ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2011


მონაბერი ლექსები

მეფე რომ ვიყო ძლევამოსილი,
მთელს ჩემს სამეფოს შენ მოგიძღვნიდი,
ოქროს, დიდებას და ლალის გვირგვინს,
შენ მოგიძღვნიდი, მე მოვიხსნიდი.
სპას და მხედრიონს შენის ბრძანებით,
მტრის ურდოსაკენ უმალ დავძრავდი,
დემონს, ჯოჯოხეთს, მუსრს გავალებდი,
და ედემის ხეს შენს წინ დავრგავდი.
აკინძულ სტრიქონს და უკვდავებას,
წამში ფეშქაშად დაგილაგებდი,
მთაწმინდის მთვარეს - პოეტთა მუზას,
აქვე, ტახტის წინ დაგიბრძანებდი.
სანაცვლოდ ვითხოვ მხოლოდ შენს მზერას,
ჩემი ალერსით ნუ განრისხდები,
ნუთუ არსებობს დღე იმ ამბორის,
ო, ღმერთო ჩემო, რომ მაღირსებდი! . . .
--------------------------------------------------
სველი ველი, წვიმა, წვიმა და ეს ცივი ლანდი,
რად მიცქერი მაგ თვალებით, რა გაქვს ესე დარდი?
გამყინავი კვნესით დადის, დიდხანს ვერსად მივა?
ვერ გაიგო გზა სად არის, საწყალს ძლიერ სცივა?
სულო მარტო, გათანგულო,აქ რა დაგრჩენია?
ნუთუ წესი არ აგიგეს, დარდი გაგჩენია!
კარგად მოსჩანს შენს თვალებს რომ გადაჰკვრია ბინდი,
ღმერთს შესთხოვე პატიება, მიდი აქვითინდი.
არც ამ ქარმა ღამის წელზე, სუსხით მონაბერმა,
არც ამ წვიმამ უწყის რამე, რად არ გლოცა ბერმა,
ასეთი რა ჩაიდინე, რომ არ გიშვებს ზეცა,
და ეს მიწაც რომ არ გიღებს, ვის შესცოდე ნეტა!?
-------------------------------------------------------------
სიზმრები ფიქრში, ფიქრები ფიქრში,
ფიქრები ნისლში, ნაკვები ჭირში,
ალერსი დენთით, ამბორი ვნებით,
აქ არის ჩემთან, ფიქრები ბნელით.

ღამეა მთვარით, მზე არის დილით,
ღრუბლები წვიმით, თოვლია ფიფქით,
დედა ბუნება შეშლილა ნიჭით,
ცუდი ამინდი მოსულა ქირით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები