 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 26 თებერვალი, 2011 |
ჩემი ვერა, ჩემი ქუჩა, ჩემი ლაღი თბილისი, მთაწმინდა და სოლოლაკი აკინძული მძივივით, მივაბიჯებ რუსთაველზე, მზემაც ხელი შემავლო, მერცხლის გუნდი სალამს მაძლევს, დილის ჟივილ-ხივილით.
“ლაღიძესთან” თავს იწონებს თაიგული თბილისის, ეკა, ლიკა, მარი, მეგი, დახატულნი კალმებით, მათი ცქერით მოჯადოვდა იქვე ყმაწვილ-კაცობა და ექსპრომტად მიართვეს, ლექსები ქარაგმებით.
ჯანსაც ხშირად გავიმაგრებ, არა ამაოებით, მინანქარში გამომცხვარი ჭრელი აბანოებით, ამოდენა სიმდიდრე ხომ არ მოგვეცა დროებით, კრწანისს მდელოს შემოვუსხდეთ, დავტკბეთ ყაყაჩოებით.
როგორ ცდილობს ეშმა ვინმე, ამ სურათის დაფხეკას, კაცობის და არაკაცის ერთმანეთში აღერვას, ოცნებებშიც აღარა სურთ, იყვნენ ყარაჩოღელნი, და ცდილობენ ადათ-წესის საფუძველში დანგრევას.
ჩემი უბნით სიამაყის, არ მქონია უფლება, ვერის ბაღის ია-ვარდი სხვაგან არ მეგულება, აბა ვის რა ეკითხება აზრის თავისუფლებას, ვერას ვუნთო სანთელი თუ არაკაცთა მონებას.
“ლაღიძესთან” ჭადრი მოჭრეს, ტვინის გამოსარეცხად, ამ ადგილის და კაცობის საბოლოოდ საშლელად, არა, არა, ვერ გაღირსებთ ამ გონების დაბეჭდვას, დაკარგული თაობა ვართ და მოვიდვართ საშველად.
ვერ მოგართვით რომ გათელოთ, თბილისური გაგება, ამას თქვენ ვერ მოესწრებით, კაცობა არ გაქრება, ნიაზის და “ბელაფონტეს” სულს მარად ემღერება, ფეკალიებს თვით ერეცხეთ, მაინც ეგ გაქვთ გაგებად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კაცი ხარ!+5 კაცი ხარ!+5
5. ლექსი ძალიან ლამაზი ემოციითაა დაწერილი :) კარგი ხარ, ლევან :x ლექსი ძალიან ლამაზი ემოციითაა დაწერილი :) კარგი ხარ, ლევან :x
4. :) არა მხოლოდ თბილისელობა, ზოგადად ქართველობაა წოდება, ასე მგონია მე :) მოგიკითხე, ლევან! +5 :) არა მხოლოდ თბილისელობა, ზოგადად ქართველობაა წოდება, ასე მგონია მე :) მოგიკითხე, ლევან! +5
3. ფეკალიებს თვით ერეცხეთ, მაინც ეგ გაქვთ გაგებად. :D ფეკალიებს თვით ერეცხეთ, მაინც ეგ გაქვთ გაგებად. :D
2. ჩემი უბნით სიამაყის, არ მქონია უფლება, ვერის ბაღის ია-ვარდი სხვაგან არ მეგულება, აბა ვის რა ეკითხება აზრის თავისუფლებას, ვერას ვუნთო სანთელი თუ არაკაცთა მონებას.
ჩემი უბნით სიამაყის, არ მქონია უფლება, ვერის ბაღის ია-ვარდი სხვაგან არ მეგულება, აბა ვის რა ეკითხება აზრის თავისუფლებას, ვერას ვუნთო სანთელი თუ არაკაცთა მონებას.
1. კარგია :) წარმატებებს გისურვებ შემოქმედებით გზაზე :) +2 კარგია :) წარმატებებს გისურვებ შემოქმედებით გზაზე :) +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|