ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუშისთვალება
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2011


მიყვარხარ

მიყვარხარ,როცა სისხლში დარბის შიშველი ვნება
და ბაგეებზე ურცხვად მაწევს სურვილი შენი.
მსურს ჟრუანტელმა უხმოდ ისევ დამხვრიტოს მონა
და მერე თუნდაც გავხდე რიგში ისევ პირველი.

მიყვარხარ,როცა ქუჩები შენთვის იხდიან ქურქებს
და დედამიწა აპირებს თმების ურცხვადვე გაშლას,
ხორბლისფერ მხრებზე მეფანტება სურვილი შენი
და ცხელი სუნთქვა ყელთან უკვე არის შემშლელი!

მიყვარხარ როცა გულზე გაწვიმს ცრემლები ჩემი,
და როცა ხეებს ეზარებად თბილად შემოსვა.
მიყვარხარ ასე: ჩემებურად,შიშველი სულით
წამლად გინახავ  და იქნებ ხვალეც წვეთ-წვეთად მოგსვა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები