ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2011


ჩემი მეგობარი ფსიქოლოგი.(გაგრძელება)


-  გიო მე  ეხლა ოთახიდან გავალ,  შენ  კი  იმ  ვარჯიშს  დაიწყებ, რომელზეც ამდენი ვისაუბრეთ.
- ვარჯიშისას მარტო უნდა ვიყო? 
- კი , ჯობია მარტო იყო ,    ერთი შეხედვით ადვილი ვარჯიშია  , მაგრამ  მაინც უჭირთ თავიდან და მითუმეტეს, როცა მე  ვესწრები.    ვერაფრით ვერ  კონცენტრირდებიან  მთავარზე, ერთმა მითხრა ,  აქ რომ  ხარ მასწავლებელი მგონიხარ და ვცდილობ 5  დამიწეროო,  მეორე კიდევ  ჩემსკენ აპარებდა თვალს , რა იყო მეთქი რომ შევეკითხე , მაინტერესებს ხომ არ დამცინიო,  ხოდა ამ ამბების შემდეგ მარტოს  ვტოვებ ყველას ,    ასე  სჯობია . უფრო  სწრაფად  სწავლობენ  ვარჯიშის სწორედ შესრულებას.
- სწორედ რას ნიშნავს ? მუსიკას უნდა ვუსმინო და ხრ , ღღრ ვიძახო , ეგ არ არი  მთელი ფილოსოფია?
- კარგი , რა გიორგი! მთელი ფილოსოფია , ხრ, ღრ ძახილში რომ იყოს აქ აღარ მოგიყვანდი, ფილოსოფია , ბოდიშის  მოხდაშია.
- ჰო, მეც ეგ ვიგულისხმე , მაგრამ ჩემებურად ვთქვი.
- ჰოდა , ძალიან კარგი ,  გახსოვდეს , შენთვის ძვირფასი ა-და-მი-ა-ნე-ბი... მუსიკაც ისე მაქვს შერჩეული,  ვარჯიშის    ხანგრძლივობას  ემთხვევა, ერთი მეორეში ისე გადადის რომ კალაპოტიდან არ ამოგაგდებს. აბა , გავედი და არ შეიბოჭო თავი , გააკეთე  ის, რაზეც ვსაუბრობდით,- კარი გაიხურა და მეორე ოთახში გავიდა .
       
მარტოდ დარჩენილი, სავარძელში გადაწოლილი გიო , გულში ცოლს და ცოლის ყველა დაქალს აგინებდა , დარწმუნებული იყო , რომელიმე მათგანის რჩევის გამო იყო ამ გაუგებრობაში მოხვედრილი . ზურას გასვლიდან ორიოდ წუთში  მუსიკა ჩაირთო(ტექნიკა ფანტასტიკის ზღვარზე__გაიფიქრა),    თავისდაუნებურად თვალები დახუჭა, მაინც აქ ვარ და ბარემ გავაკეთებ, რაც მითხრა  ამ გადარეულმა,  იქნებ მართლა მეშველოს,  და ხრს, ძახილი დაიწყო , ხმამაღლა ხრიალმმა, მუსიკის სმენის საშუალება არ მისცა, მერე გულში სცადა ,ღრიალ-ხრიალის გაგრძელება,  შედეგი იგივე იყო , არანაირად არ გამოდიოდა მუსიკის სმენა და თან ეს ვარჯიში.    მერე გაახსენდა, მუსიკა მხოლოდ ფონის როლი    ჰქონდა  და მთელი კონცენტრაცია , ხრს ძახილზე გააკეტა , საკმაოდ ძნელი ვარჯიში გამოდგა , თუ უწყეტად ცდილობდა ძახილს ხ და ღ ქრებოდნენ  და მხოლოდ რ რჩებოდა , ხრ, ხრ,ხრ,ხრ  მხოლოდ წყვეტით , პაუზებით იყო შესაძლებელი რომ გეძახა, ეს კი  ძალიან ჰგავდა გაფუჭებულ მანქანის დაქოქვის მცდელობას,    "ასე  ვერ გავფრინდები," რაღაცა  სხვანაირად იყო  გასაკეთებელი, კინაღამ სასოწარკვეთამ შეიპყრო, ჯერ გადაწყვიტა    ზურასთვის  დაეძახა  და  რჩევა ეკითხა,  მაგრამ შერცხვა , "ხრ" , როგორ ვერ უნდა ვთქვა  სხვის დაუხმარებალადო ,  ვგავდე გაფუჭებულ მანქანას, მაგის დედაცო და  ხრ , ხრ , დაიწყო,  კარგა ხანს  იძახდა ასე ,  (დარწმუნებული იყო  ვარჯიშისთვის განკუთვნილი  დრო გავიდა კიდევაც),  რომელიღაც ხრ-ზე  , რაღაც დაიძრა და მუსიკიც გაარჩია ხრ-ებთან ერთად,  წინსვლა  აშკარა  იყო  , გააგრძელა.    მერე  გაორება იგრძნო  და  იმ მეორე მემ  ტვინის  იმ  ნაწილზე,  რომელსაც ძირითადი დავალება უნდა შეესრულებინა  (გახსენება  ადამიანებისა)  პასუხისმგებლობა აიღო.  არანორმალური , მანამდე არგანცდილი  შეგრძნება  დაეუფლა,  დრო თითქოს ჟელესებური  და მატერიალურად  ხელშესახები გამხდარიყო.    და ამ  ჟელესებურ მასაში მისი  ცხოვრების  სხვადასხვა  კადრები    ფოტოებად აღბეჭდილიყო,  რომელ  ფრაგმენტისკენაც  გაიხედავდა  ,  ის კადრი  ცოცხლდებოდა    და კადრში    გაშეშებული  ადამიანები მოძრაობას იწყებდნენ ,    თავის თავსაც ხედავდა    იქ.  აკვირდებოდა    და ერთდროულად განიცდიდა  მონაწილის და დამკვირვებლის მდგომარეობას,  პატარ პატარა აღმოჩენებსაც აკეტებდა ,  მიხვდა  რომ  არ ყოფილა      ერთიანი  და რუსულ მატრიოშკასავით , უამრავი  შრე(მე) ყოფილა მასში.    ერთ-ერთ    კადრს  დააკვირდა , თავის სახლი დაინახა , სამზარეულოს მაგიდასთან    თვითონ    და  ზაზა სხედან , იქვე მარიამი დგას , ზაზა  მარიმისკენ იყურება , რაღაცას ეუბნება.
                                                     
                                                                      იმ ღამის ამბები

ის  ღამე  გაახსენდა თავიდან.    "გვიან  მოვიდა 12 იქნებოდა" გაიფიქრა და კადრი თვითონ დატრიალდა  დასაწყისისკენ.
მაშინ ,ოთხი წლის წინ , ზაზა ,  ღამის 12 საათზე  მოადგა.  გიოს  საძინებლის ფანჯარაზე დააბრახუნა და გიო, გიოს ძახილი დაიწყო, მთელი უბნის გასაგონად.   
აი,  ხედავს  თვითონ ტელევიზორთან ზის, დიდ ოთახში.  მარიამი შემოდის  "გიო    ზაზა  იძახის." კედლის  საათს    შეხედავს,  ცოტაც და  ახალი დღე დაიწყება.    ეზარება ადგომა , იცის  რაც მოელის, დალევა  არ უნდა,  მარიამს თხოვს;    "მარიამ ჩემზე  უთხარი; შუადღისას რომ გავიდა მერე არ მობრუნებულა-თქო.    მარიამი გადის და ფანჯარას აღებს , ესმის გიას  ხმა,  ფანჯარაში  მარიამს , რომ  ეუბნება ; " მარიამ ,  ვიცი სახლშია ,    ცოტახნით შემოვალ ,  ცოტას დავლევ, ცოტაც ვისაუბროთ  და მერე წავალ,  მომენატრეთ თქვე ოხრებო. 
რა გინდა რომ უთხრა?
ამ მომენტიდან დამკვირვებელი  გიო  ქრება    და    რჩება  მარტო  ერთი , ის ვინც იმ    დღეს  ზაზას  სახლში დახვდა.    ზაზას, ხიბლი ჰქონდა, თვითონ დიონისესი, ხმა რომ გესმოდა მისი, უკვე დალევა გინდებოდა და თუ    პირისპირ დაგელაპარაკებოდა,  უშანსოდ იყავი,  დალევაზე უარს  ვერ    ეტყოდი,    სმით  კი მაგრა  სვამდა,    თანაც  თითქმის ყოველდღე,    ძნელი ასახსნელი  იყო,  ამდენი სმის შემდეგ, როგორ  ინარჩუნებდა    ნათელ  გონებას,    სწერდა  სტატიებს    ჟურნალებსა  და გაზეთებში , ახერხებდა პოლემიკაში გამოწვეული ავტორები    გაენედგურებინა  ინტელექტითა  და  მხოლოდ მისთვის დამახასიატებელი  აზრთა  მოულოდნელი    წიაღსვლებით.    მერე  კვლავაც  ვითომც არაფერი ,  სმა გაეგრძელებინა.    მერე ისევ ეწერა.  ასე გამუდმებითა  და მონაცვლეობით.  ხოდა, ასეთი    ზაზა ესტუმრა იმ ღამით,  რაღას იზამდა, სახლში შემოსული ზაზა მეწყერი იყო და სჯობდა მასთან ერთად შენც მეწყერად ქცეულიყავი , ვიდრე მეწყერის მიერ, მიწის პირიდან აღგვილ ობიექტად.
-              გიო , როგორ ხარ ძმაო,    დავიჯერო  არ მელოდი ? - თან გაუღიმა.
- მე არ გელოდი?  გულისფანცქალით გელოდი ზაზა , ამქვეყნად  ყველაზე დიდი სულელი  ის კაცი  მგონია , ვინც  შუაღამისას  შენ და გოდოს არ  გელოდებათ.
- მარიამ , მარიამ , სად ხარ?  ნახე , რა მაგარი რამე სთქვა  , გივარგიმ--მარიამს გასძახა . 
- მიდი, მიდი გაიხადე ეგ "კურტკა " სველი  ხარ სულ. ეგრე მაგრად    წვიმს გარეთ?
- არა , მაგრად    არა.  ცრის  ცოტ-ცოტას, მაგრამ ბევრი ვიბოდიალე და მაგიტომ დავსველდი.
- მაგიდას  მიუსხდენ  სამზარეულოში.  მაიტა  რა , ცხელი ჩაი დამალევინე , შენ ყოველთვის კაი  ჩაი გაქვს.
- ოთახში მარიამი შემოდის.  მარ , მიდი რა წყალი  შეაგდე  ქურაზე, ჩაი დავალევინოთ სტუმარს. 
- სხვა თუ არაფერი უნდა , მაგას ბევრს დავალევინთ- გაეცინა მარიამს.
- ეე, მარიამ , ხომ იცი მარტო ჩაი  არ გამოვა.  მართლა რა  გაქვთ დასალევი?
- ხომ , გეუბნები შენ ყოველღამ გელი მეტქი , შეეკითხე მარიამს , რომელ საათზე მოვიტანე არაყი.
- მარიამს არა , შენ  შეგეკითხები. რომელზე?
-              10 იქნებოდა , ვოვას მაღაზია უნდა დაეკეტა, რომ გავარდი და ბოტლი "ტრიუმფი" ვიყიდე.
- ეე, მაისუსტებ რა, ერთი  ბოთლი  რამ გაყიდინა , ეგ გვეყოფა ეხლა მე და  შენ ?
- ერთი იმიტომ ვიყიდე ჯიგარო , რომ ერთი ბოთლიც სახლში მქონდა, მაშ.
- ჩემი  ყველაზე გონიერი ძმა ხარ  შენ, უნდა დაგიფასო ეგ ამბავი და მოლოდინი რომ არ გაგიცრუო , ყოველ  ღამე უნდა მოგაკითხო ჩემო გიო.- გიოს დამანჭულ სიფათს  რომ შეხედა  და  "კაი  , გეხუმრები იმაზე ხშირად არ მოვალ ვიდრე ჩვეულებრივ მოვდივარ" - ჩვეულებრივს გიო შეგუებული იყო.
- საჭმელი ბევრი არაფერი გვაქვს, ზაზა.
- ბევრი რად გვინდა, ყველი გააქვთ?
-              კი ბატონო.
- პური ?
-              პურიც.     
-              აბა  ბოლოკი , ისედაც მაგიდაზე დევს  და  მეტი რა გვინდა? 
- მეტი, ქალბატონ მარიამს ვთხოვოთ , საცავებში ექნება გადანახული რამე. მარიამ დაგვეხმარები?--  მარიამს გასძახებს გიო.
- დაგეხმარებით , თქვე საწყლებო, აბა მაგ არაყს მხოლოდ  ყველი და  პური  ეყოფა, თევზის  კონსერვი მაქვს ორი ქილა და ხახვს დაგიჭრით კიდევ, ხომ გეყოფათ?
- აუ, მარიამ ოქრო ხარ , მოდი რა, ხელზე უნდა გემთხვიო, ზაზა  ხელს გამოარტმევს მარიამს და აკოცებს.
- იმდენი საჭმელი გვაქვს, ზიმპოს ხომ არ დავურეკო, სახლში დავტოვე ეგ საწყალი , ეგეც მოწყენილი იქნება. 
-              ზაზა, ეხლა აფრებს ნუ აუშვებ, - კბილები გამოაჩინა მარიამმა და ზაზაც გაჩუმდა, მიხვდა ზედმეტი მოუვიდა არ იყო ეხლა ის  დრო ,  კიდევ ვინმე მოგეპატიჟა , ამასობაში ლამის პირველის ნახევარი გამხდარიყო.
- ბოდიში, მარიამ , ვაფრენ რა , დალეული მაქვს ხომ მატყობ და  "რამსები" ამერია,    არ  ვიცოდი,
ასე  გვიან რომ იყო.  ხომ მაპატიებ?
- გაპატიებ ზაზა გაპატიებ . 
- რატომ გამახსენდა იცი ზიმპო? ერთად ვიყავით დღეს და სახლში  კარგა მაგარი დაბაზუნებული მივიყვანე. 
-              ვინ გალახა , ან რას ერჩოდნენ?
-              უბანში ვის უნდა გაელახა?--  მე წავცხე პატარაზე, აღმზრდელობითი მიზნებისთვის.
- შენ? რატო? რა მოხდა?
- მარიამი ჭიქას აწოდებს  ზაზას, ---ცხელი ჩაით.
- მთელი  დღის  ისტორია  ეგ , მაგრამ რა გვაქვს საქმე?  მოგიყვები, როგორც  მოხდა ეგ ამბავი, –თან  ჩაის მოსვამს, – აუ როგორ მესიამოვნა ეხლა ეს ჩაი.
- მოკლედ , დღეს საღამოს  ზიმპომ და ალიკამ შემომიარეს,    სასაფლაოსთან რომ ცხოვრობს ,იმ ალიკამ.
- ეგ რომელი, თათრის ბიჭია როა ?
- ხო, ეგ.  მითხრეს იქნებ ფული  გაჩითო    საკვებისთვის ,  დასალევი  ზიმპოს  აქვს  და ჩავუსხდეთო.  მე რა  ფულიც მექნებოდა  შენც იცი, ჰოდა  "ოჩხარში"  ჩავიდით,    უკეთესი    რა  უნდა გაგვეჩითა?  შევედით რა, მაგ  "ზავედენიის", უფროსი  შოთიკო  იცი?  კაი  ბიჭია, წვალობს რა თავისტვის, პატარა ფულს შოულობს    და პატივისცემაც იცის, არ ეშლება ეგეთი რამეები. ვუთხარი შოთიკო ძმაო , ფული არა გვაქვს , მაგრამ ხო იცი რომ გეტყვი, მოვიტანთ    და  ჩაგახუტებთ მაგ ფულს , მოიტა დავსხდებით შენთან,  ღვინო ჩვენი გვაქვს  და პურმმარილი შენი "ზავედენიის" იყოს–მეთქი, რაზეა ბაზარი ძმაოო, მოკლედ შევთანხდით , რომ  პურმარილის ფულს  მერე გადავიხდით.  მოაცუნცულა  ზიმპომ  ღვინო  10 –ლიტრიანით და  დავიწყეტ სმა,    რომ ავცდით ნახევარს, რავი რა ჯანდაბა მოუვიდა და გარეკა ამ კრეტინმა.    რეზოს გოგო ჰყავს, ჩვენ მაგიდას ის ემსახურებოდა , უცხოებთან არ უშვებს, მარტო შინაურებთან, ვინმემ რამე რომ არ აკადროს, ხოდა ეს კრეტინი, დატვრა და  უშნო ლაპარაკი დაუწყო,  ვეუბნებით    მეც  და  ალიკაც,  ბიჭო გეყოფა, შენი ოხერი დედა ვატირე,    შოთიკოს  შვილია  შე პირქვე აფეტქებულო,  დაყენდი-თქო.  არა რა,  ეშმაკი რო შეუჯდება, ხო იცი კაცს , ხოდა რა უნდა მექნა? ვეუბნები ალიკას;  გამო გარეთ გავიყვანოთ ეს ოხერი, ეშმაკის განდევნა,  უნდა განახო  ქართულად-მეტქი.    გავედით გარეთ  და  ერთი, ორჯერ  დავუბაზუნე,  არ გავიმეტე , მაგრამ 130 კილოიანი  კაცი, რომ მოგცხებს , როგორი იქნება  ხო აზრზე ხარ,  რას მირტყამო მეუბნება  და თან გაქცევა უნდა,რას გამექცევა დაჭერილი მყავს,  მე კიდე ვეუბნები , სანამ არ მიხვდები, რატომ    გირტყამ მანამდე უნდა გირტყა მეტქი, ხოდა რო გამოიცნო , უკვე კაი ნაცემი იყო.
- ალიკა  რას შვებოდა?
- რა უნდა ექნა?  გავაფრთხილე,  არ  ჩაერიო,    თუ გინდა შენც მოცხე მეტქი,  მე არ გამაჩერო თორემ შენც იგივე მოგიწევს მეტქი.      რომ მოვრცი და ეს კრეტინი რომ მიხვდა რატომ ვცემე,    ეზოში  წყლით პირი მოვბანეთ, სისხლი მოვწმინდეთ, შევბრუნდით და    რამდენიმე  ჭიქა კიდევ დავლიეთ,  მაგრამ რაღაც ვეღარ გავაგრზელედ ხომ იცი როგორც ხდება,  დაგვრჩა იმ  ათიანში  ,  3 ლიტრამდე.
- მერე?
- რაღა მერე, მივაცილეთ  სახლამდე,  ალიკაც სახლში წავიდა.  მე  ეგრე ვერ დავრჩებოდი, ხომ  იცი  როგორი  ცუდია,    " ნედაპოი",  წამოვედი შენკენ, აბა  სად წავსულიყავი? და ისე გამიღიმე , ნაღდათ გულწრფელად ვუტხარი, რომ სხვაგან არც უნდა წასულიყო და  არც უნდა გაეფიქრა ეგეთი რამე. 
- მერე არაფერი უთქვია ზიმპოს?
- კი  თქვა.
- რა თქვა ?
- რა  კაი, ჰქენი ბიჭო  აზრზე , რომ მომიყვენეო , თორემ ხვალ უბანში თავი არ გამომეყოფოდაო. გადამკოცნა და სახლში შევიდა.
- ვა,  შენ გაიხარე ზაზა, მოდი დავლიოთ რაღას ვუზივარტ ,  საუბარი კაია , მაგრამ დალევაც ხომ გვინდა.  მოიტა ჩამოასხი ეგ არაყი.  გიო ჩამოასხამს და სადღეგრძელოს იზახის. 
- ზიმპოს გაუმარჯოს, ზაზა  შენ მაგარი კაი  საქმე ქენი , მაგრამ  მე  რა მიხარია  იცი ? კაცი რო თავის მიქარულს  მიხვდება  და ტრაკის თამაშს  არ დაიწყებს, არც  თავის მართლებას,  ალალად რომ იტყვის ძმებო შემეშალა ,  მადლობა მითქვია  რო  ჭკუაზე მომიყვანეთ და უარესისტვის არ გამიმეტეთო. კაი კაცია, ეგეთი კაცი , მობრუნებული კაცია ეგ  და მოდი ჩვენ უძღები შვილის, ზიმპოს, თამადობით    ყველას  უფლისკენ და  კაცობისკენ პირით  მობრუნებულს    გაუმარჯოს.
- ზიმპოს გაუმარჯოს  და  როგორც თქვი ეგრე იყოს, შენ აზრზე ხარ, ეხლა მაგისტვის რომ გეტქვა უძღები შვილი ხარ , ლანძღვა ეგონებოდა და რა დაგიშავეთო  გაგვიხურებდა.
დალიეს.
- მარტის  პირველი  ნახევარი  იყო. ,  გარეთ ცრიდა ცოტათი.  სვამდნენ, საუბრობდნენ და სიამოვნებდათ ერთად ყოფნა.  სამის ნახევრისტვის  ის  ტრიუმფიც  დალიეს და    მეორეც, შენახული.   
- მაშინ იყო ზაზამ რომ თქვა, მოდი გიო    ჩემთან ავიდეთ  სახლში, (ორსართულიანი სახლი ჰქონდა , ზემო ვერაზე) პირველ  სართულზე ,ჩემს  ოთახში შევიდეთ ძმაო,არავის გავაღვიძებთ , ისე შევალთ  ვერავინ გაიგებს, ცოტა ღვინო მაქვს სახლში , დილითკენ    10 –სთვის ზურა ამოვა ,    ღვინოს  ამოიტანს  და ვაშლის და ალუბლების  ნერგებს. ძველები ვეღარ ისხამენ  და  ახლები  უნდა დავრგა,  ბალღებმა  მთხოვეს  , მაგრა ელოდებიან.    დავრგოთ ის ხეები  ბალღებთან ერთად და მერე გავაგრძელოთ?  ჰა, როგორი აზრია? 
- მაგარია ეგ ყველაფერი, მაგრამ დაძინება არ გვინდა ბიჭო?
- ეხლა სამის  ნახევარია,  ჩემტან რომ ავალთ  3  იქნება.      ექვსამდე გავძლოთ, პირველი ჩიტი რო შეიფრთხიალებს,  მაშინ დავწვეთ,  ჩემს ტახტზე დაგაძინებ,  4 საატი    ძილი გვეყოფა,  მერე  ზურაც მოვა.
- ეგრე ვქნათ,  გიო ეთანხმება.  მაგრამ  იცი    რას  ვიზამ?  მარიამს 20 ლარს გამოვართმევ, ზემელზე შევიაროთ , რამე საჭმელი ვიყიდოთ და ისე ავიდეთ ეგრე არ აჯობებს? 
- არ  გინდა მერიდება მარიამის.
- მაიცა რა , ერთ კვირაში ხელფასს ვიღებ და მივცემ უკან.
- ხელფას თორემ შენც მუთაქები არ გაავსო.
- პატარა მუთაქა გვაქვს ჩვენ და ვავსებთ ,  ნუ    გეშინია.
- მაშინ,  უთხარი რომ ეგ შენი აზრია ?   
- რა არი ჩემი აზრი?
- ფულის გამორთმევა, მაგრა მერიდება  , გაგიჟდება გოგო, მოვედი ვიხმაურე , დავლიეთ და ეხლა  საერთოდაც  სახლიდან გამყავხარ , თან ფულს ვარტმევთ , შემიძულებს რა ეგ გოგო.
- არ შეგიძულებს , მაინც უყვარხარ.
- კარგი, მაშინ გარეთ დაგელოდები.
საძინებელში    შესულს მარიამი მღვიძარი ხვდება , ტუჩებზე ხელს  იდებს:
– ჩუმად გიო ,არ იხმაურო ბავშვებს სძინავთ.  წავიდა ეგ გადარეული? 
- გარეთ მელოდება. 
- რა ხდება? 
- მარი  არ გაბრაზდე რა?
- რა იყო?  რატომ უნდა გავბრაზდე?
- უნდა გავყვე  მაროოო (ო-ს აგრძელებს რომ არ გაბრაზდეს)ზაზას, სახლში, ხვალ დილით ხეები უნდა დავრგოთ და ავყვები,  რაღაც სხვანაირად არი და  ეხლა მარტო რო დავტოვო  ცოდოა,  არ გეწყინოს.   
- მე არ ვარ ცოდო?
- შენც ცოდო ხარ, მაგრამ შენ მაინც ლოგინში ხარ, ეგ  კიდე ქუჩაში მელოდება,  ეგრე  ხომ  მეც ცოდო ვარ,  თან  შემოგითვალა, რომ ძაან უყვარხარ და იმ ვარდის  ვარდის ნერგსაც გამომატანს  შენ  რომ მოგეწონა,  ხო გახსოვს , ნატოს დაბადების დღეზე , რომ  ნახე ეზოში?
- კაი , კაი წადი , ოღონდ არ  იგიჟოთ    ძალიან და ფრთხილად იარეთ.
- ხო არ მოგვიტაცოს ვინმემ,  ფრთხილად ვივლით.
- მოტაცებიტ ვის რად უნდიხართ , მაგრამ  ნახავთ  ერთხელაც შეგჭამთ მაწანწალა ძაღლები.       
- მაგათზე ნაკლები მაწანწალას......
- ჩუუ,  ნუ მაცინებ , კაი , წადი  დროზე.
- კიდევ  რა უნდა გთხოვო იცი?    ერთი  ათი-თხუთმეტი (20 ვერარ გარისკა)  ლარი    გექნება შენ, შენახული  და მომე  რა.
- მაქვს, მაგრამ ხომ  იცი ,რისთვისაც მაქვს ეგ ფული?
- ვიცი და რა გინდა, ვფიცავარ,  ხელფასს როგორც კი ავიღებ ,"ჟელეზნად" ორმაგად  დავაბრუნებ.
- კარგი,  წიგნების  კარადა გამოაღე  ,"დანაშაულ და სასჯელშია"  ჩადებული და აიღე, ოღონდ მეტი არ გააყოლო ხელს.
- ვა, წიგნი მაგრა შეგირჩევია.












 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები