 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 22 აპრილი, 2011 |
ცივ ოფლად რატომ იწურები, რა გაცახცახებს, მცირედ მრწმენო, არ გესმის ჩემი?
ორიათასი წელიწადია... იქნებ მეტი, იქნებ ნაკლები, თვალახელილი ვეხეტები და მაშინ, როცა გულმოდგინედ ნამარხულევი, ხსნილნაგემები მორწმუნენი უფლის აღდგომას მოელიან, წინ კი წითელი პარასკევია, ჰო, აი ამ დროს, არემარე ზეთისხილის ან მარადმწვანე ბზის ტოტებით რომ გაივსება, ისმის ,,ოსანა'', ღამღამობით გეცხადები ჩამოძონძილი ძილ-ღვიძილს გირევ, გეუბნები:
- მე დაბადებით ბრმა ვიყავი. არგნის კაკუნით დაბა-დაბა მივყვებოდი ერთ მბჟუტავ წერტილს, სხვები რომ იხსნა, ერთი შეხებით, ერთი შეხედვით, ერთი სიტყვით რომ გადაარჩინა, მაგრამ როდესაც ყველა თავის წილ სასწაულს ელის, უკან მდგომს ვინმე წინ დაიყენებს ?
იქ, გოლგოთაზეც, მოყაყანე ბრბოში ვერიე. ვიდექი ბნელში, ცას სწვდებოდა ხალხის ხორხოცი. ზოგი ტიროდა, ვიღაცას გული მისდიოდა, ხოლო ვიღაცა ჩურჩულებდა იმ ღრიანცელში. უბრად ვიდექი, მოწმედაც არ გამოვდგებოდი და ოდეს ჟამმა მოაწია, ვიღაცამ მძიმე მუჯლუგუნით წინ გამიგდო და ხელში ჩამიდო რაღაც მძიმე, თავის ტორებით - მარწუხებით მაჯიანად ჩამბღუჯა და უცებ ვიგრძენი, თავიდან როგორ შეფერხდა დარტყმა, მერე თავზემოთ თითქოს ორმოში ჩავარდა ხელი. მერე მარჯვენა მაჯა ჩამითბა მერე ჩამთბარი ხელისგული თვალზე მოვისვი და მე ვიხილე მაცხოვარი, ვიხილე სისხლი, იმის ფერდიდან გადმომჩქეფარე. ძირს ეგდო შუბი მეც ძირს ვეგდე თვალახელილი, წერტილი გაქრა. სიბნელეა მჭახე ნათელიც.
მოხეტიალე გრაალი ვარ, პირველგრაალი არავინ მეძებს, რადგან არავინ მომისაკლისა. მაცხოვრის ნებით ავაზაკსაც გაეხსნება სასუფეველი, ჩემთვის კი, ჩემთვის არც სამოთხეა, არც ჯოჯოხეთი, მე - შენი სიზმრის კარი მერგო, გავიტკეპნე შენკენ სავალი. ამ ერთხელ მაინც მიპასუხე, წითელ პარასკევს! მე ცოცხალი ვარ თუ მკვდარი ვარ, მსხვერპლი თუ მკვლელი, მადლი მერგო თუ განაჩენი? ხმა, ხმა გამეცი მცირედ მრწმენო, შენ გელოდები, მაცხოვრის სისხლით სამუდამოდ თვალახელილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. კარამბა :დ რა არის ეს :| მე რომ ის ვიყო ვინც ვგონივარ ამ საიტის უმრავლესობას (მხოლოდ დამწუნებელი :დ) ამ გვერდზე არ შემოვიდოდი იმიტომ რომ ამდენ იმედგაცრუებას ჩემი გული ვერ აიტანდა :დ ძალიან კარგად წერთ, ძალიან. კარამბა :დ რა არის ეს :| მე რომ ის ვიყო ვინც ვგონივარ ამ საიტის უმრავლესობას (მხოლოდ დამწუნებელი :დ) ამ გვერდზე არ შემოვიდოდი იმიტომ რომ ამდენ იმედგაცრუებას ჩემი გული ვერ აიტანდა :დ ძალიან კარგად წერთ, ძალიან.
13. ღმერთთან სიახლოვის განცდა ავტორისთვის უცხო ნამდვილად არაა! მშვენიერია! წარმატებები! ღმერთთან სიახლოვის განცდა ავტორისთვის უცხო ნამდვილად არაა! მშვენიერია! წარმატებები!
12. ჭეშმარიტად აღსდგა! ძვირფასებო, აღდგომის ძალი და მადლი არ მოგკლებოდეთ! ჭეშმარიტად აღსდგა! ძვირფასებო, აღდგომის ძალი და მადლი არ მოგკლებოდეთ!
11. ქრისტე აღსდგა, ქალბატონო ნინო!
გფარავდეთ!
ლექსს ჩემი მოწონება და მაქსიმუმი! ქრისტე აღსდგა, ქალბატონო ნინო!
გფარავდეთ!
ლექსს ჩემი მოწონება და მაქსიმუმი!
10. მე ვერაფერი გავიგე დღემდე!!!
ღირებულს არ კითხულობენ და არ აფასებენ??? მე ვერაფერი გავიგე დღემდე!!!
ღირებულს არ კითხულობენ და არ აფასებენ???
9. "სიბნელეა მჭახე ნათელიც..." შესანიშნავია!...
"მსხვერპლი თუ მკვლელი, მადლი მერგო თუ განაჩენი? ხმა, ხმა გამეცი მცირედ მრწმენო, შენ გელოდები, მაცხოვრის სისხლით სამუდამოდ თვალახელი"
პოეზია ღრმა შინაარსითა და სათქმელით, ალუზიითა და შესრულების მაღალი ტექნიკით! წაიკითხეთ, მეგობრებო!
"სიბნელეა მჭახე ნათელიც..." შესანიშნავია!...
"მსხვერპლი თუ მკვლელი, მადლი მერგო თუ განაჩენი? ხმა, ხმა გამეცი მცირედ მრწმენო, შენ გელოდები, მაცხოვრის სისხლით სამუდამოდ თვალახელი"
პოეზია ღრმა შინაარსითა და სათქმელით, ალუზიითა და შესრულების მაღალი ტექნიკით! წაიკითხეთ, მეგობრებო!
8. არც სამოთხეა, არც ჯოჯოხეთი, მე - შენი სიზმრის კარი მერგო, :) არც სამოთხეა, არც ჯოჯოხეთი, მე - შენი სიზმრის კარი მერგო, :)
7. სადაც არ უნდა წავიკითხო ეს ლექსი, ყველგან ვიტყვი, რომ ეს არის უმაღლესი პოეზია, შინაარსობრივადაც, ფორმითაც, სახეებითაც და საერთოდ!!!
სადაც არ უნდა წავიკითხო ეს ლექსი, ყველგან ვიტყვი, რომ ეს არის უმაღლესი პოეზია, შინაარსობრივადაც, ფორმითაც, სახეებითაც და საერთოდ!!!
6. მშვენიერია. უბრალოდ მშვენიერი. და გასაკვირია ასევე , უბრალოდ გასაკვირი.... და იქნებ არც ?... რატომაა ზოგ ლექსზე 50+ კომენტარი , რატომაა აქ ასე ცოტა (იმედია ჯერ ...:) ) ალბათ მოდიდან გამოვიდა ასეთი ლექსები... არა ? მგონი მოდიდან " გამოიყვანეს".... კარგი, ეს როგორღაც გავაანალიზეთ, მაგრამ თემა , თემა ხომ არ დაძველებულა!... მე დავიბენი, მაგრამ იმდენი უნარი შემრჩა კიდევ რომ ეს სამწუხარო ფაქტი ავღნიშნო...:) 5. მშვენიერია. უბრალოდ მშვენიერი. და გასაკვირია ასევე , უბრალოდ გასაკვირი.... და იქნებ არც ?... რატომაა ზოგ ლექსზე 50+ კომენტარი , რატომაა აქ ასე ცოტა (იმედია ჯერ ...:) ) ალბათ მოდიდან გამოვიდა ასეთი ლექსები... არა ? მგონი მოდიდან " გამოიყვანეს".... კარგი, ეს როგორღაც გავაანალიზეთ, მაგრამ თემა , თემა ხომ არ დაძველებულა!... მე დავიბენი, მაგრამ იმდენი უნარი შემრჩა კიდევ რომ ეს სამწუხარო ფაქტი ავღნიშნო...:) 5.
5. ,,მოხეტიალე გრაალი ვარ, პირველგრაალი არავინ მეძებს, რადგან არავინ მომისაკლისა. მაცხოვრის ნებით ავაზაკსაც გაეხსნება სასუფეველი, ჩემთვის კი, ჩემთვის არც სამოთხეა, არც ჯოჯოხეთი, " ძალიან დიდი შთაბეჭდილებით დავრჩი. ამის დაწერას, ვფიქრობ, დიდი სულიერება სჭირდება . ,,მოხეტიალე გრაალი ვარ, პირველგრაალი არავინ მეძებს, რადგან არავინ მომისაკლისა. მაცხოვრის ნებით ავაზაკსაც გაეხსნება სასუფეველი, ჩემთვის კი, ჩემთვის არც სამოთხეა, არც ჯოჯოხეთი, " ძალიან დიდი შთაბეჭდილებით დავრჩი. ამის დაწერას, ვფიქრობ, დიდი სულიერება სჭირდება .
3. წარმატებები :) წარმატებები :)
2. მაგრამ როდესაც ყველა თავის წილ სასწაულს ელის, უკან მდგომს ვინმე წინ დაიყენებს ?
+5!!! მაგრამ როდესაც ყველა თავის წილ სასწაულს ელის, უკან მდგომს ვინმე წინ დაიყენებს ?
+5!!!
1. ძალიან მძიმეა. 5! ძალიან მძიმეა. 5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|