 | ავტორი: ამუტადორი ჟანრი: პროზა 5 სექტემბერი, 2008 |
ისევ მოვკალი იმედი და საკუთარ ცნობიერებას მივეცი უფლება თვითმკვლელობის, მე ვეღარ შევძლებ თითების მოხრას სამყაროს მიღმა და ვეღარ გავყვები ხერხემალს გვირაბის გავლით გარყვნილებაში... მინდა ვისუნთქო მხოლოდ ავტომობილების გამონაბოლქვით, დავხიო სინათლე და გავჟიმო ეს დილა, როგორც უკანასკნელი მეძავი... ძალიან მცივა, მინდა უსასრულობაში გავიხრწნა, ვიცი იქ ახალი დასაწყისი მელის შიშველი და თბილი... ჰორიზონტს მიღმა სიკვდილი გადაიღალა, მასაც მობეზრდა ჩემი ძებნა ისევე, როგორც მე კოკაინის სურნელში ამღვრეულ გრძნობებთან ერთად... თვალებიც გახმა, მუტაცია გარდაუვალია, თვითმკვლელობას აზრი აღარ აქვს, მე უკვე მკვდარი ვარ, შავ სავარძელში მოკალათებული... მარჯვენა ხელში სისხლიანი ნაგანი მიჭირავს, ქუსლებთან რუსი ქალღმერთი ასვენია, ჩემი თითები მის ოქროსფერ თმებში კვდებიან, ჩვენ სარკეებს მიღმა მივყვებით სიგარის ტალღოვან კვამლს, ალმოდებულ ეიფელის კოშკამდე... _მხოლოდ თქვენს შემდეგ ქალბატონო... _თქვენ რა გესმით, თქვენ ვერ გამიგებთ... _მე არაფერი მესმის, უბრალოდ ღრმად შეისუნთქეთ თეთრი, სიგიჟეც აქვეა... დაე ისევ დაგვცინოს აღმოსავლეთის ბოროტმა მზემ და ჩვენ აღარ ვართ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. შე მათხოვარო ! ესე უნდა დაიკარგო ? ერთი არ მომწერო....
შემთხვევით არსად გადამეყარო, შე უბედურო !
ეს კაია .. მაგრამ მსუბუქია შენც კარგად იცი :)) შე მათხოვარო ! ესე უნდა დაიკარგო ? ერთი არ მომწერო....
შემთხვევით არსად გადამეყარო, შე უბედურო !
ეს კაია .. მაგრამ მსუბუქია შენც კარგად იცი :))
7. უცნაური ხედვა გაქვს და საინტერესო. აქვე მოგიკითხავ, დაკარგულო:) უცნაური ხედვა გაქვს და საინტერესო. აქვე მოგიკითხავ, დაკარგულო:)
6. იქ ახალი დასაწყისი მელის-შიშველი და თბილი. ეს მომეწონა, ამიტომ 3 იქ ახალი დასაწყისი მელის-შიშველი და თბილი. ეს მომეწონა, ამიტომ 3
4. ალბათ თქვენც მართალნი ხართ მაგრამ მე მაინც... :) ალბათ თქვენც მართალნი ხართ მაგრამ მე მაინც... :)
2. არის ამაში რაღაც ლემისეული, მაგრამ ძალიან დატვირთულია ხელოვნური და არასაჭირო ნივთებით. 3+1 და წარმატებები არის ამაში რაღაც ლემისეული, მაგრამ ძალიან დატვირთულია ხელოვნური და არასაჭირო ნივთებით. 3+1 და წარმატებები
1. ცოტა ძლივს მივხვდი რა უნდა გეთქვა, ნეჩევო, არ გეწყინოს პატარა დახვეწა უნდა ცოტა ძლივს მივხვდი რა უნდა გეთქვა, ნეჩევო, არ გეწყინოს პატარა დახვეწა უნდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|