1986 წელი....შავი ზღვა.... - სოხუმისაკენ მიმავალი გემი, სავსე ახალგაზრდებით, ბავშვებით, ხანშიშესულებით...... სიცილი, ჟრიამული, მუსიკა, გართობა, ყვირილი -- ,,სოხუმი ჩანს, სოხუმი...’’
1993 წელი. შავი ზღვა. სოხუმიდან მომავალი გემი, სავსე ბავშვებით, ქალებით, ხანშიშესულებით, ტირილი, კივილი, ქვემეხთა ქუხილი, ყვირილი--,,აღარ ჩანს სოხუმი’’.
2011 წელი.... შავი ზღვა..... ბავშვების მიერ ხისგან გაკეთებული, აფხაზეთისკენ გაშვებული პატარა გემი (მგზავრების გარეშე)...... პატარების მოციმციმე თვალები- სავსე იმედით, რომ მათი შექმნილი გემი შევა სოხუმის პორტში...
20** წელი. შავი ზღვა... კვლავ სოხუმისკენ მიმავალი გემი...სავსე ახალგაზრდებით, ბავშვებით, ხანშიშესულებით. იალქანზე მოფრიალე საქართველოს დროშით....სოხუმის პორტში შესული გემისა და მგზავრების გამბული ყვირილი-,,ჩვენ დავბრუნდიიიით!’’.
მშობლიურ მიწას ჩახუტებული მშობლიური გემის ღუზა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. აუ დამაჟრუნატელა:) მადლობა.... აუ დამაჟრუნატელა:) მადლობა....
11. უუფ, მეტკინა.. ნეტავ როდის დადგება ეგ დღე! უუფ, მეტკინა.. ნეტავ როდის დადგება ეგ დღე!
10. ნეტავ მალე . . . ნეტავ მალე . . .
9. ხომ ვთქვი.... :) ხომ ვთქვი.... :)
8. შეგუებაა, რომ ღუპავს?!
იმედი? _ რატომაც არა?! შეგუებაა, რომ ღუპავს?!
იმედი? _ რატომაც არა?!
7. ძალიან....55555555 ძალიან....55555555
5. სკეპტიციზმი...
რეალობა...
სკეპტიციზმი...
რეალობა...
4. იცი? ადამიანი საერთოდ შემგუებლური ხასიათისაა, თუმცა მე ვინც კი მინახავს (სოხუმიდან წამოსული) - არავინ შეგუებულა ამ აზრს და არც არასდროს შეეგუებიან მგონი..... ღმერთმა გადმოგვხედოს და დაგვანახოს შავი ზღვა სოხუმის ნაპირებიდან... იცი? ადამიანი საერთოდ შემგუებლური ხასიათისაა, თუმცა მე ვინც კი მინახავს (სოხუმიდან წამოსული) - არავინ შეგუებულა ამ აზრს და არც არასდროს შეეგუებიან მგონი..... ღმერთმა გადმოგვხედოს და დაგვანახოს შავი ზღვა სოხუმის ნაპირებიდან...
3. 20??
რისი იმედით???
ადამიანი ყველაფერს ეგუება 20??
რისი იმედით???
ადამიანი ყველაფერს ეგუება
2. ღმერთმა ქნას ეს მალე მოხდეს. უზარმაზარი სათქმელი მინიატურულად. გაიხარე ღმერთმა ქნას ეს მალე მოხდეს. უზარმაზარი სათქმელი მინიატურულად. გაიხარე
1. რა ძვირფასი მინიატურაა... გული სევდით და ამავე დროს დიდი სითბოთი ამევსო... კარგი ხარ, ავტორო :) რა ძვირფასი მინიატურაა... გული სევდით და ამავე დროს დიდი სითბოთი ამევსო... კარგი ხარ, ავტორო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|