 | ავტორი: მიშელი ჟანრი: პროზა 22 მაისი, 2011 |
(წაკითხვით არ შეიცნობა, შეგრძნებით არ აღიქმება)
წუთისოფლის ამაოებაში დარწმუნებული, უფრო სწორად ადამიანის, არა საკუთარი ცხოვრების ამაოებაში დარწმუნებული, ვცდილობ დავტოვო თბილისი: უსამსახუროდ, უსაყვარლოდ, უიმედოდ და სულ რაღაც 20 ლარით. უკვე მიკროავტობუსში ვზივარ და მანგლისში მივემგზავრები. მოწესრიგებული ვარ. შინაგანად ცუდად ვარ, ისე ცუდად,რომ ჰამლეტის სიგიჟეს ამკიდებდა ხელმწიფე (ადამიანი) დალაპარაკებისთანავე. გა2ება მჭირს, მხოლოდ საკუთარი თავის (ისეთი არა, თქვენ რომ იცით) სარკეში ერთს ვერასდროს ვხედავ. ყოველთვის მჯეროდა შინაგანი “მე-ს” არსებობა, რომელიც სხვანაირია, არ მგავს და მგონი დროა ეს ჩემი რწმენა გამყარდეს მატერიალურად ნახვის შემდეგ. ვაღიარე სამყაროს საწყისად მატერიალ და განვითარების ბიოლოგიურ კანონებს დავეყრდენი. ჩემმა “მე-მ” დამძლია - ძლიერი ყოველთვის იმარჯვებს- და ახლა ყოველი სარკეში ჩახედვის დროს ამ ბრძოლის შედეგებს ვადევნებ თვალყურს. თითქმის მივედი ჩემს სახლთანაც, თუმცა ჯერ ხეები ისევ გარბიან, ახლა კლდეები და მთები აგვედევნენ. Fარადს ვწევ თვალები ამიჭრელდა, ვხურავ და სუნებს ვარჩევ გარშემო. ზოგჯერ რა ცუდია კარგი ყნოსვა რომ გაქვს. თვალებს ვახელ, უკვე მოვედი. თითქმის სახლთან მიმიყვანა მძღოლმა. ფული გადავუხადე და ჩემი ოცი ლარის ნაწილი დავტოვე, ნაწილ ნერვებთან და ნატკენ გულთან ერთად. საშინლად ცივა და ძვლებმა ჭრიალი დამიწყეს. ხან ერთი მხრიდან შემიძვრება ქარის კაცუნა და მყინავს, ხან მეორედან. ოთახი თბილი დამახვედრა ახლობელმა, ცოტა მოშორებით ცხოვრობს ჩემი სახლიდან და ჩემთვის ჩამოსულა. მადლობის ნიშნად ჩემს სამიდღის მარაგს ვატან და ვწვები. შიგარეტს ვუკიდებ და ვუშვებ რგოლებს, უარყოფითად დამუხტულს ერთი, ორი , სამი. უკეთ ვარ, მაგრამ გული ძალიან მტკივა. Yოველი ნაფაზის დარტყმისას მეტად მტკივა, მაინც ხარბად შევისუნთქავ და მერე ისევ ერთი, ორი , სამი... უკვე სამი დღეა აქ ვარ ასე: ერთი, ორი, სამი... ოთახში კვამლისაგან აღარაფერი ჩანს, სარკეშიც ვეღარ ვხედავ საკუთარ თავს და ეგ მამხნევებს. მარტოობაც ჩაიფერფლა ჩემი უკანასკნელი სიგარეტის ღერივით, ბოლოში მწარე გემო ჰქონდა და გადავაგდე. დღეს როშაში ავალ საღამოს, ჩემი თითქმის 16 ლარი ისევ მონდომებით ჩხრიალებს ჯიბეში. ნიკოტინისგან, შიმშილისგან და გა2ებისგან გაბრუებული გზას მივყვები. ქვებს ვითვლი. ბევრია და მძიმე საქმის გაკეთება მიწევს. Yველა იცინის, მხიარულობს, ხმაურობს. აი, რატომაა ამაოება ჩემი და არა ადამიანების. ნაძვნარში მყუდროდ მოვეწყვე, 2418 ქვა დავთვალე. გული გაფრენას მაქვს. ადამიანებს ვათვალიერებ, ყველაში სხვადასხვა სული ტრიალებს ათასფერია , ათასგვარი. ჩემს წინ მეგობრები სხედან, უკრავენ, მღერიან. მზერა ვიგრძენი, მოვძებნე. მეც ვუყურებ კეთილი თვალები აქვს, ღრმა და უძირო, დავიკარგე, ავირიე. ნეტავ ვის ხედავს ჩემში, იმედია მასაც ორად არ ვეჩვენები. პირველად მის მზერაში ცუდს არაფერს ვხედავ, არც შესაჭმელად გამზადებული კრავი მგონია თავი, რომელსაც ეს-ესაა მადიანი ადგილი უნდა ააძიძგნონ. ის კეთილია, საინტერესო, მშვიდი, მაგრამ არ მოდის. მიყურებს, მეც ვუყურებ. მისმა მეგობარმა შეგვნიშნა. მისი თვალები სხვანაირია, არ ვუყურებ. ის მოდის და მეპატიჟება, მე მივყვები, მას არა მისი მეგობრის კეთილ თვალებს, უძიროს და მის გვერდითვე ვდგები. ახლა სახე მითბება ამ თვალებით, არა მარცხენა ლოყა. ჩვენ ვსაუბრობთ ფილოსოფიაზე, ლიტერატურაზე, მეგობრობაზე და სიყვარულზე. ვჩუმდები და კითხვაზე ვპასუხობ “გამიფრინდა, აღარ მაქვს!” კეთილი თვალები მიახლოვდება და მეჩურჩულება: მარტო რატომ ხარ? - ვისვენებ! ღამით რაღაც რიტუალს აწყობენ, მიტოვებული სახლი ნახეს, ყველა იქ მივდივართ. თავბრუდამხვევი მუსიკა უკრავს, ვბრუვდები, ვიღაცის ხელს ვგრძნობ წელზე, მერე მეორეს. ვშორდები და გარეთ გამოვდივარ. მეზღვაურივით დავდივარ, გემიდან ახალდაბრუნებულივით, დედამიწა საკუთარი გემი მგონია და რწევა-რწევით მივქანაობ. ვიღაც მაჩერებს, ავხედე და ის კეთილი თვალებია. რაღაც ამულეტ ჩამომკიდა- მე გაგიკეთეო მეუბნება. მე მსიამოვნებს , ვუყურებ საოცარი ფორმა აქვს : შუაში მრგვალია, ოდნავ ბრტყელი და მრგვალი. ოთხი მიმაგრებული წვერო აქვს ყველას მრგვალი თვლები უკეთია. მიხსნის: ორი ლურჯთვლიანი ფრთებია, წითელთვლიანი შენ ხარ, მოპირდაპირე თეთრთვლიანი მე, ეს დედამიწაა. თავს კარგად ვგრძნობ რწევა-რწევით მივცურავ აბობოქრებულ ტალღებში. სახლში მივედი სარკეში ორს ვეღარ ვხედავ, ვწვები. დილით თბილისში ვბრუნდები. ადრეა და მარტო ვზივარ მიკროავტობუსში, ფანჯარასთან. ახმაურდა ხალხი და წამოვედით. ჯერ სახლები მოგვდევდნენ, მერე მთები და ხეები თვალებს ვხუჭავ. თითებით ვეხმარები თვალებს, ვახელ 9 საათია, უნივერსიტეტში მაგვიანდება. ამულეტს ვეძებ, როგორ დამავიწყდა სახლში მოსვლის მომენტი?! საკუთარ თავზე ვბრაზდები. ამულეტი არსადაა. დამაგვიანდა. ნუთუ ამდენი დღე, ყველა წუთი და შეგრძნება მესიზმრა!.. მეტირება. ვერ მოვასწრებდი ამხელა ამბის დასიზმრებას! უნივერსიტეტში მივდივარ და თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს, ერთი ოცნება -- “საუკუნო ძილი!..”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. mrs.smith. __ მინდოდა ვინმეს ეთქვა ეგ და მადლობა : ))) სწორედ ამიტომაც __ " ნოუმენი" __ წაკითხვით არ შეიცნობა, შეგრძნებით არ აღიქმება. :))) mrs.smith. __ მინდოდა ვინმეს ეთქვა ეგ და მადლობა : ))) სწორედ ამიტომაც __ " ნოუმენი" __ წაკითხვით არ შეიცნობა, შეგრძნებით არ აღიქმება. :)))
5. ოდნავ არეულია, მე თუ მკითხავთ, მაგრამ არაა ცუდი :) ოდნავ არეულია, მე თუ მკითხავთ, მაგრამ არაა ცუდი :)
3. : ))) მადლობა ჩემი ბილიკი რომ შენიშნეთ და მოგეწონათ :* : ))) მადლობა ჩემი ბილიკი რომ შენიშნეთ და მოგეწონათ :*
2. +2
კარგად მიუყვები თხრობის ბილიკს +2
კარგად მიუყვები თხრობის ბილიკს
1. მომეწონა :) მომეწონა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|