ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2011


როცა ასეთი გაზაფხულია...

ტუჩებს გემო დაჰკრავთ ცხელი შოკოლადის,
ვნებამ განუმარტა სხეულს ტრანსკრიფცია.
სურვილს მივაკითხე, ვნახე, როგორ არი,
მთელი ზამთარი ხომ ხმა არ გამიცია...
მიწამ გაზაფხული უკვე ილოგინა,
ირგლივ სურნელია ახალშობილების.
ჩაკეცა თითები ნაზამთრალ ლოდინმა
და ზედ საყელოსთან შეიხსნა ღილები...
მოდის გაზაფხული მწვანე კორდებიდან,
მოჰყავს სიყვარული უნაზეს ხელკავით.
თეთრად გაიპუდრა ნუშმა ტოტები და
ჩიტები მხიარულ ”ჩიკ-ჩირიკს” ცეკვავენ...
მზემ გამოიხედა ღრუბლების პლისედან,
მაისის წვიმებმა ცას პირი მობანეს.
ცა ბარათშებმული მტრედებით ივსება,
სულიერ მონადებს სჭირდები, მონ ამი...
            01.04.11

  * * *
ვიცი, ის კაცი ხარ, ნეკნში რომ გაგივლი
ტკივილად, შენ იტყვი, - რა მოხდა, ჭვალია.
მე შენში ვსახლობდი წლების ტუსაღივით
და გარეთ გამოსვლა მომინდა ძალიან...
ვიცი, შეგაწუხა უეცრად სულდაცლამ,
სუნთქვა შეგიგუბა ნატეხმა ნეკნიდან.
ჰო, შენი სარკმლიდან მოჩანდა ცუდად ცა,
შენ კი უცაობა ფეხებზე გეკიდა...
            22.10.09



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები