 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 17 სექტემბერი, 2008 |
რა მღვრიე ცაა ! ძირს ვეშვები ქანცმილეული და პირქარებით დასერილი თეთრი სხეული შენამდე მომაქვს, შორეთიდან მარტო ვბრუნდები, ჩამოვიტოვე სხვა წეროთა ბასრი გუნდები, გამოვიარე განსაცდელი აუწერელი, მომაქანებდა კოშკისაკენ წერა- მწერელი და მეხვეოდა ცივი ცეცხლის ენა ცისფერი. მაინც ვიწევდი წინ და უკან ალი მრჩებოდა, მელანდებოდა მოლაპლაპე კოშკის გუმბათი, გუმბათი, სადაც უკვდავების წყარო დინდება, და მომიხმობდა საბოლოო ჟამი ნეტარი, ჟამი,როდესაც ბორიალობ ნაამბორალი, ბოდავ და სიტყვებს ვერ ათავებ, ლოცვა გინდება, ლოცვა გინდება ამართული კოშკის წინაშე : -აქ ვარ,შენი ვარ!, გესმის ჩემი გულის ფრიალი? მხედავ უფალო? ამარიდე, უფალო ,სენი! ო,დამეხსენი, უნდობლობავ, ვერ მომერიო, ვერ შემაშინო, გინდ მისიო ამქარი შენი! ირევა დარი, ცა ფერნაკლი ტორტმანებს ისე, გრიალებს ისე, ჩამოქცევა ალბათ ინება, კიდევ წამიც და… ჰა, გუმბათი! …და სისხლმდინარე ვეცემი წყაროს და გადამარჩენს თეთრ სხეულზე ბლანტი დინება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. "ირევა დარი, ცა ფერნაკლი ტორტმანებს ისე, გრიალებს ისე, ჩამოქცევა ალბათ ინება, კიდევ წამიც და… ჰა, გუმბათი! …და სისხლმდინარე ვეცემი წყაროს და გადამარჩენს თეთრ სხეულზე ბლანტი დინება."
მომეწონა! "ირევა დარი, ცა ფერნაკლი ტორტმანებს ისე, გრიალებს ისე, ჩამოქცევა ალბათ ინება, კიდევ წამიც და… ჰა, გუმბათი! …და სისხლმდინარე ვეცემი წყაროს და გადამარჩენს თეთრ სხეულზე ბლანტი დინება."
მომეწონა!
11. სახელი იცვალე რამდენიც გინდა,შენი ხელწერაა?! მიყვარსმეთქი ხომ გითხარი...:)5 სახელი იცვალე რამდენიც გინდა,შენი ხელწერაა?! მიყვარსმეთქი ხომ გითხარი...:)5
10. ნინო, მაპატიე, რა ,რა უაზრო სმაილიკო გამოვიდა, უბრალო ღიმილი მინდოდა აი ეს:) ნინო, მაპატიე, რა ,რა უაზრო სმაილიკო გამოვიდა, უბრალო ღიმილი მინდოდა აი ეს:)
9. ვახ, ნინო, მაოცებ იმ ქვე-ქვე-ქვე ტექსტებით, უმაგრესი ხარ, ოსტატი:))ასე წერო ამ თემაზე,აი, ხელოვნება ვახ, ნინო, მაოცებ იმ ქვე-ქვე-ქვე ტექსტებით, უმაგრესი ხარ, ოსტატი:))ასე წერო ამ თემაზე,აი, ხელოვნება
8. მართლაც რომ, რამდენიმე საინტერესო სიტყვათწყობაა ლექსში. მართლაც რომ, რამდენიმე საინტერესო სიტყვათწყობაა ლექსში.
7. მელანდებოდა მოლაპლაპე კოშკის გუმბათი, გუმბათი, სადაც უკვდავების წყარო დინდება,
ეს ადგილი ზდემეტად მეჩვენა რატომთაც :) არ ვიცი, ალბათ მე ვერ გავიგე :) მელანდებოდა მოლაპლაპე კოშკის გუმბათი, გუმბათი, სადაც უკვდავების წყარო დინდება,
ეს ადგილი ზდემეტად მეჩვენა რატომთაც :) არ ვიცი, ალბათ მე ვერ გავიგე :)
6. არაჩვეულებრივია,-"სულის საიდუმლო ვარდნა"-ასე დავარქმევდი... 10 არაჩვეულებრივია,-"სულის საიდუმლო ვარდნა"-ასე დავარქმევდი... 10
3. მოგიკითხეთ,ნინო. აქ კი ზედმეტი ვარ უკვე.ამ ''მეჯლისზე'' ია ნი გოსტ ")ეს''ჩუჟოი პრაზნიკ ჟიზნია '' :) მოგიკითხეთ,ნინო. აქ კი ზედმეტი ვარ უკვე.ამ ``მეჯლისზე`` ია ნი გოსტ ")ეს``ჩუჟოი პრაზნიკ ჟიზნია `` :)
2. ჩემი სიმაგრე დიდხანს ვერ გასტანს ჰარირამა ძვირფასო!ამ ლექსში დაკვირვებული მკითხველი უამრავ რაღაცას აღმოაჩენს,ოღონდ სათხოვარი მაქვს ასეთი:აღმოჩენილის შესახებ ნუღა ისაუბრებთ.ჩვენი საიდუმლო იყოს! ჩემი სიმაგრე დიდხანს ვერ გასტანს ჰარირამა ძვირფასო!ამ ლექსში დაკვირვებული მკითხველი უამრავ რაღაცას აღმოაჩენს,ოღონდ სათხოვარი მაქვს ასეთი:აღმოჩენილის შესახებ ნუღა ისაუბრებთ.ჩვენი საიდუმლო იყოს!
1. დებორა , დიოტიმა მაგარი ხარ მიხარია ერთი ლექსი მაინს დადე კომენტარების გარეშე. დებორა , დიოტიმა მაგარი ხარ მიხარია ერთი ლექსი მაინს დადე კომენტარების გარეშე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|