ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა ლ ე ნ ა
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2011


მე წავედი...

ახალს რას იტყვი გაერიე მარაქას მგონი
და თეთრი გედი, შავ ყორნებში ეძებ თანასწორს.
ჯიში არა და არც ყორანის არა გაქვს გვარი,
თუ მძორის სუნმა ამორწყევის გრძნობით განგაწყო.
 
ცოტაც და მალე ოზონითაც  შეიზღუდები,
აქ ჯოჯოხეთის ოხშივარში მთვარე იხრჩობა.
მწვერვალებს ცაზე მიბჯენილი სტკივათ შუბლები,
მობეზრებიათ კოჭლ ცხვრებს, ლაღი ჯიხვის ყოჩობა.

ვისაც რა უნდა ის აკეთოს რაა  სადავო,
ვისგან რა გინდა ყველას თავის ყოფნის სიავე.
სულის სიმშვიდე ანაცვალეს ცოდვას სოდომურ,
ნაგუბარ წყალში, შვილის ხორცით ზარდეს ნიანგი.

რატომ აყოვნებ, თუკი ცოდვის ხილვამ შეგზარა
იქნებ გგონია, რომ აქ, ვინმე ვინმეს დაინდობს.
შერისხულივით ბოლოხმაზე რეკავს ცის ზარი,
ტალახიანი წვიმა კაწრავს დასჯილ ამინდებს.

ვიღაცა ცდილობს შეეფაროს მღვიმეს ან ქვაბულს,
მე კი ჩემს თავში ჩაკეტილი, დარდის მონარქი
" წასასვლელი ვარ, აღარ ვგავარ რადგან აქაურს
და გაჭენებულ ფაშატს ვადგამ ზურგზე უნაგირს".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები