 | ავტორი: ჭა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 მაისი, 2011 |
თავგამოდებული პატრიოტიზმი ეჭვს ბადებს-რაღაც აწუხებს ასეთ კაცს-წარმომავლობა? ვიღაცის ჯავრი? პატრიოტი ვარო-კი არ უნდა იყვირო,ისეთი რამე უნდა მოიმოქმედო (ან შექმნა), ხალხმა თქვას:პატრიოტი ყოფილაო!
ერთიც უნდა ითქვას, ქართველი ხალხის და საერთოდ საქართველოს აბუჩად აგდების უფლება არც ხელისუფლებას აქვს და არც ხელისუფლების მოწინააღმდეგეთ. არავის არა აქვს ნება რუსთაველის პროსპექტზე საარტილერიო ომი გააჩაღოს, რუსთაველის პროსპექტზე, სადაც სამარცხვინო რეჟიმის დროსაც, ჩემს ახალგაზრდობაში, ხულიგნებიც კი ივიწყებდნენ თავიანთ ხულიგნობას და უბატონოდ არ ეთხოვებოდნენ ერთმანეთს!!!
ორი მორიდებული შეკითხვა საკუთარ თავს. პირველი: რამდენი " შესანიშნავი მამულიშვილი" შეუძლია შეაგროვოს ჩვენსავით მცირერიცხოვანმა ხალხმა ერთ რომელიმე პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით?" ალბათ რამდენიც საჭიროა, ყოჩაღ! და მეორე: შეიძლება თუ არა, დღეს "შესანიშნავ მამულიშვილად" მოგვევლინოს, ვთქვათ, გუშინდელი ფუნქციონერი? რასაკვირველია, შეიძლება. განა ცოტაა ამის მაგალითი?! შეიძლება, რადგან დღეს " შესანიშნავი მამულიშვილობაც" ისეთივე ხელსაყრელია, როგორიც გუშინ ფუნქციონერობა იყო.
ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ-ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ,ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ ( შეიძლება დამფასებელმაც) , ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვიაო!
დამპატიჟეს გერმანიის საელჩოში, გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით-3 ოქტომბერს რა გინდა, რომ ჩაიცვა?! არა თქვა ახლა, მღვდელს ჭილობში იცნობენო. კოსტიუმი თუ არა, ერთი გამოსასვლელი შარვალი და პიჯაკი მაინც უნდა ჰქონდეს 62 წლის მწერალს...მართლა უნდა ჰქონდეს?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ყოჩაღ, ჭაო, ყოჩაღ! ესეც ხომ შრომაა? თანაც, საპატიო და მისაბაძი! ნეტავ, ბევრი იყოს მისნაირი მწერალი და მამულიშვილი... განუსუენოს! ყოჩაღ, ჭაო, ყოჩაღ! ესეც ხომ შრომაა? თანაც, საპატიო და მისაბაძი! ნეტავ, ბევრი იყოს მისნაირი მწერალი და მამულიშვილი... განუსუენოს!
28. ამის გულიზე შემოვედი ეხლა... არ ვიცი როგორ გამომრჩა და ვერ ვნახე ამდენხანს... დიდი მადლობა ჭა რომ დადე აქ. არ დავიწყებ მოყოლას როგორ მიყვარს ჭილაძე და როგორ ვაფასებ იმიტომ რომ ვეღარ გავჩერდები მერე... მადლობა. ამის გულიზე შემოვედი ეხლა... არ ვიცი როგორ გამომრჩა და ვერ ვნახე ამდენხანს... დიდი მადლობა ჭა რომ დადე აქ. არ დავიწყებ მოყოლას როგორ მიყვარს ჭილაძე და როგორ ვაფასებ იმიტომ რომ ვეღარ გავჩერდები მერე... მადლობა.
26. დიდი მადლობა! დიდი მადლობა!
25. გაიხარეთ, მართლა რომ დროული იყო... :) გაიხარეთ, მართლა რომ დროული იყო... :)
23. ჩემი ნანი:)
ჩემი ნანი:)
22. გაიხარე, ჭაო, ახლაც დროულად ჟღერს ეს სიტყვები. ბოლო ჩანაწერში კარგად ჩანს დიდი ადამიანების დიდი ბუნება... გაიხარე, ჭაო, ახლაც დროულად ჟღერს ეს სიტყვები. ბოლო ჩანაწერში კარგად ჩანს დიდი ადამიანების დიდი ბუნება...
21. გაიხარე,მეგობარო!:-*
გაიხარე,მეგობარო!:-*
20. ჭაო,ჭაო.. გაიხარეთ!!! :) :) :-*
მიყვარს ეს კაცი.. :)
"ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ-ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ,ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ ( შეიძლება დამფასებელმაც) , ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვიაო!"
ჭაო,ჭაო.. გაიხარეთ!!! :) :) :-*
მიყვარს ეს კაცი.. :)
"ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ-ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ,ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ ( შეიძლება დამფასებელმაც) , ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვიაო!"
19. მადლობა რომ თვქენ ეს აქ დადეთ.... მადლობა რომ თვქენ ეს აქ დადეთ....
18. ზუსტად.ასეა შატილიონო...:-* გაიხარე... როცა საჭიროა, ყოველთვის ამბობს თავის სიტყვას და არც არასდროს ყოფილა ლაჩარი ქართველი ხ ა ლ ხ ი...ლაჩრები თვითონთ არიან...ხალხის იმედად ბრტყელ-ბრტყელს რომ ლაპარაკობენ და იმუქრებიან, მერე კი გოშიებივით გარბიან... ხ ა ლ ხი დაბრძენდა...გაიზარდა ..ვეღარ ათამაშებენ თავის ნებაზე....იქ გავა, სადაც საჭიროდ ჩასთვლის ყოფნას... ქართველ ხ ა ლ ხ ს გაუმარჯოს!!!!! ხალხს და არა იმ 1%-ს, ვისაც ვერ გაუყვიათ თანამდებობები... ზუსტად.ასეა შატილიონო...:-* გაიხარე... როცა საჭიროა, ყოველთვის ამბობს თავის სიტყვას და არც არასდროს ყოფილა ლაჩარი ქართველი ხ ა ლ ხ ი...ლაჩრები თვითონთ არიან...ხალხის იმედად ბრტყელ-ბრტყელს რომ ლაპარაკობენ და იმუქრებიან, მერე კი გოშიებივით გარბიან... ხ ა ლ ხი დაბრძენდა...გაიზარდა ..ვეღარ ათამაშებენ თავის ნებაზე....იქ გავა, სადაც საჭიროდ ჩასთვლის ყოფნას... ქართველ ხ ა ლ ხ ს გაუმარჯოს!!!!! ხალხს და არა იმ 1%-ს, ვისაც ვერ გაუყვიათ თანამდებობები...
17. ერთიც უნდა ითქვას, ქართველი ხალხის და საერთოდ საქართველოს აბუჩად აგდების უფლება არც ხელისუფლებას აქვს და არც ხელისუფლების მოწინააღმდეგეთ. ერთიც უნდა ითქვას, ქართველი ხალხის და საერთოდ საქართველოს აბუჩად აგდების უფლება არც ხელისუფლებას აქვს და არც ხელისუფლების მოწინააღმდეგეთ.
16. მადლობა თქვენ, რომ კითხულობთ ამ გვერდს...;-* მადლობა თქვენ, რომ კითხულობთ ამ გვერდს...;-*
15. ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ-ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ,ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ ( შეიძლება დამფასებელმაც) , ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვიაო!
ამის გამო შემოვედი ახლა. მე არ ვიცი, რა იქნება საუკუნეთა მიღმა, ოდესღაც, მაგრამ დღეს, პირადად მე სწორედ ამ იმედს ვებღაუჭები, რომ ჯერჯერობით ამ ქვეყანაში, ეს ჯერ ისევ შესაძლებელია. საბედნიეროდ არც ოთარ ჭილაძეები და მისი შემფასებლები გამოილევა ამ ქვეყანაზე, ვინ მეტი და ვინ ნაკლები, ეს ცალკე საკითხია. დიდი მადლობა ამ გვერდის ავტორს, გასაგებია ამ ამონაწერების აქ გამოქვეყნების მოტივაციაც. ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ-ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ,ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ ( შეიძლება დამფასებელმაც) , ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვიაო!
ამის გამო შემოვედი ახლა. მე არ ვიცი, რა იქნება საუკუნეთა მიღმა, ოდესღაც, მაგრამ დღეს, პირადად მე სწორედ ამ იმედს ვებღაუჭები, რომ ჯერჯერობით ამ ქვეყანაში, ეს ჯერ ისევ შესაძლებელია. საბედნიეროდ არც ოთარ ჭილაძეები და მისი შემფასებლები გამოილევა ამ ქვეყანაზე, ვინ მეტი და ვინ ნაკლები, ეს ცალკე საკითხია. დიდი მადლობა ამ გვერდის ავტორს, გასაგებია ამ ამონაწერების აქ გამოქვეყნების მოტივაციაც.
13. ნან, დიდი მადლობა ამისათვის!!! დათბა გულში!!! ნან, დიდი მადლობა ამისათვის!!! დათბა გულში!!!
12. შესანიშნავი მწერალი იყო .
დროულია და კარგი შესანიშნავი მწერალი იყო .
დროულია და კარგი
11. საოცარია არა?... მაგ გენიოსს, ერთი გამოსასვლელი შარვალი და პიჯაკი არ ქონია... მაგრად შემრცხვა, ეგ რომ წავიკითხე...:( ნეტავ ჩვენს მაღალ საზოგადოებას...მთავრობას... არა?... საოცარია არა?... მაგ გენიოსს, ერთი გამოსასვლელი შარვალი და პიჯაკი არ ქონია... მაგრად შემრცხვა, ეგ რომ წავიკითხე...:( ნეტავ ჩვენს მაღალ საზოგადოებას...მთავრობას... არა?...
10. რა კარგია ჭაო ეს რომ აქ დადე! გულში სითბოდ ჩამეღვარა!
გენიოსი იყო და არის ოთარი რა კარგია ჭაო ეს რომ აქ დადე! გულში სითბოდ ჩამეღვარა!
გენიოსი იყო და არის ოთარი
9. "დღეს " შესანიშნავი მამულიშვილობაც" ისეთივე ხელსაყრელია, როგორიც გუშინ ფუნქციონერობა იყო. "
აი ეს კარგად უხდება დღევანდელ სიტუაციას....
"დღეს " შესანიშნავი მამულიშვილობაც" ისეთივე ხელსაყრელია, როგორიც გუშინ ფუნქციონერობა იყო. "
აი ეს კარგად უხდება დღევანდელ სიტუაციას....
8. როგორ მიყვარს .... :) როგორ მიყვარს .... :)
7. თავგამოდებული პატრიოტიზმი ეჭვს ბადებს-რაღაც აწუხებს ასეთ კაცს-წარმომავლობა? ვიღაცის ჯავრი? პატრიოტი ვარო-კი არ უნდა იყვირო,ისეთი რამე უნდა მოიმოქმედო (ან შექმნა), ხალხმა თქვას:პატრიოტი ყოფილაო!
რა კარგი,რა ძალიან კარგი წერილი...ვინმესთან კამათისკენ კი არ გიბიძგებს, უნდა გაჩუმდე, საკუთარ თავს ჩაუფიქრდე და ჰკითხო-რამე ხომ არ მეშლება? თავგამოდებული პატრიოტიზმი ეჭვს ბადებს-რაღაც აწუხებს ასეთ კაცს-წარმომავლობა? ვიღაცის ჯავრი? პატრიოტი ვარო-კი არ უნდა იყვირო,ისეთი რამე უნდა მოიმოქმედო (ან შექმნა), ხალხმა თქვას:პატრიოტი ყოფილაო!
რა კარგი,რა ძალიან კარგი წერილი...ვინმესთან კამათისკენ კი არ გიბიძგებს, უნდა გაჩუმდე, საკუთარ თავს ჩაუფიქრდე და ჰკითხო-რამე ხომ არ მეშლება?
6. ცა მიწიდან იწყება..
ეს ქიგნი ყველა ქართველის მაგიდაზე უნდა იდოს.. ცა მიწიდან იწყება..
ეს ქიგნი ყველა ქართველის მაგიდაზე უნდა იდოს..
5. ხოდა ჯობია გენიოსებს მოვუსმინოთ...:) ხოდა ჯობია გენიოსებს მოვუსმინოთ...:)
4. გენიოსი იყო ოთარ ჭილაძე!
''გახსოვდეს წინ მარადისობაა!'' გენიოსი იყო ოთარ ჭილაძე!
``გახსოვდეს წინ მარადისობაა!``
3. ნამდვილად დროული იყო.... ნამდვილად დროული იყო....
2. ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ-ოდესრაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ,ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ ( შეიძლება დამფასებელმაც) , ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვიაო!
ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ-ოდესრაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ,ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ ( შეიძლება დამფასებელმაც) , ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვიაო!
1. ოთარ ჭილაძის წიგნიდან " ცა მიწიდან იწყება...ჩანაწერები" ეს რამდენიმე ჩანაწერი ამოვარჩიე...რაც მომხვდა ის კი არა, ამოვარჩიე... მიხვდება მკითხველი რატოც...:) ოთარ ჭილაძის წიგნიდან " ცა მიწიდან იწყება...ჩანაწერები" ეს რამდენიმე ჩანაწერი ამოვარჩიე...რაც მომხვდა ის კი არა, ამოვარჩიე... მიხვდება მკითხველი რატოც...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|