ბროველი. :) კერძოდ, - მე-კალ-მე მართალია, როცა "მწვანეფორმიანსა და ყვითელზოლებიან თანამშრომლებში" ორი სხვადასხვა ფერის ფორმა იგულისხმა. ხომ შეიძლება, რომ ერთ ნაწილს თანამშრომლებისას მწვანე ფორმა სცმოდა და მეორე ნაწილს - ყვითელზოლიანი? და თუ აქ ერთი და იმავე სახის უნიფორმაზეა საუბარი, უნდა ყოფილიყო: "ყვითელზოლიან-მწვანეფორმიანი თანამშრომლები"... :) თუმცა "ქვეყნის დაქცევა" შეცდომა არც ისეა, როგორც წერია. :))))
"გულის მოსვლა" კი - სრულიად ნორმალურად წერია ტექსტში. გაბრაზება - უფრო მეტია, ვიდრე გულის მოსვლა. გულმოსული კაცი - ადვილად მშვიდდება, გაბრაზებულს - მეტი დრო სჭირდება დასამშვიდებლად. :) "გულის წასვლა", "გონების დაკარგვა", - ვიცით ასეთი ტერმინები, მაგრამ... არც გული მიდის სადმე და არც გონება იკარგება გაუვალ ტყეში. ასე არაა?
მთავარი ის არის, რომ გამართული ქართულით წერია და... ეს ძალიან მომეწონა. აი, შინაარსი კი... ფაბულა ვითარდება ძალიან დუნედ. ამას თუ გამოასწორებ, კარგი იქნება. :)))
6. :) :) წინადადებაში, დალაგების თანახმად, ნამდვილად თანამშრომლები გამოდიან "ყვითელზოლიანები". მე კი მივხვდი (მგონია, სხვებიც) მიხვდებიან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს სწორია? ",,მწვანეფორმიანმა და ყვითელზოლებიანმა თანამშრომლებმა...ამ წინადადებაში ჩვენ "გვყავს" "მწვანეფორმიანი თანამშრომლები" და "ყვითელზოლიანი თანამთრომლები". აი, მაგალითაად ავიღოთ "შავი და თეთრი კოჭები" - აქ ხომ იგულისხმება, რომ გვაქვს "შავი კოჭები" და "თეთრი კოჭები" და არა "შავ-თეთრი კოჭები"?, ანუ ზოგი კოჭი არის შავი და ზოგი-თეთრი და არა თითოეული კოჭი შავ-თეთრი... მგონია, მიხვდებით რასაც გიხსნით და დამეთანხმებით :) გულმოსული ნამდვილად ნიშნავს გაბრაზებულს, მაგრამ "გულის მოსვლა" და "გულის მოყვანა" რამდენად სწორია, ეგ ცალკე თემაა :) სად მოიყვანა გული? :) თქვენივე თქმით, გულმოსული ნიშნავს გაბრაზებულს, თუ ასეა, გამოდის, რომ კონტექსტშიც ჯდება. ეს ხომ პროზაა და თუ აზრობრივად ჯდება სიტყვა, ეს საკმარისია, პოეზიისგან განსხვავებით, აქ არ გვიწევს რითმისთვის და ა.შ. სინონიმების ძებნა :) ამიტომ, როცა გვაქვს შესაძლებლობა, აზრობრივად უფრო გამართული და არასადაო სიტყვა ჩავსვათ, რატომაც არა? :)
რუსეთელს რაც შეეხება, ნაწილობრივ გეთანხმებით, ესეც ვიფიქრე, მაგრამ მაინც ვერ ხვდება ყურს სწორად: რუსეთელი, საქართველოელი, სომხეთელი, ბრიტანეთელი და ა.შ. ამიტომ მე უბრალოდ მეგობრულად მიგანიშნეთ ამაზე (კომენტარებიც ხომ იმისთვის არის, რომ აზრი გამოითქვას?)
მე კი მეგონა, ეს პროტესტი იყო და უფრო საინტერესოდ ამიტომ მეჩვენა :) თუ თქვენში პროტესტს არ იწვევს საქართველოში არსებული "რიგდაუცველობის" პრობლემა, აქ უკვე მე გამკვირვებია :)
ავარიას რაც შეეხება, ჩემი კომენტარიდან ჩანს, რომ ყურადღებით წავიკითხე ნაწერი და თუ მე - მკითხველმა, რომელმაც ასე ყურადღებით ჩაიკითხა ნაწერი, ვერ დავინახე აქ ავარია, მაპატიეთ, მაგრამ იშვიათად, ალბათ, მკითხველი, ვინც დაინახავს :) თქვენ შეიძლება რეალურად მოჰყევით მსგავს სიტუაციაში და დაინახეთ, ან როცა ეს ნაწერი მომწიფდა გონებაში, ხედავდით აქ ავარიას, მაგრამ ნაწერში ეს არ ჩანს... ან, თუ ჩანს, "მოკროსკოპით უნდა ვეძებოთ" :)
მე მოვრჩი ამ ნაწერზე ჩემი აზრის გამოხატვას :) სათქმელი ვთქვი და ერთი ადგილის ტკეპნა არ მიყვარს. თუ არ თვლით საჭიროდ ჩემი რჩევებისა და შენიშვნების გათვალისწინებას, ეს თქვენი ნებაა. მე, მკითხველს, მევალება ჩემი აზრი გამოვთქვა, თქვენ, ავტორს, გაქვთ უფლება ეს აზრი გაითვალისწინოთ, ან არ...
გამიხარდება თუ აქ პროზის კომპეტენტური შემფასებლები შემოიხედავენ და იტყვიან თავიანთ სათქმელს :)
წარმატებები! კარგად ბრძანდებოდეთ :)
:) :) წინადადებაში, დალაგების თანახმად, ნამდვილად თანამშრომლები გამოდიან "ყვითელზოლიანები". მე კი მივხვდი (მგონია, სხვებიც) მიხვდებიან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს სწორია? ",,მწვანეფორმიანმა და ყვითელზოლებიანმა თანამშრომლებმა...ამ წინადადებაში ჩვენ "გვყავს" "მწვანეფორმიანი თანამშრომლები" და "ყვითელზოლიანი თანამთრომლები". აი, მაგალითაად ავიღოთ "შავი და თეთრი კოჭები" - აქ ხომ იგულისხმება, რომ გვაქვს "შავი კოჭები" და "თეთრი კოჭები" და არა "შავ-თეთრი კოჭები"?, ანუ ზოგი კოჭი არის შავი და ზოგი-თეთრი და არა თითოეული კოჭი შავ-თეთრი... მგონია, მიხვდებით რასაც გიხსნით და დამეთანხმებით :) გულმოსული ნამდვილად ნიშნავს გაბრაზებულს, მაგრამ "გულის მოსვლა" და "გულის მოყვანა" რამდენად სწორია, ეგ ცალკე თემაა :) სად მოიყვანა გული? :) თქვენივე თქმით, გულმოსული ნიშნავს გაბრაზებულს, თუ ასეა, გამოდის, რომ კონტექსტშიც ჯდება. ეს ხომ პროზაა და თუ აზრობრივად ჯდება სიტყვა, ეს საკმარისია, პოეზიისგან განსხვავებით, აქ არ გვიწევს რითმისთვის და ა.შ. სინონიმების ძებნა :) ამიტომ, როცა გვაქვს შესაძლებლობა, აზრობრივად უფრო გამართული და არასადაო სიტყვა ჩავსვათ, რატომაც არა? :)
რუსეთელს რაც შეეხება, ნაწილობრივ გეთანხმებით, ესეც ვიფიქრე, მაგრამ მაინც ვერ ხვდება ყურს სწორად: რუსეთელი, საქართველოელი, სომხეთელი, ბრიტანეთელი და ა.შ. ამიტომ მე უბრალოდ მეგობრულად მიგანიშნეთ ამაზე (კომენტარებიც ხომ იმისთვის არის, რომ აზრი გამოითქვას?)
მე კი მეგონა, ეს პროტესტი იყო და უფრო საინტერესოდ ამიტომ მეჩვენა :) თუ თქვენში პროტესტს არ იწვევს საქართველოში არსებული "რიგდაუცველობის" პრობლემა, აქ უკვე მე გამკვირვებია :)
ავარიას რაც შეეხება, ჩემი კომენტარიდან ჩანს, რომ ყურადღებით წავიკითხე ნაწერი და თუ მე - მკითხველმა, რომელმაც ასე ყურადღებით ჩაიკითხა ნაწერი, ვერ დავინახე აქ ავარია, მაპატიეთ, მაგრამ იშვიათად, ალბათ, მკითხველი, ვინც დაინახავს :) თქვენ შეიძლება რეალურად მოჰყევით მსგავს სიტუაციაში და დაინახეთ, ან როცა ეს ნაწერი მომწიფდა გონებაში, ხედავდით აქ ავარიას, მაგრამ ნაწერში ეს არ ჩანს... ან, თუ ჩანს, "მოკროსკოპით უნდა ვეძებოთ" :)
მე მოვრჩი ამ ნაწერზე ჩემი აზრის გამოხატვას :) სათქმელი ვთქვი და ერთი ადგილის ტკეპნა არ მიყვარს. თუ არ თვლით საჭიროდ ჩემი რჩევებისა და შენიშვნების გათვალისწინებას, ეს თქვენი ნებაა. მე, მკითხველს, მევალება ჩემი აზრი გამოვთქვა, თქვენ, ავტორს, გაქვთ უფლება ეს აზრი გაითვალისწინოთ, ან არ...
გამიხარდება თუ აქ პროზის კომპეტენტური შემფასებლები შემოიხედავენ და იტყვიან თავიანთ სათქმელს :)
წარმატებები! კარგად ბრძანდებოდეთ :)
5. მე-კალ-მეს!
მოვიცალე თქვენთან სასაუბროდ.
წინადადება ,,მწვანეფორმიანმა და ყვითელზოლებიანმა თანამშრომლებმა...” შესაძლებელია დალაგებას ითხოვდეს, მაგრამ ყვითელზოლებიანებში თავად თანამშრომლები (უფორმო თუ შიშველი) რატომ იგულისხმეთ, ეს გამიკვრდა. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, გულმოსული ნიშნავს გამწყრალს, გაჯავრებულს, გაბრაზებულს, თანაც სიტყვა ,,გავბრაზდი” იმ კონტექსტში ვერა გაგებით ვერ ჯდება. ის კაცი რუსი არ იყო, სხვა ეროვნების, მაგრამ იმ ქვეყნის მაცხოვრებელი იყო.
და მთავარი: ეს ნაწერი არ გახლავთ პროტესტი. შესაბამისად, სიძლიერე ან სისუსტე არ მოეთხოვება.
,, თხრობა შეგიძლიათ და იქნებ ჯობდეს, თემა სხვა აგერჩიათ...” აქ უკვე ძალიან შორს წახვედით. ამ შორსწასულობამ თქვენ ავარიამდე მიგიყვანათ, მე (ძალიან გთხოვთ არ მიწყინოთ) ღიმილამდე. ნუთუ თქვენ ამ ნაწერში ავარია ვერ წაიკითხეთ და ვერ ამოიკითხეთ? ავარია გარე ეფექტი იქნებოდა ამ შემთხვევაში და შესაბამისად, უადგილო. აქ აბსოლუტურად ყველაფერი ითქვა და მეტის საჭიროებას ვერ ვხედავ. თქვენ რატომ დაგრჩათ დაუსრულებელის შეგრძნება, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის აქ სურათი დასრულებულია. (კარგად თუ ცუდად, ეს მეორე საკითხია და ამის შესახებ ნებისმიერს შემიძლია მოვუსმინო). პატივისცემით ა. ბ. მე-კალ-მეს!
მოვიცალე თქვენთან სასაუბროდ.
წინადადება ,,მწვანეფორმიანმა და ყვითელზოლებიანმა თანამშრომლებმა...” შესაძლებელია დალაგებას ითხოვდეს, მაგრამ ყვითელზოლებიანებში თავად თანამშრომლები (უფორმო თუ შიშველი) რატომ იგულისხმეთ, ეს გამიკვრდა. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, გულმოსული ნიშნავს გამწყრალს, გაჯავრებულს, გაბრაზებულს, თანაც სიტყვა ,,გავბრაზდი” იმ კონტექსტში ვერა გაგებით ვერ ჯდება. ის კაცი რუსი არ იყო, სხვა ეროვნების, მაგრამ იმ ქვეყნის მაცხოვრებელი იყო.
და მთავარი: ეს ნაწერი არ გახლავთ პროტესტი. შესაბამისად, სიძლიერე ან სისუსტე არ მოეთხოვება.
,, თხრობა შეგიძლიათ და იქნებ ჯობდეს, თემა სხვა აგერჩიათ...” აქ უკვე ძალიან შორს წახვედით. ამ შორსწასულობამ თქვენ ავარიამდე მიგიყვანათ, მე (ძალიან გთხოვთ არ მიწყინოთ) ღიმილამდე. ნუთუ თქვენ ამ ნაწერში ავარია ვერ წაიკითხეთ და ვერ ამოიკითხეთ? ავარია გარე ეფექტი იქნებოდა ამ შემთხვევაში და შესაბამისად, უადგილო. აქ აბსოლუტურად ყველაფერი ითქვა და მეტის საჭიროებას ვერ ვხედავ. თქვენ რატომ დაგრჩათ დაუსრულებელის შეგრძნება, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის აქ სურათი დასრულებულია. (კარგად თუ ცუდად, ეს მეორე საკითხია და ამის შესახებ ნებისმიერს შემიძლია მოვუსმინო). პატივისცემით ა. ბ.
4. მე-კალ-მე, კეთილო. ახლა ნამდვილად არ მაქვს დრო გესაუბროთ, ისე კი, დიდი ხანია ასე არავის გავუკვირვებივარ. დროებით მე-კალ-მე, კეთილო. ახლა ნამდვილად არ მაქვს დრო გესაუბროთ, ისე კი, დიდი ხანია ასე არავის გავუკვირვებივარ. დროებით
3. სადგურის მწვანეფორმიანმა და ყვითელზოლებიანმა თანამშრომლებმა - ეს უფრო ზუსტად უნდა დაალაგოთ, თორემ ამ წინადადებაში "ყვითელზოლიანში" თავად ეს ადამიანი იგულისხმება და არა მისი სამუშაო ფორმა, მე კი მგონია, რომ თქვენ აქ ფორმას გულისხმობდით. :)
გული მომივიდა - ესეც ვერ ჟღერს სწორად, უბრალოდ "გავბრაზდი" ჯობია. რუსეთელს - იქნებ რუსს? :)
ზოგადად კი, იმის მიუხედავად, რომ რიგების დაუცველობა და ა.შ. ქართულ რეალობაში საკმაოდ თვალშისაცემია, ამ სახით პროტესტი არ არის ძლიერი. თხრობა შეგიძლიათ და იქნებ ჯობდეს, თემა სხვა აგერჩიათ. შეიძლება იგივე თემაზე დაიწეროს, ოღონდ პრობლემა უფრო მწვავედ უნდა წარმოაჩინოთ. მაგალითად, შეგიძლიათ ის შედეგი აღწეროთ, რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს, მაგალითად ავტოავარია... მთელი ნაწერის განმავლობაში რაღაცას ველოდი და დამხვდა "არაფერი", თითქოს აზრი არ დასრულებულა და გაგრძელებას უნდა ველოდოთ... წარმატებები! სადგურის მწვანეფორმიანმა და ყვითელზოლებიანმა თანამშრომლებმა - ეს უფრო ზუსტად უნდა დაალაგოთ, თორემ ამ წინადადებაში "ყვითელზოლიანში" თავად ეს ადამიანი იგულისხმება და არა მისი სამუშაო ფორმა, მე კი მგონია, რომ თქვენ აქ ფორმას გულისხმობდით. :)
გული მომივიდა - ესეც ვერ ჟღერს სწორად, უბრალოდ "გავბრაზდი" ჯობია. რუსეთელს - იქნებ რუსს? :)
ზოგადად კი, იმის მიუხედავად, რომ რიგების დაუცველობა და ა.შ. ქართულ რეალობაში საკმაოდ თვალშისაცემია, ამ სახით პროტესტი არ არის ძლიერი. თხრობა შეგიძლიათ და იქნებ ჯობდეს, თემა სხვა აგერჩიათ. შეიძლება იგივე თემაზე დაიწეროს, ოღონდ პრობლემა უფრო მწვავედ უნდა წარმოაჩინოთ. მაგალითად, შეგიძლიათ ის შედეგი აღწეროთ, რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს, მაგალითად ავტოავარია... მთელი ნაწერის განმავლობაში რაღაცას ველოდი და დამხვდა "არაფერი", თითქოს აზრი არ დასრულებულა და გაგრძელებას უნდა ველოდოთ... წარმატებები!
2. მადლობა მანანა ქურდაძეს. მადლობა მანანა ქურდაძეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|