 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 24 თებერვალი, 2011 |
მერე რა, თუკი შენი საძინებელი ოთახი მხოლოდ ორ სკამსა და ერთ საწოლს იტევს და კედლის მხარეს მიდგმული, სიზმრებთან იყოფს სიცივეს, როცა შენ თითებს, წვიმისგან ხელით ჩამორეცხილ ფანჯრებთან იფშვნეტ, ან სავარძელზე მისვენებულ სხეულს წესს უგებ ფიქრებით, ხოლო მიზეზებით აჭედილ კარებს არავის უღებ. მერე რა, რომ შენი სახლი სულ რაღაც რამდენიმე კვადრატულს ითვლის, ძველ მაგიდას კი ფურცლებისგან არ უჩანს სახე, დაწერილ ფრაზებს აკლებ, უმატებ, ტოვებ და ეძებ... პოულობ შაქარს, დაგავიწყდა რომ შეუცვალე ძველი ადგილი. იყრი ერთ კოვზს ან ერთნახევარს, სვამ კონიაკით შეზავებულ ყავას ან ჩაის. ტელევიზორში გადმოსცემენ მორიგ ტერაქტზე, გესმის თითქოს და გაგიჭირდა დანახვა მაინც. ამ დღესაც ისევ ბანალურად გაიხდი ტანზე, შეიხურავ საძინებლის კარს. მერე რა, თუკი ეგ საწოლი კედლის მხარეს დგას და ერთი კაცის მასშტაბით აქვს შემოღობილი სივრცე, მოვედი, მე უმასშტაბოდ მიყვარხარ ჰოდა... მიიწიე უნდა მოგიწვე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია... საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია...
16. მშვენიაერი წასაკითხია +5 :) მშვენიაერი წასაკითხია +5 :)
15. გემრიელი წასაკითხია. მაგრად მომეწონა. +10:):) გემრიელი წასაკითხია. მაგრად მომეწონა. +10:):)
14. შენ ჩემი სილამაზის სალონი ხარ! შენ ჩემი სილამაზის სალონი ხარ!
13. და ერთი კაცის მასშტაბით აქვს შემოღობილი სივრცე, მოვედი, მე უმასშტაბოდ მიყვარხარ ჰოდა... მიიწიე უნდა მოგიწვე. და ერთი კაცის მასშტაბით აქვს შემოღობილი სივრცე, მოვედი, მე უმასშტაბოდ მიყვარხარ ჰოდა... მიიწიე უნდა მოგიწვე.
11. არა მარტო ფინალი :) მთლიანად ლექსი, ძალიან კარგია :) არა მარტო ფინალი :) მთლიანად ლექსი, ძალიან კარგია :)
10. ფინალი საყვარელია. 5 ფინალი საყვარელია. 5
9. ირი, ძალიან მომეწონა, ძალიან. დასასრული აქვს მგელი, როგორც მავანი იტყოდა. :) ირი, ძალიან მომეწონა, ძალიან. დასასრული აქვს მგელი, როგორც მავანი იტყოდა. :)
8. "მერე რა, რომ შენი სახლი სულ რაღაც რამდენიმე კვადრატულს ითვლის, ძველ მაგიდას კი ფურცლებისგან არ უჩანს სახე"
რა ზუსტადაა მოტანილი პოეტური სივრცის ქაოსი... ლექსი ძალიან სადა და "მდიდარი" ერთდროულად! "მერე რა, რომ შენი სახლი სულ რაღაც რამდენიმე კვადრატულს ითვლის, ძველ მაგიდას კი ფურცლებისგან არ უჩანს სახე"
რა ზუსტადაა მოტანილი პოეტური სივრცის ქაოსი... ლექსი ძალიან სადა და "მდიდარი" ერთდროულად!
7. მერე რა, თუკი ეგ საწოლი კედლის მხარეს დგას და ერთი კაცის მაშტაბით აქვს შემოღობილი სივრცე, მოვედი, მე უმაშტაბოდ მიყვარხარ ჰოდა... მიიწიე უნდა მოგიწვე.
ჩემი ფავორიტკა გოგო, ჩემი ვარდისფერყურება! :-* 5
ირინკა, ეს ჩაასწორე ოღონდ, - "უმა-ს-შტაბოდ"! მერე რა, თუკი ეგ საწოლი კედლის მხარეს დგას და ერთი კაცის მაშტაბით აქვს შემოღობილი სივრცე, მოვედი, მე უმაშტაბოდ მიყვარხარ ჰოდა... მიიწიე უნდა მოგიწვე.
ჩემი ფავორიტკა გოგო, ჩემი ვარდისფერყურება! :-* 5
ირინკა, ეს ჩაასწორე ოღონდ, - "უმა-ს-შტაბოდ"!
5. მიყვარს ამგვარი ,,ჩვეულებრივობა''....და სწორედ აქ დაჭერილი........ ის სხვა.... სულ სხვა ხარ აქ...პოეტური და საოცრად არაჩვეულებრივი...... მოგიკითხე სიყვარულით.....:) მიყვარს ამგვარი ,,ჩვეულებრივობა``....და სწორედ აქ დაჭერილი........ ის სხვა.... სულ სხვა ხარ აქ...პოეტური და საოცრად არაჩვეულებრივი...... მოგიკითხე სიყვარულით.....:)
3. +2 :)) მომეწონა ძალიან წარმატებები!!! +2 :)) მომეწონა ძალიან წარმატებები!!!
2. მომეწონააა ''მე უმაშტაბოდ მიყვარხარ ჰოდა'' მომეწონააა ``მე უმაშტაბოდ მიყვარხარ ჰოდა``
1. აუჰ, რა კარგი ხარ :) +5 აუჰ, რა კარგი ხარ :) +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|