 | ავტორი: ნეკერა ჟანრი: პოეზია 23 მაისი, 2011 |
ნუ დამაყოვნებ, თორემ ძალა აღარ მეყოფა, კალათს ვალაგებ, კეთროვანთა მღვიმისკენ მივალ. თან მიმაქვს პური, ორი კოკა სასმელი წყალი (უფრო ჩვევაა, თორემ თავად მიწის კერძი ვარ და რაღა პურის, ან წყლისა და ან ხორცის დროა?). მომშორდი მშვიდად, შენ კი არა, ღმერთი განმიდგა, - ქუჩაში მცნობენ, ქვებს მესვრიან, შვილებს მალავენ, წუხელ წყალმყრალაც გადმომასხეს მაღალ სახლიდან... შენც განმერიდე. იქ არავინ მოვა მნახველად, მღვიმის სიღრმეში ჰაერია სიდამპლით სავსე. მითხრეს, ეჩვევა ნესტოები თვალებზე ადრე... ოსანა სიკვდილს! გახრწნილ სხეულს, მოვა და... აგვხსნის!.. ჰოდა, შენც წადი, შეაფარე თავი იესოს. ბუნდოვნად მახსოვს, იზრდებოდა მეზობელ სახლში, ჩვენ არ გვიყვარდა, - შეძლებული ოჯახის შვილებს... ან რატომ უნდა გვყვარებოდა ის, - ხუროს ბავშვი?
ახლა, ამბობენ, თუკი შესთხოვ გაპატიებსო... არაფრის მჯერა - კეთროვანთა მღვიმეში ვცხოვრობ, აქამდეც უნდა დავემარხე წესის ამგებებს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ოსანა სიკვდილს! გახრწნილ სხეულს, მოვა და... აგვხსნის!.. ჰოდა, შენც წადი, შეაფარე თავი იესოს. ნეკერ :( ოსანა სიკვდილს! გახრწნილ სხეულს, მოვა და... აგვხსნის!.. ჰოდა, შენც წადი, შეაფარე თავი იესოს. ნეკერ :(
23. არაფრის მჯერა - კეთროვანთა მღვიმეში ვცხოვრობ,
ძლიერი ლექსია! ++++++55555555555555 არაფრის მჯერა - კეთროვანთა მღვიმეში ვცხოვრობ,
ძლიერი ლექსია! ++++++55555555555555
22. ეს გამომრჩა? :(
იქაც მაგრად მომეწონა...
მართლაც დაგაფიქრებს ისეთი ლექსია...
ავტორი მიყვარს ძალიან :-* ეს გამომრჩა? :(
იქაც მაგრად მომეწონა...
მართლაც დაგაფიქრებს ისეთი ლექსია...
ავტორი მიყვარს ძალიან :-*
21. ემოცია მოაქვს, ძლიერია ++ ემოცია მოაქვს, ძლიერია ++
19. ,,მომშორდი მშვიდად, შენ კი არა, ღმერთი განმიდგა, - ქუჩაში მცნობენ, ქვებს მესვრიან, შვილებს მალავენ, წუხელ წყალმყრალაც გადმომასხეს მაღალ სახლიდან... შენც განმერიდე."
ძლიერია. ,,მომშორდი მშვიდად, შენ კი არა, ღმერთი განმიდგა, - ქუჩაში მცნობენ, ქვებს მესვრიან, შვილებს მალავენ, წუხელ წყალმყრალაც გადმომასხეს მაღალ სახლიდან... შენც განმერიდე."
ძლიერია.
18. "ოსანა სიკვდილს! გახრწნილ სხეულს, მოვა და... აგვხსნის!.."
ჰმ, მართლაც...ადრე თუ გვიან! კარგი ლექსია – ბევრისმომცველი, შინაგან სამყაროში რომ მიგაბრუნებს და ჩაგახედებს! შესრულება მშვენიერი!... "ოსანა სიკვდილს! გახრწნილ სხეულს, მოვა და... აგვხსნის!.."
ჰმ, მართლაც...ადრე თუ გვიან! კარგი ლექსია – ბევრისმომცველი, შინაგან სამყაროში რომ მიგაბრუნებს და ჩაგახედებს! შესრულება მშვენიერი!...
17. კარგი ლექსია ავტორო. მშვენიერი!
მიიღე ჩემგან დამსახურებული 5. :-* კარგი ლექსია ავტორო. მშვენიერი!
მიიღე ჩემგან დამსახურებული 5. :-*
16. მომშორდი მშვიდად, შენ კი არა, ღმერთი განმიდგა....
მითხრეს, ეჩვევა ნესტოები თვალებზე ადრე...
ჰოდა, შენც წადი, შეაფარე თავი იესოს. ბუნდოვნად მახსოვს, იზრდებოდა მეზობელ სახლში, ჩვენ არ გვიყვარდა, - შეძლებული ოჯახის შვილებს...
მერე იმასაც იტყვიან, ჭკვიანი ქალები არ არსებობენო... და მიყვარს მე შენი სიძლიერე და სასოწარკვეთა ერთად... მომშორდი მშვიდად, შენ კი არა, ღმერთი განმიდგა....
მითხრეს, ეჩვევა ნესტოები თვალებზე ადრე...
ჰოდა, შენც წადი, შეაფარე თავი იესოს. ბუნდოვნად მახსოვს, იზრდებოდა მეზობელ სახლში, ჩვენ არ გვიყვარდა, - შეძლებული ოჯახის შვილებს...
მერე იმასაც იტყვიან, ჭკვიანი ქალები არ არსებობენო... და მიყვარს მე შენი სიძლიერე და სასოწარკვეთა ერთად...
15. ან რატომ უნდა გვყვარებოდა ის, - ხუროს ბავშვი?
მოგიკითხე:) ან რატომ უნდა გვყვარებოდა ის, - ხუროს ბავშვი?
მოგიკითხე:)
13. საინტერესოდ დანახული...:-* საინტერესოდ დანახული...:-*
12. ყველას მადლობა კომენტარისათვის :)
კატიე, დიდი მადლობა დადებითი შეფასებისთვის. რაც შეეხება სოსოს ლექსთან მსგავსებას - მიუხედავად ჩემი უდიდესი და მრავალგზის ხაზგასმული პატივისცემისა სოსოს ნიჭიერებისა და პოეზიის მიმართ (ან იქნებ, სწორედაც ამიტომ) გავბედავ და ვიტყვი, რომ მოყვანილი ნაწილიდანაც ჩანს, რომ ჩემი და სოსოს ლექსებში საერთო მხოლოდ სიტყვა "კეთროვანია".
მოკითხვა სოსოს :) ყველას მადლობა კომენტარისათვის :)
კატიე, დიდი მადლობა დადებითი შეფასებისთვის. რაც შეეხება სოსოს ლექსთან მსგავსებას - მიუხედავად ჩემი უდიდესი და მრავალგზის ხაზგასმული პატივისცემისა სოსოს ნიჭიერებისა და პოეზიის მიმართ (ან იქნებ, სწორედაც ამიტომ) გავბედავ და ვიტყვი, რომ მოყვანილი ნაწილიდანაც ჩანს, რომ ჩემი და სოსოს ლექსებში საერთო მხოლოდ სიტყვა "კეთროვანია".
მოკითხვა სოსოს :)
11. ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლექსია შენებიდან.. ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლექსია შენებიდან..
9. საინტერესო ლექსია. მშვიდი და გაწონასწორებული, თან სასიამოვნო წასაკითხი და მომწონს მოკლედ. საინტერესო ლექსია. მშვიდი და გაწონასწორებული, თან სასიამოვნო წასაკითხი და მომწონს მოკლედ.
8. +2 შესანიშნავი ლექსია :)
სოსო ლიპარტიას "კეთროვანთა ღმერთი" გამახსენდა...
"დავიწყეთ. მაშინ, მე, ჯერ კიდევ არ მქონდა ლეპრა, ედელვაისებს სიმაისე ჰმოსავდათ, ხოლო შენ, სასუფევლის - სიყვარულის ბოქლომი გეპყრა და ივანებდი იოვანეს იორდანეში სადიდებელად მამის, სულიწმინდის და მხოლოდ - შობილი ძის და არა იყო მისსა გარეშე სხვა ღმერთი!ამინ! დამეხმარე, შენ, სულო ჩემო, იესოს ველი." +2 შესანიშნავი ლექსია :)
სოსო ლიპარტიას "კეთროვანთა ღმერთი" გამახსენდა...
"დავიწყეთ. მაშინ, მე, ჯერ კიდევ არ მქონდა ლეპრა, ედელვაისებს სიმაისე ჰმოსავდათ, ხოლო შენ, სასუფევლის - სიყვარულის ბოქლომი გეპყრა და ივანებდი იოვანეს იორდანეში სადიდებელად მამის, სულიწმინდის და მხოლოდ - შობილი ძის და არა იყო მისსა გარეშე სხვა ღმერთი!ამინ! დამეხმარე, შენ, სულო ჩემო, იესოს ველი."
7. აუ ძაან მაგარია საღოლ.........
+55555555 აუ ძაან მაგარია საღოლ.........
+55555555
6. უფ,,, აი ძალიან რა!
+5
პ.ს რატომ იყო გამოქვყნება აკრძალული? უფ,,, აი ძალიან რა!
+5
პ.ს რატომ იყო გამოქვყნება აკრძალული?
5. უი, ნინ, აქ პირველი ვიყავი მეგონა და კომენტი არ დამიტოვებია თურმე:( ბუნდოვნად მახსოვს, იზრდებოდა მეზობელ სახლში, ჩვენ არ გვიყვარდა, - შეძლებული ოჯახის შვილებს... ან რატომ უნდა გვყვარებოდა ის, - ხუროს ბავშვი? მართალი ლექსია :) უი, ნინ, აქ პირველი ვიყავი მეგონა და კომენტი არ დამიტოვებია თურმე:( ბუნდოვნად მახსოვს, იზრდებოდა მეზობელ სახლში, ჩვენ არ გვიყვარდა, - შეძლებული ოჯახის შვილებს... ან რატომ უნდა გვყვარებოდა ის, - ხუროს ბავშვი? მართალი ლექსია :)
3. მომშორდი მშვიდად, შენ კი არა, ღმერთი განმიდგა..
ვაჰ.. მომშორდი მშვიდად, შენ კი არა, ღმერთი განმიდგა..
ვაჰ..
2. ჰოდა, შენც წადი, შეაფარე თავი იესოს. ბუნდოვნად მახსოვს, იზრდებოდა მეზობელ სახლში, ჩვენ არ გვიყვარდა, - შეძლებული ოჯახის შვილებს... ან რატომ უნდა გვყვარებოდა ის, - ხუროს ბავშვი?
ახლა, ამბობენ, თუკი შესთხოვ გაპატიებსო...
დაგლოცოთ უფალმა!!! +5 ჰოდა, შენც წადი, შეაფარე თავი იესოს. ბუნდოვნად მახსოვს, იზრდებოდა მეზობელ სახლში, ჩვენ არ გვიყვარდა, - შეძლებული ოჯახის შვილებს... ან რატომ უნდა გვყვარებოდა ის, - ხუროს ბავშვი?
ახლა, ამბობენ, თუკი შესთხოვ გაპატიებსო...
დაგლოცოთ უფალმა!!! +5
1. როგორც იქნა, მოეხსნა გამოქვეყნების აკრძალვა ამ ლექსს :) როგორც იქნა, მოეხსნა გამოქვეყნების აკრძალვა ამ ლექსს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|