ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2011


***** ( იქნებ სათქმელი გამომელია)

იქნებ  სათქმელი  გამომელია,
იქნებ  გავცვითე  ჩემი  შარაგზა,
ტყუილ-მართალი  არ  ამრევია
გზად  არ  მფენია  დაფნა  არცა  ბზა.
სხივს  დავეკიდე  საბედისწეროს,
უკურნებელი  შემიჩნდა  სენი,
ჩემი  მიწა-წყლის  ტკივილზე  ვწერო,
მომადლებული  ქართული  ენით.
ჩემი  მზე  მათბობს,  მიშუშებს  ტკივილს,
მთვარე  დარაჯად  ადგას  მთაწმინდას,
ჩემი კალამიც  მტრის  გულზე  ივლის,
თუ  ჩემი  მიწა  სისხლით  გაწვიმდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს