ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენ ისევ შენ
ჟანრი: პროზა
29 მარტი, 2011


  ჩამოტვირთვა

სიცოცხლის ცეკვა

მოოიცა ჯერ მუსიკა არ ჩართო არ დაწყებულა ჩემი სისულელე  ჯერ მინდა გითხრა რომ ეს ნაწერი არ იქნება დაგეგმვით დაწერილი რასაც კი გავიფიქრებ პირდაპირ დავწერ და წინასწარ არაფერს არ დავგეგმავ. ნაწარმოებში მოქმედი პირები არ არიან რეალურები და რეალობასთან ყოველი დამთხვევა უბრალოდ შემთხვევითობაა.  ჩართე მუსიკა ვიწყებ!!!!

–ელე ელეე გამოფხიზლდი არ მისმენდი გოგოოო!!! რა გჭირს ჩვენი გამოსვლაა.
–ვიცი თემ ვიცი მეშინია. ჩამეხუტე.
–ხო კარგი ეგ თუ დაგაწყნარებს.
–მაინც მეშინია.
–თქვენი ჯერია ბავშვებო. აბა წარმატებები!
ორივემ ღრმად შეისუნთქა და ნაბიჯი სცენისაკენ გადადგეს
–თეემ!
–რა გინდა ეხლა მაინც?!
–მოვეწონეთ ჟიურის?
–მერავიცი გოგო ჯერ ვიცეკვოთ.
–ხო კარგი კარგი.
–მოემზადე ეხლა დაიწყება.
მუსიკაც ჩაირთო. თვალები ერთმანეთს ძლიერად გაუყარეს ისე რომ ვერაფერი ჩადგებოდა მათ შუა. მათი ყოველი მოძრაობაც სწორედ ერთმანეთზე გადაბმული და მტკიცე იყო. ჩვეულებრივი ადამიანები მხოლოდ აღფრთოვანებულები შესცქეროდნენ. მე კი რაღაც სევდა მომაწვა, მათში რაღაც ძლიერ კავშირს ვხედავდი ისეთს როგორიც მე არ განმეცადა. ეს სწორედ კიდევ ერთი ისეთი დღე იყო როდესაც მე შევძლებდი რომ ყოველივე  ცუდი ოდესღაც მომხდარი გადამევიწყებინა
ცეკვა დამთავრდა.
–თემ მოეწონათ!
–კი მოეწონათ. მოეწონათ
–ნეტავ ვხედავდე.
–არაუშავს დასანახი არაფერი რაც მთავარია ხომ გესმის. ხოდა მე როგორც ყოველთვის შენი თვალები ვიქნები.
–ხომ არ მიმატოვებ? არ მინდა თვალები კიდევ დავკარგო. თვა თვალ.ე.ბი  და შენ
მე ხომ მეტი არაფერი გამაჩნია
სცენიდან უკვე გასულები იყვნენ, მაგრამ ფეხზე წამომდგარი ხალხის ტაში არ ჩერდებოდა. 
–თემ ჩამეხუტე.
ჩაეხუტა, ნიკაპი შუბლზე მიადო. ელე მის სუნთქვას გრძნობდა.
ასე იდგნენ სანამ ზურგში ცივმა სუსხიანმა  ქარმა არ დაუბერათ.
ეს სიცივე თითქის სასიამოვნოცკი იყო.
ნელი ნაბიჯით განაგრძეს გზა სახლისაკენ. მათი სახლიც მათ ჰგავდა. პატარა თუმცა დიდი გულით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს