ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2011


‘ვინ მიმიხვდება ამ გულის ტკივილს?...

‘ვინ მიმიხვდება ამ გულის ტკივილს...

ლომი რომ ტყიდან გამოიყვანო
და დააბრძანო დიდების ტახტზე,
გარს რომ ეხვიოს ნაზირ ვეზირნი,
იმეფებს განა ტყის გარდა სადმე?..

ზვიგენი წყლიდან რომ ამოვიდეს,
ბუნების წიაღს სიამით გაჰყვეს,
ზვიგენი ხმელეთს იმეფებს განა,
დედამიწაზე ტალღებს ვერ გაჰკვეთს.

მაიმუნს ოქრო რომ ჩამოჰკიდო,
ჯიბე უამრავ განძით გაუვსო,
ის ამ ყველაფერს ხომ ვერ მოიხმარს,
ბანანს აირჩევს, სხვას რა გაუგოს...

ცაში მფრინავი ლაღი არწივი,
ცის მეფე ზღვაში როგორ იმეფებს,
ფსკერზე დაძირვა ხომ არ ასცდება,
და ფრენით იგი გულს ვერ იჯერებს.

წმინდა ვაშლის ხე ოკეანეში
გადაპენტილ კვირტს ვერ გამოიტანს,
წყლის ძლიერებით ვერ გაიხარებს,
ნაყოფს ვერასდროს ვერ გამოისხამს.

გემი, რომელიც დაჰქრის ზღვა და ზღვა,
იგი ხმელეთზე რას წარმოადგენს?
ზღვის ზედაპირზე დაჰქრის გმირულად,
ხმელეთზე ის თავს ვერ წარმოაჩენს.

მზე, მთელ სამყაროს რომელიც ათბობს,
სხივების სითბოს ყველა ვიტაცებთ,
ძალა ექნება მის ბრწყინვალებას?
თუ დაეშვება დედამიწაზე?!.

ტირიფის მსგავსად ვდგავარ მარტოკა,
მე უშენობით არა ვარ არვინ,
მეც ჩამოთვლილთ რიცხვს მივეკუთნები,
თუ ვერ გამიგებ ამ სულის ძახილს!
                                                                            12.7.2008 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები