 | ავტორი: იროდიჩი ჟანრი: პოეზია 23 მარტი, 2011 |
დავრჩი ეული, სულით მარტო, განდეგილივით, შენ ამობრწყინდი, მზის ნათებავ, ნუგეშის სახით, ძალაგამიცლილს დამიბრუნე სიცოცხლის რწმენა, შენ ამიმაღლე ოცნება და მომავლის მრწამსი.
სულის ტკივილი გამიქარწყლე იმედით მძლიე, შენი ხელები სიცოცხლისკენ რად მეჭიდება, ძლიერი სულით გადაკეტე სიკვდილის კარი, შენ შეაჩერე ქვეყანაზე თვით ბედისწერა.
და თუ დამცალდა ცხოვრებაში კიდევ სიცოცხლე, დედამიწაზე ცის მნათობად უნდა აგანთო, ოქროს საბადოს სავანეში გაცურებ მარად, ზეციური და ქვეყნიური არ მსურს დაგაკლო...
მსურს განებივრო ამ ცხოვრების წმინდა წალკოტში, ყველა ტაძარში წმინდანების ხატად დაგხატო, ბედნიერება, მინდა, შენ წინ რომ დავაჩოქო, ჩემი ოცნების ნაზ ქმნილებად უნდა დაგსახო...
ულამაზესი სანთელივით წმინდა თვალები, ცისკრის ვარსკვლავის წმინდანებას უნდა ვამსგავსო, ამ ქვეყანაზე გადაგაქცევ თვით უკვდავებად, წიგნებად გაქგცევ და მივუძღვნი მე მთელ სამყაროს...
მე თუ ვიცოცხლე, ჩემს დასახულ მიზანს მივაღწევ, მხოლოდ დროებამ ცოტა ხანი უნდა მადროვოს, ზეცაში ისე ლაღად გაფრენ, გაგანებივრებ, მინდა ცხოვრების უკვდავების ბაღში გაცხოვრო.
ისტორიაში თეთრ ფურცლებზე დარჩები მარად, ამ სიყვარულზე ილოცებენ ყველა ტაძარში, ჩაუქრობელო, ზეციურო მზის ბრწყინვალებავ, ჩემს ამაყ სულში სამუდამოდ ზეცად ამაღლდი! 25.8.2008 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ნე დლია მენია ტაკიე სწიხი :) ნე დლია მენია ტაკიე სწიხი :)
5. "და თუ დამცალდა ცხოვრებაში კიდევ სიცოცხლე, დედამიწაზე ცის მნათობად უნდა აგანთო," მაგარია.... "და თუ დამცალდა ცხოვრებაში კიდევ სიცოცხლე, დედამიწაზე ცის მნათობად უნდა აგანთო," მაგარია....
4. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
3. ძაან მაგარია! ძაან მაგარია!
2. გრძნობა კარგია.ბოლოდან მესამე სტროფი საშინლად არ მომეწონა... გრძნობა კარგია.ბოლოდან მესამე სტროფი საშინლად არ მომეწონა...
1. აჰა ძმაო რა, აჰა! აი ეს მომეწონა! აჰა ძმაო რა, აჰა! აი ეს მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|