ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2011


სად წახვალ

"ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი 
არ არის, არ არის, არ არის! "
გალაკტიონი


სად წახვალ,
ჩვენს იქით, მხოლოდღა მთებია.
სვეტებად დამდგარან
– ქვები და ქანები.
ხრიოკი მიწები – არ გამოგვყვებიან,
იმ უცხო მხარეში.
და მივექანებით –
იქ, სადაც  სიჩუმეს – არ ჰქვია მშვიდობა
და ზღვაშიც შესულნი, უკან ვერ გამოვალთ.
ტალღების ბრალია,ამბობენ მიწოლა –
ქარების გულზე და ნერვებზე..
თითქოს და
გვავიწყებს დროც – დროის განაჩენს,
და ბოლო ნოტებზე გინდება უმღერო:
ტკივილს და მშვიდობას,
რაც დარჩა დანარჩენს..
და მაინც მარტო ხარ თითქოს და
უყველ(ა)ოდ –
– უპუროდ
და გულში სიკეთეც ამხელა ტკივილთან,
ძნელია შეიგნო, რომ აღარ  შემოგრჩა.
სად წახვალ, ვერ წახვალ..
საშველიც არაა..
დროც კი არ გვპატიობს,
დარჩენას ჩეროსთან.
..
არადა სად წახვალ,
გულით რომ გინდოდეს,
ჩვენს იქით მთებია – სვეტები  ქანებად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები