 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 24 მაისი, 2011 |
ეძღვნება ნინოს 20 წლის მოვიყარე უკვე, საკმაოდ დიდი ვარ და გადავწყვიტე დამოუკიდებლად ცხოვრება. რაა აქ გასაკვირი? ჰოდა, მშობლებსაც არ შეუქმნიათ პრობლემა. გადავედი ჩემს ოთხოთახიან ბინაში, ჰო დიდი ბინაა ნამდვილად ერთი ადამიანისთვის, არა?.. სწორედ აქ გამახსენდა, რომ შეყვარებული, გინდა გელფრენდი, არ მყავდა. რატომ არ მყავდა ეს სხვა საკითხია... თქვენ ვერ გამიგეთ, გოგოები მყავდა, მაგრამ ადამიანი ვისთანაც თავს ბედნიერად ვიგრძნობდი, ვისთანაც ყოველ დღე გავიზიარებდი ჩემს სიხარულსა თუ დარდს, ასეთი არავინ. მესამე კურსელს ჯერ მარტო დროსტარებასა და გართობაზე თუ მიფიქრია, უკან რომ მოვიხედო, სიცარიელეა... ყოველთვის მაწუხებს ეს კითხვა „რისთვის ვცხოვრობ ამ ქვეყნად?“ ზოგს თავი სარწმუნეობისთვის შეუწირია, დღედაღამ ლოცულობენ, სასუფეველს იმკვიდრებენ, ზოგი მუსიკით ერთობა, ქმნის და უსმენს, ესაა მათი ცხოვრება, ზოგს ოჯახი ყავს, მისთვის ცოცხლობს და ა.შ, მაგრამ მე რა ვქნა?.. შეყვარებული ყველაფერს აჯობებს–მეთქი, გადავწყვიტე. ლუდს ვსვამდით მე, გიო, ნინკა და სალუკა ხმამაღლა რომ გამოვაცხადე ეს აზრი, თვალებგაბრწყინებული მივაჩერდი მათ აბა რას მეტყვით–მეთქი? -ღადაობ, ტო?- გიოს მართლა გაუკვირდა. გოგოები იცინოდნენ. –კარგი აზრია, მე თანახმა ვარ,-მომეხუტა სალუკა. ეეჰ, სალუკა შენ რა იცი რა არის სიყვარული, არც მე ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი რომ შენ არ შეგიძლია ასეთი რამ, შენ კარგად იცი ბიჭების შებმა, ლოგინშიც მაგარი ხარ, თუმცა კარგად მახსოვს რატომ მიატოვე ძველი "ლოვე".უფრო "მაგარი"( მაგარში ფულიან ბიჭს გულისხმობს სალუკა) ბიჭი "ააგდე" და იმიტომ. მე შენ არ მაინტერესებდი სალუკა, შენისთანა უამრავი დადის თბილისში, არც მათი პოვნაა რთული, საკმარისია ერთხელ ღამის კლუბში შესვლა და მორჩა... -არა, შენ არა!-ვუთხარი და ნელა მოვიშორე... მანქანაში ხმა არ ამომიღია, სახლებში დავარიგეთ ცხვირჩამოშვებული გოგოები. -რა გჭირს ჯეკი?..ვერ ხედავ როგორი ამძუნებულები იყვნენ, აგვეყვანა შენს "ბაითში". -სხვა რამეზე ვფიქრობ გიო. -შეყვარებული რომ გინდა, იმაზე? -ჰო... -ოკ, ოკ, უცნაური ტიპი ხარ მაგარი. მათხოვებ მანქანას? -წაიყვანე... მანქანიდან გადავედი...
....უკნიდან ვიღაც დამეჯახა. -უფრო ნელაც შეიძლებოდა, –გამწარებულმა ჩავიბურდღუნე. -მაპატიებთ?..–ოდნავ დამცინავი ხმა ქონდა გოგოს. გინახავთ მთიდან გადმომხტარი ჩანჩქერი, ძალუმად რომ ეხეთქება მიწას, წყლის შხეფები რომ ცვივა ბრწყინავი მარგალიტებივით გარშემო, შესვლა რომ გინდა ამ ყინულივით ცივი წყლის ქვეშ, მაგრამ თან რომ გეშინია, რა გრძნობაა ხვდებით? თუ ოდნავ მაინც მიხვდით , რას ვგულისხმობ ალბათ თქვენც იგრძნობთ იმ განცდას, რაც მე დამეუფლა როცა იმ გოგოს შევხედე, სამარშრუტო ტაქსიში ვიდექი და გახევებული ვუყურებდი, თავში ათასი აზრი მიტრიალებდა, მაგრამ დასწყევლოს ეშმაკმა ხმა ვერ ამომეღო, რაღაცას ვლუღლუღებდი ჩემთვის. -ასე ვიდგეთ?-გოგონას დამცინავი ტონი თავში მირტყამდა, რა გჭირს ჯეკი? აზრზე მოდი, სარგადაყლაპულივით რომ გაშეშებულხარ, რამე მაინც თქვი, ხმა ამოიღე ამის დედაც... -რომ გადახვალთ გააჩერეთ,–ისევ ის გოგო იყო, თვალებში შემომხედა. -მგონი ცუდადაა თქვენი საქმე, ჩამჩურჩულა, ფრთხილად გამწია გვერდზე და ჩავიდა. უცებ მეცა ელდა. -გააჩერეთ, –დავიბღავლე განწირულივით, ხალხის გაოცებული მზერა, მძღოლის ჯუჯღუნი, ახლა არ გავაჩერეო? უკმაყოფილო სამყარო ჩემს ირგვლივ და მხოლოდ მე ერთი, ყველაფერი თავში ტრიალებდა..უკვე ქუჩაში ვიდექი, აქეთ იქეთ ვაწყდებოდი დაჭრილი მხეცივით, ნეტა სად წავიდა? ღმერთო ჩემო, აქ ჩავიდა და სად გაქრა ასე უცებ...არააა, არააა, არაააააააააააააააააა!!! იმედგადაწურული ჩამოვჯექი ტროტუარზე, ნუთუ ვეღარ ვნახავ? რაღაც შემეხო თავზე, თავი გავქნიე, სად იყო ამ სიცხეში ბუზი, ხელი გადავისვი მოსაშორებლად და...ვიღაცის ხელს წავეტანე. სწრაფად ავიხედე და... თვალები, ძალიან ლამაზი თაფლისფერი თავლები.. ყურადღებით მიმზერდნენ ეს თვალები, ოდნავ შიშჩამდგარნი...ეს ის იყო, ზუსტადაც ის, აი ის...მე რომ, მე რომ შემიყვარდა?... -რა გქვიათ? -ამოვიდგი ენა როგორც იქნა, -კარგად ხართ?-მკითხა. -იცით?მე თქენ... -გინდათ, ასათიანამდე მიგაცილებთ, არაა შორს.. -იქ რა მინდა? ოკ,ოკ თანახმა ვარ, თანახმა.... -შემეშინდა მანქანას არ გაეტანე-გულწრფელად გამომიტყდა, -ჰოდა ამიტომ ვარ აქ. -მე კი შემეშინდა არ დამეკარგეთ,-მეც გულწრფელი ვიყავი ნელ–ნელა მივუყვებოდით ქუჩას, არა ასათიანზე არა, გზაში გადავიფიქრეთ, მაგრამ სადღაც რომ მივდიოდით ფაქტია. ნინო მქვიაო, მე ჯეკი–მეთქი, აშკარად ქართველს გავხარო და ჯეკი ვინ დაგარქვაო? ჯემალი მქვია ბაბუის საპატივცემულოდ და ჯეკის მოფერებით მეძახიან–მეთქი. ცხოვრება დუღდა, უამრავი ადამიანი ირგვლივ და არც არავინ.. მხოლოდ მე და შენ, ჩემო ძვირფასო, უმშვენიერესო, ღმერთო ჩემო, რა ლამაზია...რა ამაყი ვარ.. მიყვარს?.. აბა რა, ესაა სიყვარული... -ჯეკი დამშვიდდი? -კი -კარგი, მაშინ წავედი, ბედნიერად. ისე უცებ შეხტა სამარშუტო ტაქსიში გაღიმებაც ვერ მოვასწარი..და წავიდა... დამტოვა ისევ მარტო და ერთადერთი რაც მასზე ვიცი ეს მისი სახელია-ნინო... ეეხ, მე ხომ იღბალი არა მაქვს რა..
...აი, ასე აღმოვჩნდი შეყვარებული უცნობ გოგოზე (ბევრი გამკიცხავს, ბევრიც დამცინებს, მაგრამ მათი აზრი მაპატიეთ და მკიდია), რომელიც შემთხვევით გავიცანი და მალევე დავკარგე...დიახ დავკარგე... ეს ამბავი რასაც გიამბობთ, 2010 წლის ივნისში მოხდა, დიდხანს ძალიან დიდხანს ვეძებდი ნინოს, მე მხოლოდ მისი სახელი ვიცოდი, თბილისში კი უამრავი ნინოა...მაგრამ მეტი საქმე რა მქონდა?...მე, ჩემი მანქანა, ხანდახან გიოც მომყვებოდა, ქუჩაში დავდგებოდი სადაც ის ჩავიდა და ველოდი... ის კი არ ჩანდა...იმ უბნელი გოგონები გამიჩერებია, ნინოს ხომ არ იცნობთ–მეთქი. რა თქმა უნდა იცნობდნენ ნინოს... ოღონდაც სულ სხვას... ჩემს ნინოს არა... ლამაზი იყო, ჰოდა იმიტომაც შემიყვარდა ერთი ნახვით, მაგრამ არა მარტო ლამაზი, ის რამოდენიმე წუთი, ჰა, თხუთმეტი წუთი მაქსიმუმ, რაც ერთად გავატარეთ, მე მისი შინაგანი ბუნებაც შევიცანი... ყოველ შემთხვევაში მე მჯეროდა. რომ ის ისეთი იყო, როგორიც მინდოდა ყოფილიყო... 2011 წლის 31 მარტი... მე და გიო...მის პროფილში შემთხვევით, სულ შემთხვევით მოვკარი გოგოს თვალი მეგობრებში... ჰო, ნინო იყო, ნამდვილად ის იყო... -საიდან იცნობ გიო ამ გოგოს?!–ეგრევე მიხვდა... –შენს ძმობას ვფიცავარ, არ ვიცნობ საერთოდ, შემთხვევით მყავს დამატებული. მის გვერდს ვხსნი...ეეხ, დიდი ხანია არ ყოფილა თურმე საიტზე...2010 წლის ივნისის თვის შემდეგ არ ყოფილა...და მისი სტატუსი: "დღეს ბევრი ვიცინე, თუმცა..ლამაზი დღე იყო ... ნინო საბანაძე, 18 წლის, მისამართი, საბურთალო...მაინც ვიპოვი... ეზოში ვიღაცას ვკითხე: სწორად მოვდივარ, ხო აქ ცხოვრობსთქო? -ჰო, აქ ცხოვრობდაო, ნამდვილად... ყურადღება არ მიმიქცევია...მერვე სართული, აუ როდის ავა ლიფტი რა, მალე რა...ზარს ვაძლევ...კარი შავოსანმა ახალგაზრდა ქალმა გამიღო: - ქალბატონო, ნინო მინდოდა... -ნინო?!–ცრემლიანი თვალები შემომანათა... მარტის უკანასკნელი დღე იდგა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. '' -გააჩერეთ, –დავიბღავლე განწირულივით, ხალხის გაოცებული მზერა, მძღოლის ჯუჯღუნი, ახლა არ გავაჩერეო? '' - ჩემ თავზე გამომიცდია... რაღაცეები გამახსენდა... სხვათაშორის იდეა მქონდა რაღაც ამდაგვარის დაწერისა (რათქმაუნდა რეალური ამბის!) მაგრამ მეზარებოდა... ამ ჩანაწერმა მიბიძგა რომ მოვიხსნა ზარები!... + 5 . `` -გააჩერეთ, –დავიბღავლე განწირულივით, ხალხის გაოცებული მზერა, მძღოლის ჯუჯღუნი, ახლა არ გავაჩერეო? `` - ჩემ თავზე გამომიცდია... რაღაცეები გამახსენდა... სხვათაშორის იდეა მქონდა რაღაც ამდაგვარის დაწერისა (რათქმაუნდა რეალური ამბის!) მაგრამ მეზარებოდა... ამ ჩანაწერმა მიბიძგა რომ მოვიხსნა ზარები!... + 5 .
13. გინახავთ მთიდან გადმომხტარი ჩანცქერი... სრულიად ბოლომდე შედარება, შესანისნავია. სიუჟეტი ძალზედ სევდიანი და არაორდინალურიც... თან რეალობასთან ახლო. ერთობ მტკივნეული. წარმატებები. გაიხარე და პირადი მადობა... ია. ჯი. გინახავთ მთიდან გადმომხტარი ჩანცქერი... სრულიად ბოლომდე შედარება, შესანისნავია. სიუჟეტი ძალზედ სევდიანი და არაორდინალურიც... თან რეალობასთან ახლო. ერთობ მტკივნეული. წარმატებები. გაიხარე და პირადი მადობა... ია. ჯი.
12. :(( :(( :(( :(( :(( მიხდება ტირილი? :(( :(( :(( :(( :(( მიხდება ტირილი?
11. მეხთამტყორცნელი არრაა :D არაა რეალური ამბავი, მოთხრობაა... მეხთამტყორცნელი არრაა :D არაა რეალური ამბავი, მოთხრობაა...
10. ეს რა ცუდი ფინალია, შემძრა!
მანუგეშე, მეხთამტყორცნელო და მითხარი, რომ ეს გამოგონილი ისტორიაა... ეს რა ცუდი ფინალია, შემძრა!
მანუგეშე, მეხთამტყორცნელო და მითხარი, რომ ეს გამოგონილი ისტორიაა...
8. მომეწონა,! კომენტარს 7 დავეთანხმები "ჯეკი" მართლა არ უხდება, ჩემ მეზობელს ჯემალი ქვია და "ჯიმი"-ს ეძახიან.წავიკითხავ გაგრძელებას მომეწონა,! კომენტარს 7 დავეთანხმები "ჯეკი" მართლა არ უხდება, ჩემ მეზობელს ჯემალი ქვია და "ჯიმი"-ს ეძახიან.წავიკითხავ გაგრძელებას
7. მოდი, დავაწვრილმანებ ნაწერს :)
ზოგი რამ მეზედმეტა (დასაწყისში მითუფრო) მოვლენები იმდენად უცებ განვითარდა, რომ ან დიალოგებია ზედმეტი, ან მეტი კონკრეტიკა უკეთესი იქნებოდა :) ,,ჯეკი” არ უხდება გმირს, მგონი.
გინახავთ მთიდან გადმომხტარი ჩანჩქერი, ძალუმად რომ ეხეთქება მიწას, წყლის შხეფები რომ ცვივა ბრწყინავი მარგალიტებივით გარშემო, შესვლა რომ გინდა ამ ყინულივით ცივი წყლის ქვეშ, მაგრამ თან რომ გეშინია, რა გრძნობაა ხვდებით?<<აი, ეს მომენტი ყველაზე მეტად მომეწონა, უშუალო კავშირია მკითხველსა და ავტორს შორის :)
მთლიანობაში ნამდვილად არაა ცუდი :) მოდი, დავაწვრილმანებ ნაწერს :)
ზოგი რამ მეზედმეტა (დასაწყისში მითუფრო) მოვლენები იმდენად უცებ განვითარდა, რომ ან დიალოგებია ზედმეტი, ან მეტი კონკრეტიკა უკეთესი იქნებოდა :) ,,ჯეკი” არ უხდება გმირს, მგონი.
გინახავთ მთიდან გადმომხტარი ჩანჩქერი, ძალუმად რომ ეხეთქება მიწას, წყლის შხეფები რომ ცვივა ბრწყინავი მარგალიტებივით გარშემო, შესვლა რომ გინდა ამ ყინულივით ცივი წყლის ქვეშ, მაგრამ თან რომ გეშინია, რა გრძნობაა ხვდებით?<<აი, ეს მომენტი ყველაზე მეტად მომეწონა, უშუალო კავშირია მკითხველსა და ავტორს შორის :)
მთლიანობაში ნამდვილად არაა ცუდი :)
6. ეს პირადი დღიურებიდანაა? კარგია... დაგაპლიუსე:) ეს პირადი დღიურებიდანაა? კარგია... დაგაპლიუსე:)
5. კატიე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის... კატიე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის...
4. ტკივილიანი მოთხრობაა...
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ავტორმა რეალური ამბავი გადმოსცა ტკივილიანი მოთხრობაა...
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ავტორმა რეალური ამბავი გადმოსცა
3. საცოდავი :( საცოდავი :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|