ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუშისთვალება
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2011


წერილი უფალს

Letter first
გამარჯობათ,გუშინ ჩემი შეყვარებული ჩამოახვრჩეს.
მე გრეტა ვარ და დახეულ კაბაზე მცნობენ.

დღეს მისი სიკვდილინად სულ რაღაც 1დღე გავიდა და სიმართლე გითხრათ ახლაც  ვიცი რა მოეწონა ჩემნაირ დამტვერილ გოგოში.
მოხეულ კაბის ბოლოს მივათრევდი კიბეზე და მწვანილის გამყიდველ ქალს ხურდის დასაბრუნებლად ხელს ვუწვდიდი,რომ შემამჩნია თურმე.
უბრალოება მიყვარსო შენში- მეუბნებოდა ხოლმე. მაგრამ იმ წუთას ჩემთვის ნაყიდი მწვანილისგან დარჩენილი ხურდა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რადგან შემეძლო 3 ასეთით თბილი წინდა მეყიდა ბეტისთვის.

ბეტი ჩემი დაა და სისხლის გათეთრება აქვს..

მტკინვეულია ჩემთვის ყოველი დღის გათენება რადგან ისევ მშიერი კუჭით მიწევს ძილი,დიდად არ ვდარდობ არც უსახსრობას და არც შიმშილობას,მე რა მიჭირს ახალგაზრდა ვარ,ბაღში დარგული უსარგებლო მცენაარეებით ვიკვებამ თავს მაგრამ ბეტის მშიერი სახის ატანა კი მიჭირს ძალიან..
ღმერთო ვიცი,რომ მაპატიებ  რადგან მხოლოდ შენ თუ იცი არასდროს მდომებია რამის მოპარვა.,
პური მოვიპარე იმ დღეს,შავი..
მამამ მეზობლისგან ნათხოვარ ''პლიტაზე'' ზეთი გააცხელა და გვქონდა ვახშამი საღამოს.

ღამეც მიტირია ღმერთო.

გუშინ ჩემი შეყვარებული ჩამოახვრჩეს,რომ ცადა ჩემთვის 1 ცალი წითელი ვარდის მოპარვა..
ისიც ხომ იცი,რომ მასაც არ უნდოდა ღმერთო..
უამრავი ხალხი ეხვია გარს თითქოს მათ შორის მომწყვდეულ სუსტ არსებას..
ვიცი იმასაც მაპატიებ ლოცვის წიგნაკი,რომ დავწვი ღმერთო...

რა ტკივილიანი ფანჯრები აქვს ყველა სახლს..

ძვირფასი მაღაზია გაიხსნა გუშინ ცენტრში.მდიდრული მაქმანებიანი კაბებით სავსე იყო პირველი სართული,ზემოთა განყოფილებაში კი შეძლებული ქალების ქმრები ფრანგულ დუხებს ათვალიერებდნენ მეუღლეებისათვის.
მე შევიპარე,შევიპარე თორემ ვინ შემიშვებდა.

მაშინაც მეტირება ღმერთო როცა ქუჩაში ხალხი ამაზრზენი თვალებით მიყურებს და მათხოვრისთვის მიგდებული ხურდასავით უსარგებლოდ მკრავენ ხელს..

1 წელია რაც დედა შენთანაა ღმერთო.ვიცი,რომ კარგად ექცევი რადგან წასვლისას დედა დამპირდა, რასაც მოისურვებ ღმერთს თხოვე და ყველაფერს აგისრულებსო.მე პირველად კამფეტები გთხოვე ღმერთო... ახლა გევედრები დედა დამიბრუნო..

ლუკა მაინც გააცოცხლე ღმერთო..

ახლა უნდა წავიდე მამა მეძახის სახლის სახურავიდან თოვლის გადმოყრაში უნდა მივეხმარო.
მერე მოგწერ,ძალიან მიყვარხარ ღმერთო..

Letter second

ახლა ძალიან გვიანია მაგრამ მაინც მინდა მოგწერო ღმერთო.
გუშინ მამამ ფეხი იტკინა და ისევ მე მომიწია მეზობელთან სათხოვრად წასვლა. არასდროს მიყვარდა სხვისგან რაიმეს წაღება ამიტომ ტყუილი ვარჩიე და იმ ღამეს ცივად ვიჯექით მე მამა და ბეტი.

არაუშავს მალე გაზაფხული მოვა. ჩვენს სახლთან ახლოს საცხობია საიდანაც ყოველთვის გამოდის საოცარი სუნი.მე ყოველთვის ვიწყებ ცეკვას ამ საოცარ სუნზე და ჩემს თავს ვარწმუნებ ''არ მოიპარო,გრეტა''.

ახლაც გაყინული ხელებით ვატრიალებ კალამს.

წეღან მამამ დამიძახა გვერდზე დამისვა და უნდა გითხრაო...
მე არ მჯერა მამასი რადგან ვიცი ჩვენ არ ჩამოგვახრჩობენ.
შენ ხომ გიყვარვართ ღმერთო?

ისევ უნდა წავიდე ღმერთო.
დღეს უკვე მეორედ გწერ,ახლა მაინც მიპასუხე წერილზე ღმერთო...



ავტორის მინაწერი:        ამ დღიურს სახლთან ახლოს,ვაშლის ხის ქვეშ მიწაში ჩაფლულს წავაწყდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები