ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2011


ადამიანი!

შეუცდომელი ადამიანის
ამოუცნობი მაწამებს ფიქრი,
თუმცა სხვადასხვა გვახლავს გულები,
მაინც სულ ყველა ერთ გზაზე მივქრით...

თვალებით ვხედავთ გაშლილ სამყაროს,
დედა სამშობლომ მოგვმადლა ძალა,
ოცნების ფრთები გვესხმის ხანდახან,
როს სიყვარულის კაშხალზე ვდგავართ!

მოქარგულია ირგვლივ სამყარო,
მას ოცნებების თვალებით ვხატავთ,
რაც სიყვარული იფრქვევა ჩვენში,
ამ სამყაროში უსაზღვროდ ვფანტავთ!
                                                                          24.7.2008 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები