ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2011


ვცვიოდი ფოთლებად

ვცვიოდი ფოთლებად
ვცვიოდი ფოთლებად, ვცვიოდი ოცნებად
ჩემი ბავშვობის ხიდან,
ვტიროდი, ვტიროდი კვირტებად ობლებად,
ვცვიოდი საფირის ციდან.

ვიწვოდი ლანდებად,  და შუშაბანდებად
მოვიდა აპრილი ჩემში.
ზამთარმა გამიძლო, ყინვებმა ამიკლო...
და ვდგევარ იებით ხელში.

ჩემმა თებერვალმა ლექსი მომიქსოვა,
მთვარემ მომიქარგა წინდა;
მარტმა ზამთრის კუდი უმალ მოიშორა,
ჰგავდა ნაწყალობევს ციდან.

ასე არ დამდგარა ადრე გაზაფხული,
ასე არ  დამდნარა თოვლი,
ასე ატმის რტოებს ნუშებთან შური–მური
ჩუმი გაუბიათ, შორი.

მოვიდა ხატებად, მოვიდა სანთლებად
ჩემი ქალობის ჩადრი;
ეს იყო რაღაც ულევი ნათება,
რაღაც უხილავი მადლი.

ვცვიოდი ფოთლებად, ვცვიოდი ოცნებად
ჩემი ბავშვობის ხიდან.
ახლა ქალი მქვია, გინდ გაიოცეთ და,
ახლაც მოფერება მინდა.
                                14.03.11







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები