ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2011


პარიზული ჩანახატები

ნაპოლეონ ბონაპარტი
--------------------------
რას ვიფიქრებდი თუკი ოდესმე,
მე დიდ ბონაპარტს პატივს ვაგებდი,
მოწიწებისგან ქედს მოვუხრიდი,
და მის პანთეონს ხელს შევახებდი!

ნაპოლეონმა ხომ ისტორიის და
ფრანგი ერის ერთი შვილია,
ვინც ისტორია, ეპოქა შექმნა,
და ამიტომაც იგი გმირია.

რევოლუციის ქარით შობილმა,
იმპერატორად აცხადა თავი,
ეს კორსიკელი დაბალი კაცი,
ცხოვრობდა ბედთან უწყვეტი დავით.

ევროპა მალე დაიმორჩილა,
მაგრამ რუსეთში იმტვრია ცხვირი,
და განაჩენიც საკუთარ ხალხმა,
გამოუტანა მკაცრი და ძვირი.

ის გაასახლეს კუნძულ ელბაზე,
საიდანაცგან გაიქცა უკან,
იმპერატორად ყოფნა ისურვა,
უკვე მეორედ და უკვე მუდამ!

მაგრამ ჩაფლავდა მისი გეგმები,
და არ აკმარეს ბებერი ელბა,
ატლანტის წყლების ჰავა უსაჯეს,
წმინდა ელენეს კუნძულზე ხელად.

აქ აღესრულა ის საუკუნოდ,
იძახიან რომ განგებ მოწამლეს,
ფაქტი ერთია რომ საიქიოს,
თავი აბარა როგორც მოწამე.

ის ასვენია ერთ დიდ ტაძარში,
სახელად ჰქვია ინვალიდები,
უკანა მხრიდან, როცა შიგ შეხვალთ,
გაოცებულნი დიდ ხანს იქნებით.

აქ დარწმუნდებით რომ სიმართლეა,
თქმულება მასზედ, რომ ვინც იქ შევა,
იმპერატორის სახელს პატივს სცემს,
და მის საფლავსაც ქედს უხრის ყველა.

მაგრამ საფლავი განა კი ჰქვია,
განსასვნებელს ნაპოლეონის?!
ეს აკლდამაა კუბოთ ნაგები,
არ გაგეგონოდ არსად და ოდის.

იმპერატორი თავად ასვენის,
ურთჩატანებულ ექვსსა კუბოში,
პირველი არის რკინის თუთიის,
ის კი თავად წევს წითელს კუბოში.

კუბო მესამე და ის მეოთხე,
ფერით თეთრია ტყვიით ნაჭედი,
მეხუთე არის აბანოზის ხის,
ხოლო მეექვსე მუხით ნაგები.

ყველა ეს კუბო პედესტალზე დგას,
ქვედა სართულის შარავანდეთში
და ყველას ვისაც, სურს თუ არა სურს,
უწევს ყურება გადასახედში.

სწორედ ეს არის თქმის გამართლება,
რომ ქედს მოუხრის ბონაპარტს ყველა,
ეხლა კი დროა დაბლა დავეშვათ,
და ვინახულოთ იქ სხვაც ნელ-ნელა.

ქვედა სართულზე ნელა ჩავდივარ,
პატივი ვაგო სხვა ფრანგ გმირებსაც,
იქ აკლდამაა ვაუბანის, და
ლაუეტის და სხვა კაცთნ ღირსთნისაც.

ერთი სართულით კიდევ იქ ქვევით,
განისვენებენ ბერტრან, დუროკი,
და კიბეს დამრეცს ჩავყავარ ქვევით,
ისტორიისკენ მიმავალ დოკით.
აჰა ჩავედი ქვედა კიბეზე,
სადაც კორსიკის შვილი სვენია,
თავად ვუყურებ ამ საოცრებას,
რაზეც აქამდე მხოლოდ მსმენია.

ამ ქვედა დონის ჩუქურთმ კედლები,
გამოსახავენ დიდ გამარჯვებებს,
რაც კი მომხდარა ბონაპარტის ჟამს,
და ვერ იხილავთ აქ განსაცდელებს.

სიმართლეს გეტყვით აქ რომ ვიდექი,
ამაყი ვიყავ რომ ვარ ქართველი,
რადგან ბონაპარტს პირადი მცველი,
ქართველი ჰყავდა, თან ავლაბრელი.

ბონაპარტს იგი, როგორც მამლუქი,
არაბულ ცხენთან ერთად საჩუქრად,
ეგვიპტის შეიხს მიურთმევია,
რომ არ აეგდოთ იგი აბუჩად.

სახელი იყო მისი რუსტამი,
თვრამეტისა წლის თბილისელისა,
ბედის ბორბალის უკუღმართობით,
სხვასთან უწია ხარჯვა ნიჭისა.

ქართველთ რუსტამი - როსტომ რაზმაძე,
ბოლომდე ედგა ბონაპარტს მხარში,
იმპერატორიც დიდი ნდობისთვის,
არ დარჩენია მას უხდელ ვალში.

ნაპოლეონმა ერთგულებისთვის,
როსტომს ჯვარ სწერა ერთ ლამაზ ქალზე,
თვით ჟოზეფინას კამერდინერის
ქალიშვილს შერთო, პარიზის კარზე.

თავად ფრანგებმაც არ დაუვიწყეს,
იმპერატორის ეს ერთგულება,
ისტორიაში ის შეიყვანეს,
მემუარებიც უქვეყნეს ერთად.

როსტომის საფლავს თქვენ დღეს იხილავთ,
ყველა მარშრუტში, ტურისტულ რუქას,
ის ასვენია დურდანს, პანთეონს,
ფრანგული მიწა ქართველით სუნთქავს.

ზუსტად ამიტომ მეამაყება,
იმპერატორის კუბოსთან დგომა,
როცა ვფიქრობ რომ მას გვერდში ედგა
ქართველი ბიჭი,
თავისი ბედის ამაყი მონა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები