ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2011


Rêves d'autres (ბათუმის "ლექსების გამოფენა")

„ყოველი ღამე წინა ღამის ანალოგია.“
გ.ავალიანი

შემომაძარცვა გაზაფხულმა ზამთრის სიცივე,
თოვლივით დადნა ყველაფერი, რაც თოვლს ეფარა..
და სამყაროა ახლა მუხლი – მე რომ ვიტკინე,
და ჩემი სისხლი – ჰაერია რომ დამეფანტა.

თავიდან გასვლა არ ყოფილა – გამოსავალი,
როდესაც, ცოდვის ნაფლეთები – სულზე შეიბი.
შენ წერტილი ხარ – სასრულიც და ამოსავალიც.
პედაგოგი ხარ, მე მარტივად – შენი შეგირდი.

გაზაფხულია, სულში წესით უნდა გათენდეს.
ხელისგულებით ვეთამაშე მზეს – ცელქი ბავშვი.
..და არაფერი არ გამოდის მაინც აქედან,
სულ არაფერი არ გამოდის..სიზმრებში ჩავრჩი..

ვსწავლობ, ცხოვრებას – შენ როგორც ხარ,ანუ მარტივად.
ვწვალობ – სულის მზე არ ჩაგიქრო სულის შებერვით.
ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩემი გრძნობის ანდამატი ხარ.
გრძნობის, რომელშიც ეფლობი თუ ნებით ეშვები –

ვერ გაერკვიე, არც გიცდია, არც გიფიქრია.
და ყველა აზრსაც – უაზროდ თვლი ჩემსკენ მომართულს.
დადგება დღე და ვიცი მოსვლას გადაიფიქრებ,
მე კი მოვაგნებ გზებს – რომლებსაც შენსკენ მოვმართავ.

მოყინულ ხელებს სითბოჩამკვდარ თვალებს ვაფარებ,
წარსულზე ფიქრმა – ჩამიხვია დღესაც უთუოდ
და ყველა ღამეც წინა ღამის ანალოგია,
გამორთეთ – ძილი, აღარ მინდა სიზმრებს ვუყურო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები