ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იურისტ...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 ივნისი, 2011


ძალადობის მსხვერპლი

ეჰ, რა გაუსაძლისი ყოფილა ეს წუთისოფელი! განა შეიძლება ყოველ დღე წიხლი გირტყან? თან ასე გამეტებით? მთელი უბედურება კი იმაშია, რომ არავინ მითანაგრძნობს, არავის არ მიაქვს გულთან ჩემი გაჭირვება, თუმცა ყველა ხედავს და ამჩნევს, მაგრამ როგორც ვხედავ ძალიან სასტიკი და დაუნდობელია ეს საზოგადოება, რამდენჯერ დამწიხლეს მათ წინაშე, ერთხელ 22 კაცი მირტყამდა, ხალხი კი დახმარების ნაცვლად იდგა და სეირს უყურებდა, თან უფრო აგულიანებდნენ ჩემზე მოძალადეებს ,,მაგრად დაარტყი, მაგრად”-ო..., რისი გულისთვის? რა დავაშავე? ტელევიზორშიც გამომაჭენეს, რატომ? მეტი საინტერესო არაფერი ხდება ქვეყანაზე? განათლება რომ არ მაქვს იმიტომ პატივისცემას არ ვიმსახურებ? იცით რამდენს აბია ჩემნაერი თავი კისერზე, მაგრამ არ არიან ასეთ დღეში, პირიქით, დადიან მედიდურად.  ახლა აფორიაქებული ვარ და ალბათ ცოტა ბუნდოვნად ვწერ, მაგრამ არაუშავს დეტალურად დავწერ ყველაფერს იქ სადაც საჭიროა, იმედია ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, თუმცა მეეჭვება, რადგან ამდენი წყენისგან, დამცირებისგან და ბოღმისგან ისე ვარ გაბერილი სადაცაა გავსკდები...
----დათოო..გასკდა ეს ბურთი და სხვა გადმომიგდე რა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები