ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2011


ვუალა...

ზოგჯერ მინდა, რომ არ მეწეროს ყოფა სახეზე,
ვსვამდე კოქტეილს უჩვეულო უზრუნველობის.
სულის სიღრმიდან ჩემი -მე- კი მაინც მაქეზებს,
-ის გააკეთე, შენგან თვითონ რომ არ ელოდი!
ჰოდა, ვაკეთებ, ვფიქრობ, ვხარჯავ ჩემს თავს ბოლომდე,
ნერვებს ნევროზის აბლაბუდაც ჩამოვუხსენი.
ალბათ, ქუდბედი კაცივით რომ გვერდში მყოლოდა
არ მექნებოდა ძუ მგელივით გამძლე მუხლები...
ყველა შეცდომა გზის გამკვლევად გადავაქციე,
დუმილის ოქრო ჩამოვკიდე ხმაურს კისერზე.
ცხელი ვნებები მიწუნებენ ასეთ საქციელს,
ჩემს წინააღმდეგ განწყობა რომ აამიზეზონ.
ხან ჭადრაკია ეს ცხოვრება, ხან კი დუელი,
შამათის მერე ორშაბათი მიდევს დაფაზე.
წაგებ-მოგებას ერთნაირად ვხვდები, ”ვუალა”
და ამ კონტექსტში საკუთარ თავს უკეთ ვაფასებ...

            19.05.11

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები