ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2011


ევკალიპტები (ლიკა-ნას)

ზამთარმა – ისე უცებ მიგვიხურა ცხვირწინ – კარები.
ისე უეცრად, დაგვტოვეს და წავიდა ყველა.
ახლა შემეძლოს, ბოლო ხმაზე – ყვირილს ავტეხდი.
იქნება ვინმეს გავაგონო, რომ გინდა შველა
და როგორ გიჭირს... მე კი მიჭირს – ზოგჯერ იმის თქმაც,
რომ ყველაფერი გავლადია და დროა მკაცრი.
სიტყვა მართალი – მტრისთვის მძლავრი იარაღია,
თუ სიმართლეზე საკუთარ თავს – არასდროს აცრი...
ნუ იხვევ ყელზე – მაგ ბორკილებს! შეეშვი – მაგ თოკს!
არც სიკვდილი და არც მონობა – არ გარგებს მენდე.
ახლა,ის დროა, ღმერთს მიენდო სულით–ხორცამდე,
ცოდვილ ხალხს?!არა... დღეს სჯობია, შენს ცოდვებს სდევდე...
ანუ დევნიდე სულიდან და, იწამო უფლის,
და დაიჯერო, ქვეყნად,ყველას – გვეპატიება.
მერე რა მოხდა, თუკი ვინმე სიმართლეს უვლის,
გადავლილიდან გაიხარონ ევკალიპტებმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები